ზამთრის ლაშქრობა კახისის ტბაზე


სიგიჟეა, მართლა დიდი სიგიჟეა შუა ზამთარში თოვლში უცნობ ადგილას გაბოდიალება. მით უმეტეს, თუ ეს ადგილი ზღვის დონიდან 1752 მეტრზე მდებარეობს (ბორჯომის მუნიციპალიტეტში).

ბილიკები იწყება სოფლიდან.

გზის დასაწყისი

მიდის, სიმაღლეებს ეფინება და საბაგიროს გაუქმებულ გზას მისდევს. ალაგ-ალაგ გამოკიდებულია საბაგიროს სკამები, რომლებსაც ალბათ ტურისტები დანიშნულების ადგილამდე მიჰყავდა.

საბაგირო

საბაგიროები ცისკენ მიემართებიან

მოკლე გზით, ბილიკებით სავალი დაახლოებით 4,5-5 კილომეტრია. ნელ-ნელა მაღლა მიიწევ და თვალწინ ულამაზესი ხედი იშლება.

დეკემბერში რა ლაშქრობა აგიტყდაო, მკითხა ერთიორმა, მაგრამ გული თუ გულობს, კახისის ტბაზე ბობღვითაც ახვალ :)) არად ჩააგდებ გზის სირთულეს, მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებს, თოვლს, რომელზეც ფეხი სრიალებს და ზამთრის სუსხს…

მიდიხარ დათოვლილ გზაზე, თბილღუმელიანი სოფელი უკან რჩება, სავალი რთულდება, მაღლა-მაღლა ადიხარ და ხვდები, რომ თითოეული ნაბიჯი, რომლის გადადგმაც გიჭირდა, ყველა დაბრკოლების გადალახვა ღირდა!!!

გზაში გვხვდებიან თოვლიანი წიწვები, დათოვლილი ხეები, “წინწკლებიანი” ტოტები, საიდანაც წვეთებად ჩამოდის თოვლის წყალი…

3

10-2

სასწაულით შემორჩენილი ფოთლები:

4

ხეები, წიწვები “ტიროდნენ”

7

 ესეც დათოვლილი მთები და მიტოვებული სოფელი. ფარღალალა კოტეჯები ჯერ კიდევ დგანან, უამინდობისას იქ შეიძლება თავის შეფარება (ქარმა და წვიმამ შეიძლება მაინც შემოაღწიოს, მაგრამ ღია ცის ქვეშ დგომას სჯობია).

ზღაპრული სანახაობაა. ზამთარშიც კი, როცა ყველაფერი თოვლითაა დაფარული, არაჩვეულებრივი ხედი იშლება. მობილურები არ იჭერს და ცივილიზაციისგან შორს, ველურ ბუნებაშჲ ყოფნის ილუზია ჩნდება. აქ შეიძლება რამდენიმე დღით მისვლა და ტექნიკისაგან, ინტერნეტისგან, ყოველდღიური ქაოსისგან სრულიად მოწყვეტა.

5

მობუზული, ნაცრისფერი სოფელი.

6

შესვენებისას ასე ვუფიცხებდით ცეცხლუკას შეციებულ ფეხებს

IMG_9620

ტბამდე ორიოდე მოსახვევიღა იყო დარჩენილი. მიტოვებული სოფლიდან კახისის ტბამდე მცირე მანძილი ალბათ ერთადერთი გამონაკლისი სწორღმართია ტბისკენ მიმავალ გზაზე.

IMG_9624

ესეც ტბა, რომელიც ზედაპირზე გაყინული დაგვხვდა. ბინდისას ავედით, უკვე ღამდებოდა. რამდენიმე ჩაჩხაკუნება მოვასწარი. შემოდგომისას აქ არაჩვეულებრივი ფერები იქნება.

9

One thought on “ზამთრის ლაშქრობა კახისის ტბაზე

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.