რატომ არ ვუერთები ე.წ. სიკეთის კამპანიას


გადაუხადე სხვას

 რამდენიმე წლის წინ, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე “სიკეთის კამპანია” მოდური და პოპულარული გახდებოდა, ერთ ფილმს ვუყურე. Pay it Forward – გადაუხადე სხვას – ასე თარგმნეს ქართულად. ეს არის დრამა, რომელიც ყველამ უნდა ნახოს (მათ მაინც, ვინც ფეისბუქის კამპანიაში ჩერთო). ფილმი გამოსულია 2000 წელს. იგი შეეხება პატარა ბიჭის, ტრევორის ინიციატივას. მას სჯერა, რომ სამყარო შეცვლა უკეთესობისკენ შესაძლებელია: თუ სიკეთის მიმღები სხვა 3 ადამიანს ასევე უანგაროდ დაეხმარება და სამაგიეროდ მათგანაც იგივეს მოითხოვს. ეს არ არის კონკრეტული არჩევანი, არამედ ის, ვისაც მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება, მნიშვნელობა არ აქვს ნაცნობი იქნება თუ უცნობი.

შედარებისთვის: ფეისბუქის კამპანია ერთგვარად ჩაკეტილი წრეა – ნაცნობები უკეთებენ სიურპრიზებს ერთმანეთს. ასეთი სიურპრიზები ბევრია ხოლმე საახალწლოდ, დაბადების დღეზე, მეტნაკლებად მნიშვნელოვან თარიღებზე, მიზეზით ან უმიზეზოდ. ამას სიხარული ჰქვია და ისედაც ხდება. ადამიანები ყოველთვის ასიამოვნებენ მეგობარს, მეგობრის მეგობარს, უბრალოდ ნაცნობს. მაგრამ შეუმჩნეველი რჩება უსახლკარო მოხუცი, უდედმამო ბავშვი, ძალადობის მსხვერპლი, უსამართლო მოპყრობა და ა.შ. 

ჩემთვის სულ ერთია რამდენად წარმატებულად ჩაივლის სიამოვნების ეს ისტერია. ფილმის მიხედვით, სიკეთის კეთების მთელი მუღამი არის ცვლილებების გამოწვევა, გადამდები სიკეთისა და ცვლილებების. თუნდაც პატარა ცვლილების, რომელიც სხვებს წაახალისებს: შესაწირავის გაკეთება საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის, სხვისთვის მანქანის შეკეთება, ძალადობის შემთხვევისას პატრულში დარეკვა, ნებისმიერი ფინანსური თუ არაფინანსური ქმედება რომელიც გააუმჯობესებს სხვების ცხოვრებას. ამ ყველაფრის კეთება კი ფეისბუქის სტატუსების გარეშეც შეიძლება.

მეგობრებო, მკითხველებო, ნაცნობებო, უცნობებო, თუ მართლა სიკეთის კეთება გინდათ, გამოდით კომფორტის ზონიდან და დაეხმარეთ სხვას, დაეხმარეთ საჭიროების მიხედვით თუნდაც შემთხვევით გამვლელს. გააკეთეთ ეს შემთხვევით და არა მხოლოდ მისთვის, ვინც თქვენი ფეისბუქის სტატუსზე “დასტუკებას” დაასწრებს.🙂

წარმატებას გისურვებთ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s