საჯაროდ წასაკითხი სიტყვის მომზადება


წინასწარი მომზადება უნდა შეეხოს როგორც სასაუბრო თემას, ასევე გამოსვლის ტექნიკას. ტექსტი უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი, მოკლე ფორმულირებებით. მასში დაცული უნდა იყოს ლოგიკური და ფსიქოლოგიური აქცენტები, პაუზები.
გათვალისწინებული უნდა იქნას შესავლის, ძირითადი ნაწილისა და დასკვნის დანიშნულება და აგების პრინციპები.

I. შესავალი სამი ნაწილისაგან შედგება
1. შესავალი შენიშვნა. იგი არის “ანკესი”, რომლითაც ხდება მსმენელთა ყურადღების დაპყრობა.
2. გამოსვლის კონკრეტული მიზნის გადმოცემა
3. თემის მთავარი ნაწილების განხილვა.

ყურადღების დაპყრობის ხერხები (შესავალში):
I აპელაციის მეთოდი:
1. აპელაცია ავტორიტეტზე (კლასიკოსები, ლიტერატურული გმირები, ფოლკლორი, პოპულარული პიროვნებები)
2. აპელაცია საკუთარ გამოცდილებაზე
3. აპელაცია ცნობილ მოვლენაზე
4. სახელის გამოყენება (დოკუმენტები, წიგნები)

II. კონსტატაციის მეთოდი
1. დროის, ადგილის, სიტუაციის კონსტატაცია
2. წინა გამომსვლელზე მიბმა
3. უზოგადესი ფრაზა
4. დათმობა და შეტევა

III. სალაღობო მეთოდი
1. იუმორისტული შენიშვნა
2. ანეგდოტური შემთხვევა
3. აფორიზმები, ანდაზები
4. პარადოქსით დაწყება; კონტრასტი; კონფლიქტური სიტუაციით დაწყება.

IV. ცივი მეთოდი
1. პირდაპირ საქმის ძირითადი არსით დაწყება
2. შინაარსისა და მიზნების მოკლედ გადმოცემა
3. პრობლემური კითხვის დასმით დაწყება

რეკომენდაციები:
1. არ შეიძლება სიტყვის დაწყება ტრაფარეტული გამოთქმებითა და ფრაზებით. დასაწყისი მიმართული უნდა იყოს მოულოდნელობისა და სიახლისაკენ. გამოიყენება პარადოქსული სიტუაციის მეთოდი.
2. როცა აუდიტორია მობილიზებულია და მზადაა აღსაქმელად, ეფექტურია დასაწყისში სიტყვის შინაარსისა და მიზნების მოკლედ გადმოცემა
3. შეიძლება დაწყევა პრობლემური კითხვის დასმით, რათა აუდიტორია დაინტერესდეს.
4. თანაგანცდის ხერხი – უჩვეულო ფაქტის მოყოლით ყურადღების დაპყრობა
5. აპელაცია აუდიტორიის ინტერესებზე, ავტორიტეტზე, ინფორმაციის წყაროზე, შემთხვევაზე, დროზე, ადგილზე.
6. კონტრასტი – დაწყება კონფლიქტის სიტუაციის მოხმობით
7. იუმორისტული შენიშვნა

II. ძირითად ნაწილში მიღწეული უნდა იქნას, რომ პირველადი დაინტერესება გადაიზარდოს შეგნებულად მართვად ყურადღებაში. აუდიტორიის აზრის მართვა შესაძლებელია ლოგიკური თანმიმდევრობით, მსჯელობებს შორის ლოგიკური ხიდების გადებით. ასეთი გარდამავალი სიტყვებია – “ერთის მხრივ – მეორეს მხრივ”, “აქედან გამომდინარე”, “დამატებით საჭიროა ითქვას” და ა.შ. მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა. ერთნაირი ფრაზების ხშირი გამოყენება იწვევს მონოტონურობას.

ყურადღების მიპყრობისა და შენარჩუნების ხერხები:
1. მოულოდნელობა – გამოიყენეთ მოულოდნელი და მსმენელისათვის უცნობი ინფორმაცია, გაზვიადებული ფორმულირებები
2. “პროვოკაცია” – ცოტა ხნით გამოიწვიეთ მსმენელში გადმოცემულ ინფორმაციასთან დაუთანხმებლობა
3. ჰიპერბოლა – არ მოერიდოთ გაზვიადებას. ეს ხელს უწყობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენას და ყურადღების გამძაფრებას საკითხისადმი. თქვენი პოზიცია გადმოეცით შემდეგ, გაზვიადების გარეშე.
4. პროგნოზირება – რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთეთ პროგნოზები, რათა გამოკვეთილი იქნას კავშირი ინტერესებთან, მოთხოვნებთან, სურვილებთან.
5. “პრო -კონტრა” – მსმენელებს გააცანით მხარდამჭერი და საწინააღმდეგო არგუმენტები და მათი შეპირისპირებით იპოვეთ პრობლემის მართებული გადაწყვეტა. გამოიყენეთ კონტრასტული არგუმენტაცია, “სინამდვილეში კი”.
6. გადაწყვეტილების მიღების დელეგირება – გამოიყენეთ პარტნიორთა მონაცემები გადაწყვეტილებისათვის, მათი კომპეტენტურობა. შესაბამისი კითხვების დასმით ჩართეთ პარტნიორები აზროვნების პროცესში. თავი შეიკავეთ საკუთარი არგუმენტების მოყვანისაგან.
7. ავტორიტეტზე აპელაცია – საკუთარი აზრების დასამტკიცებლად დაეყრდენით მსმენელისათვის აღიარებულ ავტორიტეტებს, აგრეთვე არსებულ გამოცდილებას (პოლიტიკურს, ისტორიულს, ცხოვრებისეულს, მეცნიერების ავტორიტეტს).
8. თანაგანცდა – გატაცებით აღწერეთ მოვლენები, რომლებიც მსმენელებთან გაკავშირებთ. არ გამოტოვოთ დეტალები, რომლებიც მნიშვნელოვანია აუდიტორიისა და თემისათვის. მსმენელი აიძულეთ თანაგანცდაზე.
9. არაფორმალური ელემენტები – საუბარში ჩართეთ მაგალითები თქვენი ბავშვობიდან, აუდიტორიას გააცანით თქვენი შეცდომები, ცრურწმენები და მათი შედეგები. აჩვენეთ, თუ როგორ დაძლიეთ იმ პრობლემისადმი ცალმხრივი მიდგომა, როგორ იპოვეთ ახლებური გადაწყვეტა. ამით დაძლევთ მსმენელთა თავშეკავებასა და შებოჭილობას. მათ აზრს შეცვლით თქვენს სასარგებლოდ (აჩვენებთ, რომ არ ხართ “უიმედო თეორეტიკოსი”, “სუფთა პრაქტიკოსი”, “ჩIნოვნიკი”, “ძუძუმწოვარა”…)
10. დრამატიზაცია – თვალსაჩიოდ, გატაცებით და დრამატულად გამოხატეთ თემის გამამდირებელი შემთხვევბი, მოამზადეთ აუცილებელი აბსტრაქციები. ამით მსმენელებს მიეცემათ საშუალება, რომ საკუთარი თავი გააიგივონ მონაწილე პერსონაჟებთან, ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან.
11. პირდაპირი ჩართვა – თუ აუდიტორია მმზადებულია, უარი თქვით ვრცელ შესავალზე და დასკვნაზე, ილაპარაკეთ მთავარზე
12. იუმორი – არ გაერთოთ თქვენი სიტყვით. მოიყვანეთ სასაცილო, პარადოქსული მაგალითები, მხიარული ისტორიები. მიეცით მსმენელს დასვენებისა და დაფიქრების დრო.
13. ექსპრესია – არ უარყოთ გამომსახველობითი საშუალებები. შეგნებულად შეარჩიეთ ისეთი ფორმულირებები, რომლებიც განსხვავდება ჩვეულებრივი სტილისგან. (მოულოდნელი, სტილისტურად უჩვეულო, დასამახსოვრებელი, ყურადღების მისაქცევი ლექსიკური საშუალებები. მაგ. “ფინალურ სასტვენამდე 10 წთ დარჩა”, “ეს ჰგავს წყლის საცრით ტარებას”). ორატორები მიმართავენ ხოლმე ეფექტის თანდათანობით გაძლიერების ხერხს. ნეგატიურ მსჯელობებს ექსპრესიულ ფორმულირებებს აძლევენ.

III. დასკვნას აქვს მნიშვნელოვანი ლოგიკურ-ფსიქოლოგიური დატვირთვა.
დასკვნის ფუნქციებია:
1. ნათქვამის შეჯამება
2. წარმოთქმული სიტყვით შექმნილი შთაბეჭდილების განმტკიცება და გაძლიერება
3. აუდიტორიის წინაე გარკვეული ამოცანების დასახვა
4. გარკვეული ქმედებებისაკენ მოწოდება

სიტყვით გამოსვლის დასრულების რამდენიმე ტიპი არსებობს:
1. ძირითადი დებულებების და დასკვნების მოკლე გამეორება – ამ დროს გამოიყენება ხოლმე იგივე ფორმულირებები, რაც სიტყვით წარმოთქმისას, ან მათი მცირედი სახეცვლილება. გამოიყენება ხოლმე “წრიული” აგება – გამოსვლა მთავრდება იგივე თეზისით, რითად დაიწყო
2. სიტყვაში ნათქვამის განზოგადება, ამოცანების დაყენება – ასეთი დასასრული ხშირია მოხსენებასა და პოლიტიკურ სიტყვაში. განზოგადებებს შეიძლება ჰქონდეთ აფორიზმის, ფრთიანი გამონათქვამის, ადვილად დასამახსოვრებელი ციტატის ფორმა.
3. შედეგების შეჯამება – გამოიყენება ხოლმე მეცადინეობის დასასრულს, ძირითადი საკითხების წარმოჩენისათვის.
4. ამოცანების დასმა – ეს შეიძლება იყოს სურვილების გამოხატვის ფორმით. იგი ახდენს მსმენელზე ემოციურ ზეგავლენას.
5. პერსპექტივების გამოკვეთა
6. მოწოდება ან ლოზუნგი

დასასრული ორგანულად უნდა უკავშირდებოდეს გამოსვლის ძირითად თემას. თუ საუბარი დასრულებულია და არ საჭიროებს დასკვნის გაკეთებას, უმჯობესია თქვათ “ნება მიბოძეთ ამით დავამთავრო”, ვიდრე რაიმე დასასრული ეძებოთ.
ინფორმაციულ სიტყვაში დასკვნა მტკიცედ ამკვიდრებს ნათქვამის აზრს და მნიშვნელობას, კიდევ ერთხელ განმარტავს თემას, აფართოებს მსმენელის ინტერესს.

ცუდი დასკვნის მაგალითია
1. ისეთი ხუმრობით დამთავრებამ რომელიც არ ეხება საქმეს. იგი ქმნის შთაბეჭდილაბას, რომ თქვენ თვითონვე არასერიოზულად ეკიდებით თემას.
2. ცუდია მსმენელთან მობოდიშება: “მე მესმის, რომ ვერ შევძელი…”
3. სიტყვის დამთავრება პატარ-პატარა დამატებებით: “მე თქვენ დაგღალეთ…” მსმენელის მეხსიერებაში რჩება ეს დამატებები, სიტყვა კი დაუმთავრებელს დაემსგავსება
4. ცუდია, როცა აცხადებთ, რომ ვერ ჩაეტიეთ რეგლამენტში და ამიტომ იძულებით ამთავრებთ სიტყვას. ამით თქვენ გამოხატავთ თქვენს უუნარობას, რადგან სიტყვა წინასწასწარ მომზადებული უნდა გქონდეთ,
5. არ დაამთავროთ სიტყვა ტრაფარეტული, მობეზრებული გამონათქვამით
6. ცუდია გამოსვლის დამთავრება ისეთი დასკვნით, რომელიც ტოვებს მძიმე განწყობილებას, უპერსპექტივობის განცდას. ადამიანები მაშინ თვითონ დაიწყებენ გამოსავლის ძიებას და მოიფიქრებენ საკუთარ დასკვნას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s