კარსანი


ინტერნეტში ძალიან მწირი ცნობებია კარსანის შესახებ – დასახლების, რომელიც თბილისიდან 15-იოდე კილომეტრში მდებარეობს. საჯარო ბიბლიოთეკის (ელექტრონულ) კატალოგებშიც კარსანის შესახებ წიგნები არ იძებნება. ადგილი გარკვეულწილად მისტიფიცირებულია, ვიკიპედიაში არსებული ინფორმაციაც მოკლე და გაურკევეველია, მისი ნაწილი თვითმხილველების გადმოცემებს ეფუძნება:

Screen Shot 2015-03-03 at 2.21.43 PM

ძველი შენობა ჯერ კიდევ ძალიან ლამაზად გამოიყურება. წინ აუზია (რომელსაც ფოტოზე ბუჩქები ფარავს).

IMG_0484

ოთახები, დერეფნები, ავეჯი, აღჭურვილობა – განადგურებულია. დაქცეული, ჩანგრეული, ჩამპალი სართულები, დამტვრეული ფანჯრები და კარებები, უკაცრიელი დერეფნები… 2007 წელს ოთახებში შემორჩენილი იყო პაციენტების პირადი ნივთები – კედელზე მიკრული კალენდრები, რვეულები, ჩანაწერები, ფოტოალბომები… ახლა ეს ყველაფერი ნანგრევებშია ჩამარხული.

კარსანი

ჟანგიანი კაუჭები, დრო-ჟამისაგან შეხალული კედლები, დახეთქილი საღებავი  კიდევ ერთხელ ახსენებს მნახველს რომ “დრონი მეფობენ”……

ტუბდისპანსერის კედლები დახეთქილია

ოთახებში ყველაფერი განადგურებულია, იატაკი – ატალახებული. კედლებსა და ფანჯრებზე მცენარეები იზრდება.

16276065469_9111c0c8d4_b

შენობის ჭერი ჩამოქცეულია, აქა-იქ ჯერ კიდევ ყრია ავეჯი.

16436310946_acf7504224_b

ჩანგრეულ იატაკს ალაგ-ალაგ ფიცრები ამაგრებს, მაგრამ არასაიმედოა. განსაკუთრებით საფრთხილოა წვიმიან დღეებში, როდესაც მიწა სველია და ფეხი ცურავს.

კარსანი. იატაკი

სასადილო:

IMG_0428

იქვე გახსნილი კონსერვის ქილა ჯერ კიდევ “მყარად” გდია იატაკზე.

16461364652_e53ab691f1_b

ეს სურათიც სამზარეულოში ვიპოვეთ.

IMG_0424

სამედიცინო ჟურნალის ჩანაწერები

IMG_0274

ერთ ოთახში ვისოცკის ფანი ყოფილა🙂

IMG_0375

და იქვე – 1990იანების რომელიღაც ვარსკვლავის განადგურებული პლაკატი.🙂 საინტერესოა როგორ თავსდებოდა ორი ასეთი განსხვავებული გემოვნების ადამიანი ერთად🙂 ოთახში შესვლა შეუძლებელია – ნანგრევებითაა ჩახერგილი.

IMG_0381

ესეც ვისოცკის სიმღერა, განწყობისათვის🙂

იატაკს ტალახის სქელი ფენა ადევს.  კედლებიდან ჩამოყრილი ბათქაში, მიწა და მტვერი, კენჭები აზელილია ერთმანეთში, იატაკზე საკმაოდ სქელ ფენას ქმნის.

IMG_0183

ამ ფიცრებჩავარდნილ დერეფნებში ალბათ სულები დაეხეტებიან🙂 მოძრაობა ძალიან საფრთხილოა, რადგან არ არის მყარი და შეიძლება ყოველ წამს ჩაინგრეს.

IMG_0287

სართულებზე ასეთი მორყეული კიბე ადის, საფეხურები აღარც კი ეტყობა.

IMG_0396

სართულები ჩანგრეულია, ასე რომ პირველი და მეორე სართულის ბევრ ოთახში შესვლა შეუძლებელია.

IMG_0363

კარადა, რომელშიც ადრეული 90-იანების გაზეთებია გაკრული. გაგიკვირდებათ და სტატიების წაკითხვა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

IMG_0208

ზედა სართულის ამ ოთახში ოდესღაც ბიბლიოთეკა იყო – კედლის ძირში მიყრილია წიგნები. რამდენიმე წლის წინ ასევე შემორჩენილი იყო დანგრეული პიანინო, ახლა კი მისი კვალიც აღარ არის.

IMG_0336

ზოგი მთელი, ზოგი დაფლეთილი, წვიმისა და თოვლისგან გადარეცხილი წიგნები – ოდესღაც მათ ვიღაც კითხულობდა… დიდი ნაწილი რუსულადაა.

IMG_0351

ვერ გაუძლო მარტოობას და თავს იკლავს🙂

IMG_0178

ახლოს ბუნკერებიც ყოფილა (სავარაუდოდ შემდეგ წასვლაზე ვნახავ), რომელსაც ღმერთმა იცის რა დანიშნულებით იყენებდნენ. ახლა, როგორც ამბობენ, ცარიელია, აღჭურვილობა გატანილი. დასახლებაც ფაქტიურად დაცლილია – 2002 წლის აღწერის მიხედვით, იქ მხოლოდ 9 ადამიანი ცხოვრობდა. 90-იანებიდან მოყოლებული, ელექტროენერგიაც არ ჰქონდათ შეყვანილი. სახლებთან მზის ბატარეებია დამონტაჟებული. მოკლედ, საინტერესო სანახავია, თუმცა ძალიან საფრთხილო.

This slideshow requires JavaScript.

2 thoughts on “კარსანი

    • მცხეთის სალობიეს რომ გასცდები, იქ არის გადასახვევი. რკინიგზის ხიდის ქვეშ უნდა შეხვიდე და გზას გაჰყვე. დაახლოებით 2-3 კილომეტრია, მანქანითაც შეიძლება მისვლა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s