Skype-კონფერენცია Gijmaj-Press-ის მკითხველებისთვის


თემები: საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებული საკითხები: უნივერსიტეტის შერჩევა, საბუთების მომზარება, სასწავლო პროგრამები, სტიპენდიები, ტესტები და ა.შ.

იმისათვის, რომ კონფერენცია საინტერესო და ინფორმაციული იყოს, მომწერეთ ის კონკრეტული საკითხები, რომლის შესახებაც ისურვებდით პასუხის გაცემას. კითხვები შეგიძლიათ დადოთ აქვე, კომენტარებში ან გამომიგზავნოთ ელ.ფოსტაზე gijmaj@gmail.com

კონფერენციის ხანგრძლივობა იქნება 1 საათი.

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ კონფერენციის მსვლელობისას დაიცვათ ერთადერთი მარტივი წესი: ერთი ლაპარაკობს, ყველა უსმენს.  🙂 ვინაიდან ჯერჯერობით ვერ მივაგენი ისეთ პროგრამას, რომელიც გამომსვლელის გარდა ყველას აჩუმებს ( 🙂 ), ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანი იყოს აქტიური მსმენელი. თუ საუბრისას კითხვა/იდეა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ ჩატში მოიწეროთ, ან მოიცადოთ და საუბრის დამთავრებისას გამოთქვათ თქვენი აზრი.

მოიმარაგეთ ყურთსასმენები და მიკროფონები და 2010 წლის 18 დეკემბერს, თბილისის დროით დილის 11 საათზე მიუსხედით კომპიუტერებს 🙂

Skype ID: gijmaj-press

პ.ს. Skype კონფერენციას დაესწრებიან სტუმრებიც, ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტები.

7 thoughts on “Skype-კონფერენცია Gijmaj-Press-ის მკითხველებისთვის

  1. მე მგონი ჩანაწერის გაკეთება კარგი იქნება, ვინც ვერ მოასწრებს, იმათთვის…

Leave a reply to P_R_A_D_A Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.