რომელი გადამზიდით გამოვწეროთ სალაშქრო ზურგჩანთა


გადავწყვიტე რომ ზურგჩანთა ისევ მჭირდებოდა – დიდი, კომფორტული ზურგჩანთა, რომელშიც ჩავალაგებდი ყველა საჭირო ნივთს და ვიმოგზაურებდი. პატარა ყოველდღიური ზურგჩანთა ერთდღიანი გასავლებისთვისაც აღარ მყოფნის – აღარ ეტევა ფოტოაპარატი თავისი ობიექტივით, საწვიმარი, ქინდლი, ნემსი, ძაფი, სანტავიკი, კიდეც ათასი საჭირო წვრილმანი; ზამთარში და მრავალდღიიან გასვლებზე ტანსაცმლისა და საკვების მოთავსებაზე საუბარი უკვე ზედმეტია.

სასურველი ზურგჩანთის შერჩევაზე რთული გადამზიდის პოვნა აღმოჩნდა. კამექსი, რომლის მომსახურებითაც უკვე წლებია ვსარგებლობ, მსგავსი ნივთების წონას მოცულობით ითვლის. საერთო ჯამში დიდი თანხა გამოდის.

ერთმა მეგობარმა ბარამი მირჩია – საზღვაო ტრანსპორტირება უფრო იაფი ღირსო (1კგ მხოლოდ $2 – იმ ტვირთებისთვის, რომლის მოცულობა 1 კუბურ მეტრზე მცირეა). გამიხარდა – რა კარგია! მხოლოდ $4 ჩემი ოცნების ზურგჩანთისთვის! დავრეკე ბარამის ოფისში და…. ეეეეჰ! მინიმალური გადასახადი $60-ია, სულ მცირე 30 კილოგრამისთვის იანგარიშებაო. საზღვაო გზით ჩამოტანას 45-60 დღე სჭირდება, თანაც განბაჟებისთვის თავად უნდა ჩახვიდეთ ფოთშიო. გული დამწყდა.

ის-ის იყო ხელი ჩავიქნიე, რომ ONEX.GE შემომთავაზეს – გადამზიდი, რომელსაც საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მსხვრევადი საგნების გარდა ყველაფერი ფიზიკური წონით ჩამოაქვს. 

ფასი – 1 კგ – 8,5 დოლარის ექვივალენტური ლარი ( საჰაერო მომსახურება).

დამრგვალება, მინიმალური 0,1 კგ. ხოლო მას ზევით ყველა ამანათის გადაზიდვის ღირებულება ითვლება მისი ზუსტი წონის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა ერთ რეისზე უნდა მიიღოს რამოდენიმე ამანათი და რომელიმე მათგანი იწონის 0,05 კგ ზე ნაკლებს, ასეთი ამანათის წონის დამრგვალება ხდება არა 0,1 არამედ 0,05 კგ-მდე.
ონექსი კარგია ნებისმიერი ნივთისთვის, რომელშიც მოცულობით გაბერილ წონას დაიანგარიშებს სხვა გადამზიდი კომპანია. ადრე რომ მცოდნოდა, აუცილებლად მისი მომსახურებით ვისარგებლებდი ფრისბის გამოწერისას – ჩამოტანისას კამექსმა მოცულობითი წონა მიანგარიშა და 175-გრამიანი ნივთსითვის ნავარაუდებზე 10-ჯერ მეტი გადავიხადე!
მეორე ალტერნატივა: USSHOP.GE – რომლის საშუალებით უკვე არაერთი ნივთი ჩამოვიტანე, მათ შორის მეორე ზურგჩანთა. კვირაში 2 რეისი და კარგი მომსახურება აქვთ. 1 კილოგრამის ფასი $6.5-ია. ჯერჯერობით ყველაზე იაფ გადამზიდად რჩება მათ შორის, რომელთა შესახებაც ინფორმაცია გამაჩნია. 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s