ვარვიკის უნივერსიტეტის სტიპენდია


საერთაშორისო განათლების ცენტრი” აცხადებს კონკურსს ერთწლიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად ვარვიკის უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლისათვის.

სტიპენდიები გაიცემა “ღია საზოგადოების ფონდისა” და ვარვიკის უნივერსიტეტის მიერ, და ფარავს მგზავრობის, უნივერსიტეტში სწავლისა და ცხოვრების თანხებს, არა უმეტეს 12 თვისა.

ძირითადი მოთხოვნები კონკურსანტებისთვის:

** განაცხადის შემოტანის მომენტში უნდა ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. კონკურსში არ დაიშვებიან ის პირები, რომლებიც სამ თვეზე მეტი დროით იმყოფებიან ქვეყნის გარეთ;
** ბრწყინვალედ ფლობდნენ ინგლისურ ენას და შეეძლოთ ინგლისური ენის ტესტში მაღალი ქულის მიღება (IELTS – 6,5; ან iBT TOEFL – 92);
** უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი 2011 წლის სექტემბრამდე;
** უნდა ჰქონდეთ მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი და ლიდერის თვისებები;
** არ უნდა ჰქონდეთ მიღებული დიდი ბრიტანეთის სამთავრობო გრანტი;
** გრანტის ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში სწავლის ან სამუშაოს გასაგრძელებლად;
** უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვისაც არ უსწავლია უცხოეთში.

ვარვიკის უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება იწარმოებს კონკურსის საფუძველზე.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ გვერდი: http://www2.warwick.ac.uk/study/postgraduate

განაცხადები მიიღება მხოლოდ 11 სპეციალობაზე, რომლებიც ისწავლება სოციალური მეცნიერებების, ხელოვნებისა და მეცნიერებების ფაკულტეტებზე.

საგანაცხადო ფორმებისათვის და დაწვრილებითი ინფორმაციისთვის სასწავლო კურსების შესახებ გთხოვთ, მიმართოთ შემდეგ მისამართზე:

საერთაშოროსო განათლების ცენტრი
10 ჭოველიძის ქუჩა, თბილისი
საკონტაქტო ტელ: 252615
ვებ-გვერდი: http://www.cie.ge

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 იანვარი.

ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს, 15:00 საათზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s