Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!!


მოდი შევქმნათ ფანკლუბები. მე – შენი, შენ კი – ჩემი. შენ დაწერ ლექსებს, რომელიც სულში გამიჯდება (თუკი ასეთი რამ საერთოდ გამაჩნია), მე კი ქალაქის ცენტრში დაგიდგამ უზარმაზარ ძეგლს. მას ექნება სრულიად გაუგებარი ფორმა და ასტრონომიული ღირებულება. მაშინ კი ყველა იწამებს, რომ მე ვარ ღმერთი, შენი შემოქმედი, შენ კი ჩემი ქერუბიმი. აქ დააწრუწუნე

Advertisements

ნეტავ რა ზნე სჭირს სიკვდილსა…


რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა ოთარ ჭილაძე – დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე. სამების საკათედრო ტაძარში გადაუხადეს პანაშვიდი და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. გრიბოედოვით დაიწყო და ჭილაძით დამთავრდა აქ გამოჩენილ ადამიანთა დასაფლავებები. ხალხი იქ ყოველ დღე ადის, რომ პატივი მიაგოს მათ და ხანდახან კმაყოფილებით გაუსწოროს საკუთარ თავს თვაილ სარკეში პატიოსნად “მოხდილი” მამულიშვილური ვალის გამო. იოლი გაზაა სინდისის ქენჯნის ჩასახშობად. აქ დააწრუწუნე