გამგზავრება: რა წავიღოთ


travelpackingtipsბარგი ისე უნდა ჩაალაგოთ, რომ ჩასვლის შემდეგ, ყველაფერს რომ ამოალაგებთ, საკუთარ თავს არ დაუსვათ რიტორიკული კითხვა: “ეს რა ჯანდაბად მინდოდა?”

უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეზღუდული ბარგის წაღების უფლება გექნებათ – 1 ან 2 ჩემოდანი, მათი დასაშვები წონა კონკრეტული ავიაკომპანიის საიტზე უნდა გადაამოწმოთ. შეიძლება ეს იყოს 20, , 23 კგ ან მეტი. აუცილებლად დააზუსტეთ, რადგან ზედმეტი წონისთვის დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ. ბარგი უნდა ჩაალაგოთ მაქსიმალურად კომპაქტურად და ეფექტურად, რაც ნიშნავს, რომ უნდა წაიღოთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები. Continue reading

Advertisements

3-დან 8-მდე. I. წარმატებული ქალი


გაზაფხულია, ყვავილებია, საჩუქრების და ხმამაღალი  სადღეგრძელოების დრო მოდის. 3 მარტი – დედის დღე და 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღეა, თითქოს გვეზეიმება. ეს ფორმალური დღესასწაულებია, წელიწადში მხოლოდ 2 დღე. მაგრამ იმ პრობლემებს ვერ ჩქმალავს, რომლის წინაშე ყოველდღიურად დგანან ქალები – ვიღაცის დედები, დები, ცოლები, მიუხედავად მათი ასაკისა და სოციალური სტატუსისა.

3-დაბ 8 მარტამდე პერიოდში ბლოგზე რამდენიმე პოსტს დავდებ, რომელშიც ქალთა საკითხებს შევეხები.

გამოვიჩინოთ ქალური სოლიდარობა და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, აზრები, ისტორიები… მაშ ასე.

თავი I. წარმატებული ქალი – ჯოან როულინგი

ჯოან როულინგი

ჯოან როულინგი 1965 წლის 31 ივლისს დაიბადა. 1986 წელს დაამთავრა ექსეტერის უნივერსიტეტი.

წერა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. გამოსცადა გაჭირვება, მარტოხელა დედობა. “ჰარი პოტერმა” საყოველთაო აღიარება და სიმდიდრე მოუტანა. წიგნი, რომლის პირველი ნაწილიც ძველ საბეჭდ მანქანაზე დაწერა, მსოფლიო ბესტსელერად იქცა. უზარმაზარი ფინანსური მოგების შემდეგ ჯოან როულინგი აქტიურად ჩაერთო საქველმოქმედო საქმიანობაშჲ. იგი ყოველწლიურად 5 მილიონ ფuნტზე მეტს ხარჯავს სიღარიბის დააძლევად, მარტოხელა მშობლების დასახმარებლად. იგი მრავალმხრივ მისაბაძი მაგალითია. მიუხედავად გაჭირვებისა, პირადი ტრაგედიების (დედის გარდაცვალება,პირველი უიღბლო ქორწინება), მაინც მოახერხა ფეხზე დადგომა და წარმატების მღწევა.

ჯოან როულინგის ისტორია გვიჩვენებს, რომ სასწაულები ხდება, ცხოვრება იცვლება. რომ ქალი შეიძლება იყოს ერთდროულად დედაც, ცოლიც, პროფესიონალიც და ცვლილებების მომტანიც.

მის მიერ შექმნილმა ჯადოსნობითა და სასწაულებით სავსე სამყარომ (რომელიც ბებიის ზღაპრებში თვლემდა), ახალი ელვარებით გაიღვიძა და ბავშვები წიგნებს დაუბრუნა.

თუ ვინმეს წარმატებული და ბრწყინვალე ქალის მაგალითი დაგჭირდეთ, დაუფიქრებლად დაასახელეთ ჯოან როულინგი. იგი იმსახურებს ამას.

გილოცავთ დედის დღეს. გისურვებთ დასახული მიზნების მიღწევას და ბევრ, ძალიან ბევრ წარმატებას.

პ.ს. სანამ როულინგზე შევაჩერებრი არჩევანს, ძალიან ბევრი ვიფიქრე გვყავდა თუ არა საქართველოში ასეთი ბრწყინვალე ქალები – ოჯახის დედები და რეალიზებული პროფესიონალები. არავინ გამახსენდა… ნუთუ ჩვენთან ქალს არ აქვს წარმატების შანსი?

წარმატების ფორმულა


ყურადღება პროვოკაციული სათაურით მიიქცია. ჩავრთე და არც მინანია: ერთი პატარა (ინგლისურენოვანი) ვიდეოა, რომელიც წარმატების რამდენიმე მარტივ ფორმულას გასწავლის. უყურეთ და… როგორ ფიქრობთ, ის რასაც ვიდეოს ავტორი გვთავაზობს, საკმარისია წარმატების მისაღწევად?

როგორ შევიქმნათ მოტივაცია


თუ გსურთ უახლესი ინფორმაციის მიღება სხვადასხვა სტიპენდიის, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე პრაქტიკული რჩევები სამოტივაციო წერილის დასაწერად, დაესწარით ტრენინგს.

—————————————-

რადიო თავისუფლების ბლოგზე კამათობენ, რამდენად შესაძლებელია ჰქონდეს ცხოვრების მოტივაცია ადამიანს, რომელმაც ბევრი რამე დაკარგა. საქმე ეხება დევნილებს, რომლებიც სახლ-კარის გარეშე დარჩნენ. ახლა ისინი საქართველოს მთავრობის მიერ აშენებულ სოფლებში ცხოვრობენ. სახლში ამოსულ ბალახს გლეჯავენ; თანაც უნდათ მთელ ქვეყანას გააგებინონ, თუ როგორ უყვართ პრეზიდენტი სააკაშვილი. მათი სხვა ნაწილი კი მთავრობის სახლის წინ პირამოკერილი შიმშილობს. წკაპ

დროის დაგეგმვა


დრო ფულიაო ამბობენ. ბევრს ამ გამოთქმაზე ეცინება. ვერ დაუჯერებიათ, როგორ უნდა გამოხატონ ფინანსურად ის, რასაც სხეული, ფორმა, მოცულობა არ გააჩნია. თუმცა, დროის სწორად განაწილებას მოაქვს წარმატება და შემოსავალი.

ეს არის მარტივი სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარებათ სწორად გადაანაწილოთ დრო. წკაპ

წარმატების გასაღები. შეიცან თავი შენი


დრო მოვიდა გადახედო საკუთარ ცხოვრებას, დაფიქრდე იმაზე, თუ ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და რა გინდა,  გააანალიზო წარსული, აწმყო და შემდეგ ამის მიხედვით განსაზღვრო მომავალი. წკაპ

წარმატებული ადამიანის ისტორია


ერთ-ერთ პირველს სავარჯიშოს, რომელიც გაგვაკეთებინეს, წარმოადგენდა წარმატებული ადამიანის ისტორიის მოფიქრება. ეს უნდა ყოფილიყო ცნობილი პიროვნება, რომელსაც სამაგალითოდ მივიჩნევდით. წკაპ