ნორაშენი


ნორაშენის ეკლესია ძველ თბილისში, სიონის სიახლოვეს მდებარეობს. “სომხური ეკლესია” – ამ სახელით იცნობს ხალხი, მის გვერდით ბევრჯერ აუვლიათ და ჩაუვლიათ. თუმცა ცოტამ თუ იცის რა საოცარი მოხატულობა აქვს. ამ ძველი ეკლესიის მთელი კედლები და ჭერი დაფარულია ულამაზესი ფრესკებით, რომლებიც სახარების სხვადასხვა ეპიზოდს ასახავს. ფერად-ფერადი სცენები და ორნამენტები მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭრილებას ახდენს. რაც უფრო გასაკვირია, მხატვრობა თითქმის მთლიანადაა შემორჩენილი, განსხვავებით იმ ბევრი ეკლესიისგან, რომელთა მოხატულობა კომუნისტების პერიოდში შელესეს, ჩამოფიხიკეს ან გაანადგურეს. ალაგ-ალაგ კედლებში ჩატანებულია სათავსო-სამალავები. ეკლესია მაისში ვნახე, როდესაც მისი დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობდა. მიწასთან ერთად საინტერესო არქეოლოგიური მასალები ამოდიოდა, მათ შორის მშვენიერი ჩუქურთმები, ქოთნის ნატეხები, სხვა მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ნივთები.

კედლის მხატვრობა

IMG_0229 Continue reading

Advertisements

თხოთი და ვანდალიზმი


სერიიდან: რა “საამაყო” ერი ვართ.

თხოთის წმ. ნინოს სახელობის ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში. გადმოცემის თანახმად, თხოთის მთაზე  მირიან მეფეს ნადირობისას მზის დაბნელებამ მოუსწრო და მან გაქრისტიანების აღთქმა დადო. ძნელია წარმოიდგინო როგორ გამოიყურებოდა ეს ადგილი დაახლოებით 16 საუკუნის წინ, თუმცა ულამაზესი ხედები დღესაც ატყვევებს მნახველის თვალს.

txoti

წმ. ნინოს სახელობის თხოთის ეკლესია

ამ მშვენიერი ხედების სიამოვნება მომენტალურად ფუჭდება როდესაც ეკლესიასთან მიახლოებისას: ერთი კედელი მთლიანად დაფარულია ვანდალური წარწერებით – ქვებზე ამოკაწრული თარიღებით და იმ ადამიანების გვარ-სახელებით, ვინც ასეთი ბარბაროსული მეთოდით გადაწყვიტეს “უკვდავება”. ყველაზე ძველი “ნამუშევარი” 1903 წლით თარიღდება. ამ ფოტოს კომენტარი არ სჭირდება:

txoti

ბოლოს კი გიტოვებთ ბლოგის ლინკს, რომელიც თხოთში 2011 წელს მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციის მიმდინარეობის პროცესს ასახავს. თუ გაინტერესებთ როგორ მოხდა ახალი აღმოჩენების გაკეთება, გათხრის პროცესი, შეგიძლიათ ესტუმროთ მას და გაეცნოთ გამოქვეყნებულ მასალებს.

სირცხვილის თარიღი


საქართველოს ისტორია სისხლით იწერებოდაო, ბავშვობაში ხშირად მეუბნებოდნენ. იმასაც მიმეორებდნენ, რომ ქრისტიანობამ გადაარჩინა ქართული სახელმწიფო. გავიზარდე, რაღაცეებზე დავფიქრდი და მივხვდი, რომ არც ქრისტიანობა იყო ჩვენი ქვეყნის გადამრჩენი, არც ქართულ სახელმწიფოს უარსებია ხანგრძლივად. მთელი ისტორიის მანძილზე ვიღაცის ვასალები, პროვინციები, მონამორჩილები (რა კარგად გამოხატავს ეს სიტყვა ქართველების ჭეშმარიტ ბუნებას) ვიყავით. ეს ჩვენს ფსიქიკაზეც აისახა – ცხვარივით, უაზროდ დამჯერები გავხდით. აბა სხვა რით ავხსნა უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები, როდესაც ეგრეთ წოდებულმა ქართველმა ერმა ვერც საამაყო ქრისტიანობა, ვერც სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოამჟღავნა.

2013 წლის 17 მაისი სამარცხვინო თარიღია ქართული ეკლესიის ისტორიაში – მღვდლებმა მრევლი ძალადობისთვის დარაზმეს. ერთი-ორი მოწოდება კი გაისმა, როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, რომლებიც სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ აჟიტირებულ მასებს, მაგრამ ვინ უსმინა! ფაქტია, რომ საპატრიარქოს თავი არ გამოუდია არეულობის თავიდან ასაცილებლად. უფრო მეტიც, აქამდე არ მინახავს მისი სახელით გამოქვეყნებული გაცხადება. ერთი სული მაქვს გავიგო, რა ელით მღვდლებს, რომლებიც ქრისტიანობის მთავარ პრინციპებს არღვევენ და ქვეყანაში არეულობას თესავენ. სარწმუნოების სიმბოლოს – წამებულ თევდორე მღვდელს ახლა შავაი ანაფორით მოსილი “წმინდა” მამა ანაცვლებს, რომელიც “გმირულად” მიიწევს მოყვასის გასანადგურებლად… 

2013 წლის 17 მაისი სამარცხინოა ქართული სახელმწიფოებრიობისთვისაც – კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენში დემოკრატიის მიღწევებზე საუბარი იგივეა, რაც მგლის თავზე სახარების კითხვა. თავი დავანებოთ იმას, რომ სახედაკარგულმა ბრბომ ქალისა და კაცის განურჩევლად “ალქაჯებზე ნადირობა” მოაწყო. დავივიწყოთ ასევე ქუჩაში დატრიალებული ვანდალური აქტები. საკმარისია იმის დაფიქსირებაც, რომ ქართველ მონოქრომულ ერს განსხვავებულის არც გაგება უნდა, არც დანახვა, არც ატანა. არ სურს გამოვიდეს რელიგიური იდენტობის ვიწრო ჩარჩოებიდან და გარედან შეხედოს ყველაფერს. მრავალფეროვნება გველის შხამივით დამღუპველი ჰგონია… და შედეგად რა? – განუსჯელი, ვნებას აყოლილი, დამანგრეველი ქმედებები.

დიახ, დემონსტრაციებზე სიარული და დარბევაც ერთგვარი ვნებაა. აქ ადამიანი თავს ყოვლისშემძლედ გრძნობს, უჩნდება დაუსჯელობის ილუზია, თვითშეფასება წამიერად ეზრდება უსასრულობამდე და “ნეტარების” ამ მცირე წუთებში ყველაფრის გამკეთებელია. მის გონებაში იშლება ისეთი ღირებულებები, როგორიცაა მშვიდობა, ქალისადმი პატივისცემა, მოთმინება, სიყვარული…

გუშინ ბრმა და ყრუ “პატრიოტიზმის” მომსწრენი გავხდით. ათასობით “ქვეყანაზე გულშემატკივარი” არც კი დაფიქრებულა იმაზე, რომ “ჰომოფობიის წინააღმდეგ” პოზიციის დაფიქსირება იგივე კაცთმოყვარეობას ნიშნავს – ყველაზე ფართო და ამაღლებული გაგებით, არც ის გახსენებიათ, რომ ქრისტე ყველაზე დიდი კოსმოპოლიტი და მიმტევებელი იყო…

უსახური, უვიცი ბრბო ვიღაცის გადაძახილებს აჰყვა და აჰა შედეგიც!

და მაინც, 2013 წლის 17 მაისი მაინც მნიშვნელოვანი თარიღია ქართულ სამოქალაქო ისტორიაში იმის გამო, რომ

– ხალხი სამოქალაქო (და არა პოლიტიკური) უფლების გამო დაირაზმა

– პოლიციამ თავისი როლი აგრესორიდან გამშველებლამდე შეცვალა. უფლებადამცველების ნაწილი ამბობს, რომ მათ საკმარისი არ გააკეთეს ანტიჰომოფობიური აქციისა და მისი მონაწილეების დასაცავად… მაგრამ გავიხსენოთ, რომ აქამდე ის რეზინის ტყვიების სროლას, დემოსტრნატების დასისხლიანებას იყო ჩვეული. მოდი მიღწევად ჩავუთვალოთ დღევანდელი ქმედება პოლიციას და ვუსურვოთ, რომ მუდამ მოქალაქეთა დაცვაზე, დამნაშავეთა დაჭერაზე ყოფილიყოს ორიენტირებული

– განსაკუთრებით ხაზგასმულად დაფიქსირდა სამღვდელოების მაღალი ჩართულობა ამ გამოსვლებში. 1989 წლიდან დღემდე, ანუ ქართული საპროტესტო გამოსვლების მთელ ისტორიაში სასულიერო პირების ასეთი აქტიურობა არ მახსენდება. რას დავაბრალოთ? შემდეგ რას ველოდეთ? სადმე მაჟორიტარობის კენჭისყრაზე დაყენებულ ანაფორიან კანდიდატურას?… ეკლესიის ამბიცია – მართოს მასები – სრულიად გაუგებარია. იგი უნდა დაკმაყოფილდეს მშვიდობისმყოფელის როლით, ჭეშმარიტ ღირებულებათა სწავლებით და უარი თქვას პოლიტიკურ-სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობაზე.

ცხადია, რომ

1. ვნებამოჭარბებული მოძალადეები უნდა დაისაჯონ.

2. ქართველი ერის “საუკეთესო” შვილებმა თავს ძალა უნდა დაატანონ და გაარჩიონ რაზე უნდა მოახდინონ რეაგირება – ქრისტიანულ ქვეყანაში ბავშვის შიმშილით გარდაცვალებაზე თუ ერთსაათიან  აქციაზე.

3. უნდა გააქტიურდეს არაფორმალური სწავლებები მშვიდობისა და ადვოკატირების შესახებ. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა ისწავლოს ცივილიზებული ქცევა, მრავალფეროვან გარემოში ცხოვრება. იმიტომ მაინც, რომ მომავალში რომელიმე ფანატიკოსის უმისამართოდ მოქნეულმა ხელმა თავი არ გაუტეხოთ…

p.s. 2010 წელს გამოქვეყნებულ პოსტში გმირობანას თამაში – უმცირესობის მიერ გმირობის ალბათობაზე ვწერდი. კიდევ ერთხელ წაიკითხე, ბედნიერო ერო!

ექიმი ჟივაგო


თბილისში საშველი ვერ დავაყენე ბორის პასტერნაკის ამ ნობელის პრემიის ლაურეატი წიგნის ვერც ბოლომდე წაკითხვას, ვერც ფილმის ყურებას. მახსოვს, ქართულ არხებზე რამდენჯერმე გაუშვეს, კადრებიც კი ჩამრჩა მეხსიერებაში, მაგრამ მხოლოდ დასაწყისს ვუყურე. ახლა, როცა არდადეგები მაქვს, ბევრი დრო გამომიჩნდა ფილმებისთვის. “ექიმი ჟივაგოს” 2005 წლის რუსული სერიალის ყურება დავიწყე წარსული შთაბეჭდილებებით. მასზე ის ემოციური მეხსიერება გადმოვიტანე, რომელიც ადრინდლიდან მქონდა შემორჩენილი. წკაპ

სუფიზმი


მურატ იაგანის წიგნის (I Come From Behind Kaf Mountain) ერთ-ერთი თავი. წიგნის ავტორი არის 1864 წლის მუჰაჯირობისას აფხაზეთიდან თურქეთში გადასახლებულ წარჩინებულთა შთამომავალი. წკაპ

Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!!


მოდი შევქმნათ ფანკლუბები. მე – შენი, შენ კი – ჩემი. შენ დაწერ ლექსებს, რომელიც სულში გამიჯდება (თუკი ასეთი რამ საერთოდ გამაჩნია), მე კი ქალაქის ცენტრში დაგიდგამ უზარმაზარ ძეგლს. მას ექნება სრულიად გაუგებარი ფორმა და ასტრონომიული ღირებულება. მაშინ კი ყველა იწამებს, რომ მე ვარ ღმერთი, შენი შემოქმედი, შენ კი ჩემი ქერუბიმი. აქ დააწრუწუნე

მწერლები და მკითხველები


ქრისტეშობამდე და მას შემდეგ კიდევ 1900 წელზე მეტი ახალი ამბები, ლიტერატურული შედევრები უბრალო ხალხს ზეპირად გადაეცემოდა. ამიტომ შეიქმნა ამირანის შესახებ მითის 94 და ვეფხისტყაოსნის რამდენიმე ხალხური ვარიანტი. მსოფლიო მნიშვნელობის ფოლკლორული შედევრების მთელი რიგი ვარიანტებიც.

წარმართული ხანის ქართული მწერლობის ნიმუშებზე ბევრი არაფერი მახსენდება, ის კი ვიცი რომ ქრისტიანობამ განავითარა წიგნიერება. აქ დააწრუწუნე