3-დან 8-მდე. II. პატარა ქალი – დიდი ცვლილებები (დედა ტერეზა)


დედა ტერეზა

“თუ მართლა გვინდა დავიპყროთ მსოფლიო, ეს უნდა გავაკეთოთ არა ბომბებითა და სხვა გამანადგურებელი იარაღით. ჩვენ მსოფლიოს სიყვარულით დავიპყრობთ. ურთიერთგადავაწნათ ჩვენი სიცოცხლენი, მოვქსოვოთ ისინი სიყვარულისა და მსხვერპლშეწირვის ძაფებით, და ჩვენ შევძლებთ მსოფლიოს დაპყრობას.”

ეს სიტყვები ერთ პატარა ალბანელ ქალს ეკუთვნის – აგნეს გონჯა ბოიაჯუს. ვინ იფიქრებდა რომ მაკედონიაში დაბადებული გოგონა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი გახდებოდა. მან მსახურება მძლავრ იარაღად აქცია და ყველას დაანახა, რომ თავდადებული შრომა და სიყვარული საკმარისია სასურველი ცვლილებების მისაღწევად.

აგნესა 1910 წლის 26 აგვისტოს დაიბადა მაკედონიაში, ქ. სკოპიეში. 18 წლის ასაკში ჩაირიცხა ირლანდიურ კათოლიკურ ორდენში “ლორეტის დების კონგრეგაცია”. ორდენმა იგი კალკუტაში გაგზავნა, სადაც მასწავლებლობა დაიწყო. დროთა განმავლობაში საქმიანობის არეალი გააფართოვა, დაუღალავად ეხმარებოდა გაჭირვებულებს, მკურნალობდა ავადმყოფებს, თავშესაფარს უშენებდა უპატრონო ბავშვებს… არ თაკილობდა არანაირ სამუშაოს, მთელ დღეს ჯაფაში ატარებდა…

1950 წელს დააარსა მოწყალების ორდენი, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზარდა და გაფართოვდა. იგი 100-ზე მეტ ქვეყანაში ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას.

1989 წლის 29 ივნისს დედა ტერეზამ “მოწყალების ორდენი” საქართველოშიც გახსნა.

 მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, საჩუქარი. მათ შორის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში (1979), “თავისუფლების მედალი”, რომელიც შეერთებლი შტატების პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა 1985 წელს გადასცა. იგი ყველაფერს ყიდდა და მიღებული თანხით აშენებდა ჰოსპიტალებს, თავშებსაფრებს შიდსით დაავადებულებისა და უპატრონო ბავშვებისათვის, ეხმარებოდა გაჭირვებულებს…. დედა ტერეზა ჭეშმარიტი ჰუმანისტი იყო…

გარდაიცვალა 1997 წელს.

2003 წლის 19 ოქტომბერს კათოლიკურმა ეკლესიამ ნეტარად შერაცხა.

—————————–

დედა ტერეზა მხოლოდ ლამაზი გამონათქვამების ავტორი ან პოპულარული ადამიანი არ არის. იგი წარმატებული ქალია – არა-ჩვეულებრივი გაგებით: მიზანმიმართული, შრომისმოყვარე, ძლიერი… და ძალიან მამაცი… იგი იყო მივიწყებული ხალხის ხმა, გარიყულების ქომაგი და დამხმარე. მეძავები, შიდსით დაავადებულები, ქუჩაში უპატრონოდ მიყრილი ხალხი – ერთი შეხედვით “საზოგადოების ნაგავი”, რომელზეც არავინ ზრუნავს – დედა ტერეზას ფრთებქვეშ პოულობდა ნავთსაყუდელს…

დედა ტერეზამ თავისი მისიონერული საქმიანობით დაარღვია ტაბუები და სტერეოტიპები… ყურადღება მიაქცია მოწყვლადი ჯგუფებიი პრობლემებს, მისი ძალისხმევით ათასობით ადამიანმა მოიპოვა სიმშვიდე და ცხოვრების სახსარი…

თუ ოდესმე გაგიჩნდებათ პროტესტი გარემოს მიმართ და ეჭვი შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში – შეცვალოთ სამყარო, გაიხსენეთ აგნესა გონჯა ბოიაჯუ, იგივე დედა ტერეზა, რომელმაც მსოფლიოს სიკეთის ძალა აჩვენა.

—————

დედა ტერეზა: რომელია?

რომელია
ულამაზესი დღე?-დღევანდელი
უმარტივესი?-შეცდომა
უდიდესი წინააღმდეგობა?-შიში
უარესი ცდომილება?-ფარ-ხმლის დაყრა
ყველა ბოროტების მიზეზი?-ეგოიზმი
უკეთილშობილესი მომთენთველი?-შრომა
უარესი მარცხი?-დაძაბუნება
საუკეთესო მოძღვარნი?-ბავშვები…
უპირველესი მოთხოვნილება?-სხვებთან საუბარი
უდიდესი საიდუმლო?-სიკვდილი
უარესი ნაკლი?-ცუდი განწყობა
ყველაზე საშიში?-ცრუ
უმეტეს მავნე შეგრძნება?-სიძულვილი
ულამაზესი საჩუქარი?-შენდობა
რის გარეშედაც არ შეიძლება?-კერა
უმოკლესი სავალი?-მართებული გზა
უამესი შეგრძნება?-შინაგანი სიმშვიდე
უნაყოფიერესი ჟესტი?-ღიმილი.
საუკეთესო იარაღი?-ოპტიმიზმი
უდიდესი კმაყოფილება?-ვალმოხდილება
უძლიერესი ძალა?-რწმენა
უსაჭიროესი ადამიანები?-მშობლები
უმშვენიერესი?-სიყვარული…

წყარო: კონსტანტინე ვეკუა: თარგმანები

Advertisements

3-დან 8-მდე. I. წარმატებული ქალი


გაზაფხულია, ყვავილებია, საჩუქრების და ხმამაღალი  სადღეგრძელოების დრო მოდის. 3 მარტი – დედის დღე და 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღეა, თითქოს გვეზეიმება. ეს ფორმალური დღესასწაულებია, წელიწადში მხოლოდ 2 დღე. მაგრამ იმ პრობლემებს ვერ ჩქმალავს, რომლის წინაშე ყოველდღიურად დგანან ქალები – ვიღაცის დედები, დები, ცოლები, მიუხედავად მათი ასაკისა და სოციალური სტატუსისა.

3-დაბ 8 მარტამდე პერიოდში ბლოგზე რამდენიმე პოსტს დავდებ, რომელშიც ქალთა საკითხებს შევეხები.

გამოვიჩინოთ ქალური სოლიდარობა და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, აზრები, ისტორიები… მაშ ასე.

თავი I. წარმატებული ქალი – ჯოან როულინგი

ჯოან როულინგი

ჯოან როულინგი 1965 წლის 31 ივლისს დაიბადა. 1986 წელს დაამთავრა ექსეტერის უნივერსიტეტი.

წერა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. გამოსცადა გაჭირვება, მარტოხელა დედობა. “ჰარი პოტერმა” საყოველთაო აღიარება და სიმდიდრე მოუტანა. წიგნი, რომლის პირველი ნაწილიც ძველ საბეჭდ მანქანაზე დაწერა, მსოფლიო ბესტსელერად იქცა. უზარმაზარი ფინანსური მოგების შემდეგ ჯოან როულინგი აქტიურად ჩაერთო საქველმოქმედო საქმიანობაშჲ. იგი ყოველწლიურად 5 მილიონ ფuნტზე მეტს ხარჯავს სიღარიბის დააძლევად, მარტოხელა მშობლების დასახმარებლად. იგი მრავალმხრივ მისაბაძი მაგალითია. მიუხედავად გაჭირვებისა, პირადი ტრაგედიების (დედის გარდაცვალება,პირველი უიღბლო ქორწინება), მაინც მოახერხა ფეხზე დადგომა და წარმატების მღწევა.

ჯოან როულინგის ისტორია გვიჩვენებს, რომ სასწაულები ხდება, ცხოვრება იცვლება. რომ ქალი შეიძლება იყოს ერთდროულად დედაც, ცოლიც, პროფესიონალიც და ცვლილებების მომტანიც.

მის მიერ შექმნილმა ჯადოსნობითა და სასწაულებით სავსე სამყარომ (რომელიც ბებიის ზღაპრებში თვლემდა), ახალი ელვარებით გაიღვიძა და ბავშვები წიგნებს დაუბრუნა.

თუ ვინმეს წარმატებული და ბრწყინვალე ქალის მაგალითი დაგჭირდეთ, დაუფიქრებლად დაასახელეთ ჯოან როულინგი. იგი იმსახურებს ამას.

გილოცავთ დედის დღეს. გისურვებთ დასახული მიზნების მიღწევას და ბევრ, ძალიან ბევრ წარმატებას.

პ.ს. სანამ როულინგზე შევაჩერებრი არჩევანს, ძალიან ბევრი ვიფიქრე გვყავდა თუ არა საქართველოში ასეთი ბრწყინვალე ქალები – ოჯახის დედები და რეალიზებული პროფესიონალები. არავინ გამახსენდა… ნუთუ ჩვენთან ქალს არ აქვს წარმატების შანსი?

მოგზაურობა ამერიკის წარსულში და უკან. I – შესავალი


ბოცო და გვანცა გახსოვთ? საბავშვო ჟურნალი ”დილას” გმირები იყვნენ, რომლებიც საქართველოს ისტორიაში მოგზაურობდნენ ხოლმე. ეწვეოდნენ რომელიმე მეფეს, გმირს ან მონაწილეობას იღებდნენ მნიშვნელოვან პროცესებში. ნახატები, რომლებიც ამ მოვლენებს ასახავდნენ, ბავშვებს ისტორიის გაცნობაში ეხმარებოდნენ. მეც რაღაც ამგვარ ზღაპარში ამოვყავი თავი, ოღონდ, როგორც ვეიქელი სვეტლანები ამბობენ ხოლმე, მართლა. Open-mouthed smile როდესაც მეგობარს უილიამსბურგში ვიზიტზე ვთანხმდებოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი არაჩვეულებრივი გარემო შეიძლებოდა მენახა. წკაპ

დაგვიანებული (მინი) პოსტები


I. სიმართლის დრო. ნაირა კალანდია

უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, მაგრამ იგივე განცდით ვიხსენებ – გადაცემამ შემძრა. ვიცოდი, რომ 1990იანებში საშინელებები ხდებოდა, თუმცა ასეთი არაადამიანური სისასტიკე მაინც ვერ წარმომედგინა. ადამიანის ისეთი გამხეცება, რასაც ნაირა კალანდია ჰყვებოდა, მხოლოდ ჰოლივუდის ფილმების სცენარისტების ფანტაზიის ნაყოფი მეგონა. წკაპ

ანო


– ანოოოო, წყალი მოიტაა! – ისმის განკივანი ხმა. ქალობაგახუნებული ანოც საცოდავად მიფრატუნობს კანისტრით ხელში ახალი წყლის მოსატანად.
– ანოოოო, გადი მაროანთა, ორი პური გამოართვი! – ისევ ისმის ყვირილი. ძველ ხალათმოსხმული ანოც მდუმარედ მიბრაცუნობს მეზობელთან მორიგი დავალების შესასრულებლად.
სოფელმა იცის ყველა ბობოლას სახელი; მსოფლიოს გამოჩენილი ფეხბურთელების ვინაობა; ახსოვთ 1920იანების ყაჩაღი პატარა ნიკაც, რომელიც მოღალატურად ჩაცხრილეს ვიღაცის ზვარში და სოფლის სასაფლაოზე განისვენებს; ასევე ცნობილი მსახიობები, მომღერლები, რომლებიც არასოდეს უნახავთ, თუმცა ცოტა მათგანი თუ იცნობს ანოს. წკაპ

ყვითელი ქალბატონის ამბავი


ავტობუსში ჩემი ყურადღება ერთმა ქალმა მიიპყრო. უზარმაზარ მუცელზე ასევე უზარმაზარი მკერდი დასთიმთიმებდა. უფრო ზემოთ რომ ავაყოლე თვალი, ორი ოქრის ჯაჭვი ზედ ჩამოკონწიალებული კულონითა და ჯვრით დავინახე. მერე კიდევ მეტი ყურადღებით შევათვალიერე. წკაპ

დასაჯერებელი ამბავი


შესავლის მაგიერ: ამ ისტორიული ბრძოლის ამბავი შეუმჩნეველი დარჩა მართლამდიდებელ მშობელთა კავშირს და წინასაარჩევნო ისტერიით შეპყრობილ ქართულ მასმედიას. მოვლენის ექსკლუზიური გაშუქება მხოლოდ GIJMAJ-PRESS-მა მოახერხა. წკაპ