ინგლისურის უფასო ტესტები


ეს არის საიტი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ინგლისური ენის ტესტების უფასო ნიმუშები, მათ შორის ტოეფელის. ტესტები არის სხვადასხვა სირთულის, გამოგადგებათ მათ, ვისაც საზღვარგარეთ წასვლა ან ინგლისურის შესწავლა უნდა.

წარმატებას გისურვებთ 🙂

მასკის პროგრამა იხურება


გამარჯობა ჩემი ბლოგის მკითხველო

ცოტა ხნის წინ მასკის პროგრამის შესახებ ახალი ამბავი შევიტყვე: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს ედმუნდ მასკის სამაგსიტრო პროგრამას დაფინანსება შეუწყვიტოს. ეს ნიშნავს, რომ 2013 წელს ეს პროგრამა აღარ გამოცხადდება.

კონგრესში 2013 წლის ბიუჯეტი განიხილება, სადაც მასკის პროგრამისათვის დაფინანსება გათვალისწინებული აღარ არის. ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ მთელი დოკუმენტი, რომლის საერთო მოცულობა 853 გვერდია.

საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამებისთვის 2013 წელს მოითხოვენ 422 მილიონ დოლარს (გვ.10).

529-ე გვერდიდან იწყება საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამების დეტალური განხილვა.

535-ე გვერდზე არის პროგრამების ჩამონათვალი თავისი მოთხოვნილი თანხებით, მასკი მოხსენიებული უნდა იყოს რეგიონულ პროგრამებში, მაგრამ, წინა წლის ბიუჯეტებისგან განსხვავებით, აღარაა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველ სტუდენტებს აღარ ექნებათ ასეთი კარგი პროგრამით სარგებლობის საშუალება.

რა შემიძლია გირჩიოთ? დამოუკიდებლად ჩააბარეთ ტესტები, პირადად მიმართეთ უნივერსიტეტებს. ისინი თავადაც გთავაზობენ გარკვეული სახის სტიპენდიებს, graduate assistantship-ებს (რაც ნიშნავს რომ არასრული სამუშაო დროით იმუშავებთ უნივერსიტეტში, სამაგიეროდ მოხსნილი გექნებათ სწავლის გადასახადი და გადაგიხდიან ცხოვრებისათვის საჭირო თანხას). ასევე თვალი ადევნეთ ამ ბლოგს და ფეისბუქის გვერდს – პერიოდულად ვავრცელებ ინფორმაციას სხვადასხვა კონკურსების, სტიპენდიების, პროგრამების შესახებ. იქნებ თქვენთვის სასურველი რამე იპოვოთ.

წარმატებას გისურვებთ 🙂

ლექცია: Legal Education in the U.S.


The Center for International Education in cooperation with the OSF Academic Fellowship Program cordially invite you to an information session on

“Legal Education in the U.S. – LLM, JD programs and more”

held by Leah Wortham, Professor of the Columbus School of Law at the
Catholic University of America,
AFP International Scholar

Date: May 16, 2012
Time: 2 p.m.
Venue: Center for International Education,
10 Chovelidze Street, Tbilisi
Tel.: 225 26 15

Toefl PBT ჩაბარება თბილისში


Paper-based ტოეფელი თბილისში ბარდება! და გაცილებით მარტივად, ვიდრე iBT. რა არის საჭირო ამისათვის?

– სულ მცირე 10 დღით ადრე დარეგისტრირდე გამოცდისთვის საერთაშორისო განათლების ცენტრში.

– გამოცდის ფასები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კაცი აბარებს ერთდროულად: თუ აბარებს მარტო ერთი ღირს – 250 ლ. 2-3 თუ აბარებს – 180. 4 დან 6 მდე 160. 7 დან 9 მდე 150 და ა. შ. ფასი მცირდება ჩამბარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად.
ფასი შეიცავს ტესტის საფასურს და ასევე გაგზავნა-გამოგზავნის ღირებულებას.

რაში გჭირდებათ ტოეფელის სერთიფიკატი?

1. თქვენი უნივერსიტეტის ენის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად

2. საზღვარგარეთ სწავლისათვის

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

საერთაშორისო განათლების ცენტრი

(სოროსის ფონდის შენობა)

ჭოველიძის ქუჩა # 10

ტელ: (99532) 25 26 15 (ნათია ან ხათუნა)

EducationUSA Alumni Fair


Time: 14th May, from 14:00 till 16:00.

Address: Ilia Chavchavadze University

3/5 Kakutsa Cholokashvili avenue

Building G (former Encyclopedia biulding)

Participating Universities:

1.    Eastern Washington University

2.    Ohio State University

3.    University of Hawaii

4.    Boston University

5.    Brown University

6.    Columbia University

7.    Duke University

8.    Rutgers University

9.    Boise State University

10. City University of New York

11. Walden University

and many others.

მშობლიურ ენაზე რომ მოგახსენოთ, 14 მაისს, 14-დან 16 საათამდე ზემოთაღნიშნულ მისამართზე ტარდება ამერიკული უნივერისტეტების გამოფენა. საშუალება გექნებათ გაესაუბროთ ქართველ კურსდამთავრებულებს (მათ შორის ყოფილ მასკელებს და მათ შორის მეც 🙂 ), მიიღოთ ინფორმაცია ჩარიცხვის პროცედურების, სწავლის, სტიპენდიების, სააპლიკაციო პროცესის, უნივერსიტეტების და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

გაავრცელეთ და მობრძანდით 🙂

გადავდივარ :(


ვიბარგები. ოთახში ყველაფერი ერთმანეთშია არეული: თავახდილი ჩემოდნები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წიგნები, რისკები, ფოტოაპარატი და მისი ლინზა, ლეპტოპები, ფურცლები, ფლეშკები, პრინტერი… კედლიდან ძველებურად შემომყურებს ჩემი “მეტამორფოზა”. ეს სურათი წლების წინ მეგობარმა დამიხატა და მას შემდეგ აღარ ვიშორებ. თბილისში ჩემს ოთახში ეკიდა, ამერიკაშიც თან წამოვიღე და ყოველ დილით, როდესაც მას ვუყურებ, ცვლილებებზე ვფიქრობ. სურათზე ორმაგი სახეა… და გზა, რომელსაც ტაძრისაკენ მიუყვებიან ადამიანები. ეს მუდმივი მოძრაობა და ამავე დროს სტატიკაა, რაღაცნაირი, არაჩვეულებრივი ცხოვრებისეული ფილოსოფია. ჩემი საყვარელი ფრაზის განხორციელებაა: ერთადერთი მუდმივობა ამქვეყნად – ეს ცვლილებებია.

ორი მშიერი ჩემოდანი მოუთმენლად მელოდება. ერთი სული აქვთ, როდის გადაყლაპავენ ჩემს პირად ნივთებს. მე კი პოსტს ვწერ და თან იმაზე ვფიქრობ რა წავიღო, რა დავტოვო, რა გავაჩუქო, რა გადავყარო… ერთ პატარა ოთახში იმდენი ნივთი აღმომაჩნდა, ვერც კი წარმოვიდგენდი. შემომეძინა ახალი დისკები – ზოგი ჩავწერე, ზოგი ტრენინგებზე მიწყალობეს. ახლა აქა-იქ გაბნეულებს თავს ვუყრი და ვცდილობ, კომპაქტურად ჩავალაგო.

 ეს ალბათ ჩემი წლის შემაჯამებელი პოსტია. ბლოგერების უმეტესობამ ეს საახალწლოდ გააკეთა, მე კი ეს თარიღი ავირჩიე…

გასული წლის განმავლობაში გავხდი მასკის ფინალისტი, წამოვედი ამერიკაში, ვისწავლე ამერიკულ უნივერსიტეტში და გავიარე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ტრენინგები (ავე, გიჟმაჟ!!! ოცნებები ხდება!) კიდევ – შევიძინე მეგობრები და უნარები; დავაგემოვნე აზერბაიჯანული დოვღა; მივიღე საქორწინო მიპატიჟება მოლდავეთში (ოქტომბრის ბოლოსთვის); მოვასწარი 4 შტატის მონახულება და რამდენიმე ადგილას (თითქმის) უგზოუკვლოდ დაკარგვა. აღმოვაჩინე, რომ იდეალები ხშირად საერთოდ არ ჰგვანან იდეალებს და ზოგჯერ უმჯობესია, იმ მშვენიერებით დატკბე, რასაც შორიდან დანახული აბობოქრებულ ზღვასთან მებრძოლი გემი განიჭებს. სხვა სიტყვებით რომ მოგახსენოთ, ვნახე ამერიკის რამდენიმე სახე, რომლებიც საერთოდ არ არის ისეთი, როგორიც შორიდან ამერიკაზე მეოცნებე ქართველებს ჰგონიათ.

ახლა, როდესაც დაცარიელებულ უჯრებს ვათვალიერებ, თვალში კედელზე ჯერ კიდევ შერჩენილი დეკორაციები მხვდება – რუკები, საქართველოს დროშა და კიდევ ერთხელ – ჩემი განუყრელი “მეტამორფოზა”. დროშა ქართველი ემიგრანტის აუცილებელი ატრიბუტია. ამით გამოხატავს მანიაკალურ მიდრეკილებას წარსულისაკენ, ხაზს უსვამს საკუთარ იდენტობასა და პატრიოტიზმს. მე მხოლოდ ოთახის გაქართულებას არ დავჯერდი, კარზეც მივაკარი პატარა სტიკერი, ასე რომ ყოველ შემომოსვლელს ყოველ ჯერზე ვახსენებ, ვისთან აქვს საქმე. ეს ორგზის მანიაკობაა, რომელსაც არაფერი ეშველება. ასე “მანუგეშებენ” მეგობრები და ასე მარაზმულად ვამახსოვრებ თავს სხვებსაც. სიტყვამ მოიტანა და, ერთი-ორჯერ უკიდურესი რადიკალ-პატრიოტიზმის დემონსტრაცია მოვახდინე. ერთხელ განცხადებების დაფაზე მივაკარი დროშა. მეორედ – მაღაზიაში შესულმა აღმოვაჩინე, რომ კედელზე მსოფლიოს რუკა იყო გაკრული რამდენიმე დროშასთან ერთად. აღშფოთებულმა გავაპროტესტე საქართველოს დროშის არარსებობა და სასწრაფოდ “გამოვასწორებინე” სიტუაცია – ჩემი პაწუკა სტიკერით დავამშვენებინე ის რუკა. მერე რა, რომ სხვებთან შედარებით ჭიანჭველასავით ჩანდა, სამაგიეროდ ახლა ვინც კი შევა, იმ მაღაზიაში საქართველოს დროშასაც შეამჩნევს. მესამედ – ჩიკაგოში, ჰოსტელში ჩემს ოთახში “მოვნიშნე” ეროვნული დროშა-სტიკერით საკუთარი “ტერირტორია”. საინტერესოა, აქამდე თუ შერჩა.

წარსულს ისევ ვიხსენებ და მენანება – შემიყვარდა ეს პატარა ქალაქი თავისი მწვანე ქუჩებით, ეზოში მობალახე ირმებით,ხანდახან მკვდრული სიჩუმით, ძალიან, ძალიან ლამაზი ცითა და არაჩვეულებრივი, თბილი ხალხით. ეს იყო საოცარი წელიწადი, როდესაც სწავლა მხოლოდ წიგნების კითხვას არ ნიშნავდა. ახლა ჩემოდანში პირად ნივთებთან ერთად მოგონებებსაც ვალაგებ და მორიგ შტატში გადაყვანას ვუპირებ. აქ ალბათ აღარასოდეს დავბრუნდები. სახსოვრად მიმყვება უამრავი ფოტო, დაარქივებული მეხსიერების ნაფლეთები და საგრძნობლად გაზრდილი კოლექცია: ჩემი ბრელოკები, რომლებიც კონკრეტული ადგილის ვიზიტისას შევიძინე ან მაჩუქეს. ესენია ქვეყნის დროშები, უნივერსიტეტების, მუზეუმების სიმბოლოები, ეროვნული ვალუტა და ა.შ. ეს ღირსშესანიშნაობა ცალკე პოსტს იმსახურებს.

მოკლედ, ბარგს ვალაგებ და სხვა ქალაქში გადავდივარ – 3 თვიანი სტაჟირება იქ უნდა გავიარო. რა იქნება შემდეგ? ძნელი სათქმელია… ალილო და ხვალაო, ვნახოთ. მანამდე კი ჩემთან ერთად თქვენც გაიმეორეთ:

ავე, გიჟმაჟ!!! ოცნებები ხდება!!!

პ.ს. როგორია თქვენი ახდენილი ოცნება? როგორი გემო აქვს? რა გრძნობაა?

კიდევ ერთხელ სამოტივაციო წერილის შესახებ


წინა პოსტი:როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი

——————————-

ბოლო დროს რამდენიმე სამოტივაციო წერილის წაკითხვამ მომიწია და დიდად იმედგაცრუებული დავრჩი 🙂 ეს იყო ძირითადად საკუთარი შრომითი დამსახურებების ჩამონათვალი. სამოტივაციო წეილიში მშრალ აღწერილობას უნდა მოერიდო. ფაქტების კონსტანტაცია უნდა მოხდეს CV-ში -აქ შეგიძლია ჩაწერო სამუშაო გამოცდილება, ტრენინგები, სემინარები, პუბლიკაციები, სხვადსახვა უნარ-ჩვევები. სამოტივაციო წერილში კი ეს ყველაფერი უნდა გააანალიზო და უპასუხო კითხვას: “რატომ?”

წკაპ