ბაგინეთი და კარსანი, კიდევ ერთხელ


სილამაზე, სიმშვიდე, მცხეთისა და ჯვრის მონასტრის არაჩვეულებრივი ხედი, ანტიკური ხანის აბანოები და წარმართული ტაძრის ნანგრევები… საოცარი გარემო – ეს ყველაფერი ბაგინეთის კომპლექსში შეგიძლიათ ნახოთ. ალაგ-ალაგ საინფორმაციო დაფებია დაამგრებული, რომლებიც მისი შემადგენელი ნაწილების დანიშნულებას ხსნიან.

ბოლოს აქ სამიოდე წლის წინ ვიყავი. მაშინდელი ფოტოები და პოსტი შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე. მას შემდეგ რამდენიმე ცვლილება შევამჩნიე: პირველ რიგში, შესასვლელთან ერთ-ერთი საინფორმაციო დაფა დაზიანებულია. ცარიელი ჩარჩოა შემორჩენილი.

Continue reading

Advertisements

ბაგინეთი – 2014


ბაგინეთი ის ადგილია, სადაც მომაბეზრებელი ქალაქისგან ცოტა ხნით დასვენება შეიძლება. ბაგინეთიდან მცხეთა-ჯვარისკენ დიდებული ხედი იშლება. ჩამოედინება მდინარე მტკვარი, ჩანს წითელსახურავიანი სახლები. შემოდგომის ფერებს ბუნებრივად ეხამება ქალაქის ხედი.

მცხეთა. ხედი ბაგინეთიდან

მცხეთა. ხედი ბაგინეთიდან

აქ არ არის ხმაურიანი ქუჩები, არც  მანქანები და არც  ინტერნეტი ( 🙂 ). ინტერნეტი საიდან იქნება, ბაგინეთის მთელი არსებობის მანძილზე ასეთ რამეს ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ მისი მკვიდრები. ლეონტი მროველი ირწმუნებოდა, რომ ბაგინეთის დასახლებას ქართველთა მამამთავარმა ქართლოსმა ჩაუყარა საფუძველი. ეს იყო ანტიკური ხანის დიდი, აყვავებული ქალაქი, მნიშვნელოვანი სავაჭრო-პოლიტიკური ცენტრი, რომლის გამაგრებული კედლები რამდენიმე კილომეტრს მოიცავდა. მას ჰქონდა გამართული ინფრასტრუქტურა, ფუნქციონირებდა რელიგიური დაწესებულებებიც. დაწვრილებითი ინფორმაცია ამ კულტურული ძეგლის შესახებ ძეგლები.გე-ს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.  იგი მდებარეობს თბილისი-მცხეთის გზაზე, პირდაპირ გადაჰყურებს სვეტიცხოველს. ზედ გზისპირზე “ბაგინეთის” ნიშნულია, ბილიკს მიჰყავხარ კიბეებამდე, კიბე კი ანტიკური ხანის ციხე-ქალაქში მიგიძღვება. შესასვლელში შემორჩენილია დიდგვაროვანი ქალის აკლდამა, ცოტა ზემოთ – რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულების შენობა.

Continue reading