TOEFL iBT თუ EILTS?


TOEFL და IELTS ინგლისური ენის ორი საერთაშორისო აკადემიური ტესტია, რომელთა შედეგებსაც აღიარებენ უცხოეთის უნივერსიტეტები. ორივე ტესტს ერთი და იგივე დანიშნულება აქვს და ხშირად საზღვარგარეთ სწავლის მსურველები კითხულობენ თუ რომელი სჯობია.

TOEFL ამერიკული ტესტია, IELTS – ბრიტანული. ისინი სტრუქტურულად ერთმანეთის მსგავსია (მოიცავს მოსმენის, წერის, კითხვისა და საუბრის კომპონენტებს), თუმცა შიდა აგებულება და სპეციფიკა განსხვავებული აქვთ,.

უფრო დაწვრილებით ტოეფელის სტრუქტურის შესახებ: TOEFL iBT  სტრუქტურა

IELTS-ის სტრუქტურის შესახებ: IELTS სტრუქტურა

დანარჩენ განსხვავებებს რაც შეეხება:  Continue reading

Advertisements

კურსები – iBT, TOEFL, IELTS, PBT- TOEFL, SAT, EFL


საერთაშორისო განათლების ცენტრი აცხადებს ინტენსიურ მოსამზადებელ კურსებს iBT TOEFL, IELTS, PBT- TOEFL, SAT და EFL ( English as a Foreign Language)-ის შემსწავლელთათვის.

მსმენელებმა წინასწარ უნდა გაიარონ ტესტირება და გასაუბრება. სტუდენტების რაოდენობა კლასში მაქსიმუმ 6-8 სტუდენტი.

კურსების ღირებულებაა:

iBT TOEFL – 350 ლარი, კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
IELTS – 400 ლარი, კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
PBT – TOEFL – 300 ლარი, კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
SAT – 500 ლარი, კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
EFL (English as a Foreign Language) – 480 ლარი, კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე

რეგისტრაციის თარიღებია: 20 – 30 ნოემბერი, 2012. კურსები დაიწყება 4 დეკემბერს, 2012.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ:
“საერთაშორისო განათლების ცენტრი”
ჭოველიძის ქუჩა 10
ტელეფონი: 225 26 15
http://www.cie.ge

Toefl PBT ჩაბარება თბილისში


Paper-based ტოეფელი თბილისში ბარდება! და გაცილებით მარტივად, ვიდრე iBT. რა არის საჭირო ამისათვის?

– სულ მცირე 10 დღით ადრე დარეგისტრირდე გამოცდისთვის საერთაშორისო განათლების ცენტრში.

– გამოცდის ფასები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კაცი აბარებს ერთდროულად: თუ აბარებს მარტო ერთი ღირს – 250 ლ. 2-3 თუ აბარებს – 180. 4 დან 6 მდე 160. 7 დან 9 მდე 150 და ა. შ. ფასი მცირდება ჩამბარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად.
ფასი შეიცავს ტესტის საფასურს და ასევე გაგზავნა-გამოგზავნის ღირებულებას.

რაში გჭირდებათ ტოეფელის სერთიფიკატი?

1. თქვენი უნივერსიტეტის ენის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად

2. საზღვარგარეთ სწავლისათვის

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

საერთაშორისო განათლების ცენტრი

(სოროსის ფონდის შენობა)

ჭოველიძის ქუჩა # 10

ტელ: (99532) 25 26 15 (ნათია ან ხათუნა)

სად ვეძებოთ სტიპენდიები – სააგენტოები, პროგრამები, გრანტები საქართველოში


ყველაზე დიდი ბარიერი, რაც საზღვარგარეთ სწავლის მსურველს შეიძლება შეექმნას, არის ინფორმაციის ნაკლებობა არსებული პროგრამების, სააგენტოების, სასწავლო ცენტრების შესახებ. საქართველოში ბევრი დაწესებულებაა, რომელიც კონსულტაციებსა და სხვა მომსახურებას უზრუნველყოფს საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისათვის.

პირველ რიგში, შეგიძლიათ მომმართოთ და დაგეხმარებით შესაბამისი პროგრამის/უნივერსიტეტის, დაფინანსების პოვნაში, სააპლიკაციო პროცესში. შესაძლებელია ინდივიდუალური და ჯგუფური  კონსულტაციები/ტრენინგები. მომსახურება იქნება ფასიანი. შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ ტელეფონის ნომერზე: 557-516-388; ასევე მომწეროთ ბლოგის საკონტაქტო ფორმის საშუალებით, დამიკავშირდეთ ფეისბუქის საშუალებით.

აქვე მოცემულია რამდენიმე ორგანიზაცია, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა ტიპის გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთ. 
წკაპ