რჩევები ეფექტური სწავლისა და დროის მენეჯმენტისთვის


პოსტი თარგმნილია. პირველწყარო იხ. ამ ვებ-გვერდზე 
—————–

  1. შეადგინეთ ყოველდღიური განრიგი. მასში შეიტანეთ დრო კლასებისთვის, სწავლისთვის და თავისუფალი დრო. იყავით რეალისტი. რაც შეიძლება ზუსტად დაიცავით თქვენი განრიგი.
  2. დაესწარით ყველა კლასს. ადამიანი რომელიც კურსზე ასწავლის, როგორც წესი, იგივე ადამიანია, რომელიც გამოცდებს იბარებს და შეფასებებს აკეთებს. გარდა ამისა, კლასში დასწრებით გაიგებ იმ ინფორმაციას, რომელიც სახელმძღვანელოებში მოცემული არაა.
  3. კლასში დაჯექი წინა რიგებში. ამგვარად იქ იქნება ინფორმაციის უფრო ნაკლები დამახინჯება და მეტია შესაძლებლობა, რომ უკეთ გაიგონებ და დაინახავ.
  4. ყოველ საღამოს შეადგინე შემდეგი დღის “გასაკეთებელი საქმეების” სია. ნაჩვენებია, რომ ყოველდღიურად სიის ჩამოწერის უბრალო ჩვევა პროდუქტიულობას ზრდის
  5. მოახდინე პრიორტეტების გამოყოფა. პირველ რიგში გააკეთე ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგ გადადი ნაკლებ მნიშვნელოვანზე და ა. შ.
  6. შეინარჩუნე სასწავლო სივრცე მოწესრიგებულად. უწესრიგობა ყურადღებას ფანტავს.
  7. იპოვე შესაფერისი სასწავლო გარემო. იდეალურად, გარემო უნდა იყოს თავისუფალი ყურადღების გადამტანებისგან, უნდა იყოს წყნარი და ისეთი ადგილი, სადაც გაშლი ქაღალდებსა და წიგნებს. ყველაზე კარგია, თუ არ ისწავლი საწოლში, რადგან შეიძლება უფრო დაიღალო და ძილი მოგინდეს.
  8. მიეცი საკუთარ თავს სწავლისგან შესვენებები, განსაკუთრებით მაშინ თუ სწავლა ხანგრძლივად გიწევს. კარგია, თუ საკუთარ თავს დაახლოებით ყოველ საათში 5-10 წუთით შეასვენებ.
  9. გაუფრთხილდი ჯანმრთელობას. დაღლილობა, შიმშილი ან ავადმყოფობა აძნელებს ეფექტურ სწავლას. გამოიძინე ადეკვატურად და ივარჯიშე ყოველ დღე.
  10.  დააჯილდოვე საკუთარი თავი კარგი მუშაობისთვის. მცირე ჯილდოც კი კარგი მოტივატორია.
  11.  კლასის დაწყებამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში გადახედეთ თქვენს ჩანაწერებს. როგორც წესი ამას ძალიან მცირე დრო სჭირდება და გეხმარებათ კლასისთვის მომზადებაში.
  12. თითოეული საგნისათვის ძირითადი იდეები ბარათებზე გადაიტანეთ და გადახედეთ მათ. ბარათების (ან ფლეშქარდების) გამოყენება შესანიშნავი გზაა ინფორმაციის გადახედვისა და ცოდნის შემოწმებისათვის.
  13. თუ  კარგად ითვისებ ჯგუფურად, კურსელებთან ერთად ჩამოაყალიბე სასწავლო ჯგუფი.
  14.  არ შეგეშინდეს კითხვების დასმის. ნახავ, რომ თუ რამეს ვერ გაიგებთ, ინსტრუქტორების უმრავლესობა სიხარულით აგიხსნის უფრო სრულყოფილად. შეიძლება, რომ  შენს კლასელებსაც იგივე კითხვები  გაუჩნდეთ.
  15. როდესაც გამოცდისთვის სწავლობ, წარმოიდგინე იმ ტიპის კითხვები, რაც შეიძლება გამოცდაზე მოვიდეს და შემდეგ – თუ როგორ უპასუხებ მათ. თუ ეს არ შეგიძლია, ალბათ უფრო მეტი მეცადინეობაა საჭირო.
  16. დარწმუნებული იყავი, რომ ახერხებ სტრესის დონის მენეჯმენტს. გაარკვიე რა გეხმარება “სტრესის მოხსნაში”, იქნება ეს ვარჯიში, რელაქსაციის მეთოდები, წყნარი მუსიკა თუ სხვა რამ.
  17. თუ სტრესის, მრისხანების ან პირადი საზრუნავის  მენეჯმენტს ვერ ახერხებ, ეწვიე კონსულტანტს. იგი დაგეხმარება აღმოაჩინო რა არის შენთვის საუკეთესო საშუალება სტრესის მენეჯმენტისათვის. კარგი იქნება, თუ ეწვევი უნივერსიტეტის კონსულტაციებისა და ფსიქოლოგიური სერვისების განყოფილებას.
  18.  ყველაზე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ რომ ამოისუნთქოთ! კოლეჯი შეიძლება იყოს გასართობა და დასაფასებელი გამოცდილება!

წარმატების VIII საიდუმლო. პირველ რიგში გადაუხადეთ საკუთარ თავს


გამომუშავებული თანხის ნაწილი უნდ გადაიდოს, მაგრამ თუ ფულის ეკონომია არ შეგიძLიათ, მაშIნ თქვენში განდიდების თესლი არ ღვივის
უ. კლემენტ-სტოუნი

დღესვე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი შრომითი ცხოვრების განმავლობაში გადაინახავთ და შეინახავთ თქვენი შემოსავლის სულ მცირე 10%-ს. გადადეთ ყოველი ხელფასიდან ან სხვა ნებისმიერი შემოსავლიდან, როგორც კი ამ ფულს მიიღებთ ჩეკით ან ნაღდი სახით, და გადაიტანეთ მოცემული თანხა დაგროვებისთვის განკუთვნილ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე. წკაპ

წარმატების VII საიდუმლო. მთელი ცხოვრება გააგრძელეთ სწავლა


უწყვეტი სწავლა – ეს არის მინიმალურ მოთხოვნა ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად

დენის უეიტლი

თქვენ გაგაჩნიათ არჩეულ სფეროში სწავლისა და სრულყოფის პრაქტიკულად შეუზღუდავი შესაძლებლობა. საერთოდ, უფრო მეტი ტვინი, უნარი და ინტელექტი გაქვთ, ვიდრე გამოყენება შეგძლიათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მთელ დარჩენილ ცხოვრებას თვითგანვითარებას დაუთმობთ. წკაპ