TOEFL iBT თუ EILTS?


TOEFL და IELTS ინგლისური ენის ორი საერთაშორისო აკადემიური ტესტია, რომელთა შედეგებსაც აღიარებენ უცხოეთის უნივერსიტეტები. ორივე ტესტს ერთი და იგივე დანიშნულება აქვს და ხშირად საზღვარგარეთ სწავლის მსურველები კითხულობენ თუ რომელი სჯობია.

TOEFL ამერიკული ტესტია, IELTS – ბრიტანული. ისინი სტრუქტურულად ერთმანეთის მსგავსია (მოიცავს მოსმენის, წერის, კითხვისა და საუბრის კომპონენტებს), თუმცა შიდა აგებულება და სპეციფიკა განსხვავებული აქვთ,.

უფრო დაწვრილებით ტოეფელის სტრუქტურის შესახებ: TOEFL iBT  სტრუქტურა

IELTS-ის სტრუქტურის შესახებ: IELTS სტრუქტურა

დანარჩენ განსხვავებებს რაც შეეხება:  Continue reading

IELTS გამოცდა


IELTS გამოცდის ადმინისტრირებას ახდენს ბრიტანეთის საბჭო. გამოცდისთვის რეგისტრაცია ხდება მათი ვებსაიტიდან. გამოცდის თარიღები განსაზღვრულია მთელი წლისთვის და მხოლოდ იმ კონრეტულ დღეებში შეიძლება გასვლა. რეკომენდირებულია გამოცდაზე რეგისტრაცია სასურველ თარიღამდე 5 კვირით ადრე. რაც უფრო უახლოვდება გამოცდის თარიღს, უფრო მცირდება ადგილების რაოდენობა.

IELTS გამოცდა ტარდება მხოლოდ თბილისში. თუ რეგიონში ცხოვრობთ, მოგიწევთ ჩამოსვლა. მგზავრობის ხარჯები იქნება თქვენი გადასახდელი. ერთადერთი შეღავათი, რასაც ბრიტანეთის საბჭო აკეთებს რეგიონში მცხოვრებლებისთვის, არის საუბრის სექციის იმავე დღეს დანიშვნა.  Continue reading

IELTS სტრუქტურა


IELTS შედგება 4 კომპონენტისგან: მოსმენა, კითხვა, წერა და საუბარი.

გამოცდა იწყება მოსმენის სექციით: გასმენინებენ სხვადასხვა ტიპის რამდენიმე ჩანაწერს, რომელთა საერთო ხანგრძლივობა 30 წუთია.

  • ჩანაწერი 1 – ორი ადამიანის საუბარი ყოველდღიური თემის შესახებ
  • ჩანაწერი 2 – მონოლოგი ყოველდღიური თემის შესახებ
  • ჩანაწერი 3 – საუბარი რამდენიმე ადამიანს შორის (მაქსიმუმ 4) საგანმანათლებლო ან ტრენინგის თემის შესახებ (მაგალითად, უნივერსიტეტის ლექტორი და სწტუდენტი განიხილავენ დავალებას)
  • ჩანაწერი 4 – მონოლოგი აკადემიური საგნის შესახებ (მაგალითად, უნივერსიტეტის ლექცია).

Continue reading

რა არის IELTS


IELTS (The International English Language Testing System) არის საერთაშორისო ინგლისური ენის ტესტის სისტემა, რომელიც ადგენს ინგლისური ენის ცოდნის დონეს. მის ადმინისტრირებას ახდენს ბრიტანეთის საბჭო. ტესტის შედეგებს აღიარებენ როგორც ბრიტანეთის, ისე ამერიკის, კანადის, ევროპის, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების ინგლისურენოვანი უნივერსიტეტები.

ვისთვის არის განკუთვნილი IELTS?

  • ვისთვისაც ინგლისური არ არის მშობლიური ენა, ან განათლება არ აქვს მიღებული ინგლისურენოვან სასწავლებელში
  • ვისაც სურს ინგლისურენოვან უნივერსიტეტეში, კოლეჯში, სკოლაში სწავლის გაგრძელება
  • ვისაც სურს მონაწილეობა ინგლისურენოვან გაცვლით ან პროფესიულ პროგრამაში
  • ვისაც სურს ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში, კანადაში ან ავსტრალიაში მუშაობა.

Continue reading

როგორ დავწეროთ სარეკომენდაციო წერილი


სარეკომენდაციო წერილი არის საქმიანი წერილი, საუნივერსიტეტო აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამიტომ მისი დაწერისას უნდა გამოიყენოთ ფორმალური ფორმატი.

რა მიზანს ემსახურება სარეკომენდაციო წერილი:

  • უნდა შეაფასოს აპლიკანტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი
  • უნდა შეაფასოს მზაობა აკადემიური სივრცისათვის
  • უნდა შეაფასოს აკადემიურ სივრცეში წარმატებისთვის საჭირო ცოდნა/უნარები.

ვინ შეიძლება იყოს რეკომენდატორი?

  • ადამიანი, რომელიც კარგად გიცნობთ, შეუძლია თქვენი აკადემიური შესაძლებლობების შეფასება
  • პროფესორი, ლექტორი, მასწავლებელი, რომელიც უნივერსიტეტში/სკოლაში გასწავლიდათ.
  • სამსახურის უშუალო ზედამხედველი, უფროსი, რომელიც თვალყურს ადევნებდა თქვენი მუშაობის პროცესს და კარგად იცნობს თქვენს პროფესიულ თვისებებს

სარეკომენდაციო წერილის სტრუქტურა:

  1. შესავალი. პირველი აბზაცი წარდგენაა: ვინ, ვისთვის და რა მიზნისთვის წერს სარეკომენდაციო წერილს. რეკომენდატორმა უნდა დაასახელოს საკუთარი სტატუსი, ასევე რა კავშირი აქვს აპლიკანტთან, რა გარემოებებში და რამდენი ხანი იცნობს მას. “ვარ X უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც 2011-2012 აკადემიური წლის განმავლობაში ასწავლიდა აპლიკანტს საერთაშორისო ურთიერთობის თეორიას”.
  2. აპლიკანტის აკადემიური შესაძლებლობების თქვენეული შეფასება – ამ ნაწილს სულ მცირე ორი აბზაცი მაინც დაუთმეთ. ამ ნაწილში იწერება ის ცოდნა და უნარები, რომლებიც გამოავლინა კვლევის, სალექციო ან საველე მუშაობის დროს. შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ მის უცხო ენების ცოდნას, ტექნიკურ ჩვევებს, აქიურობას, ეფექტურ დებატებს. შეიძლება აღწეროთ მისი სწავლების უნარი – რამდენად კარგად გადასცემს ცოდნას სტუდენტებს (იმ შემთხვევაში თუ მას ეს გამოცდილება გააჩნია და თქვენ იცით ამის შესახებ), ან მოიხსენიოთ მისი მიღწევები, ჯილდოები სამეცნიერო კონფერენციებზე. უფრო კონრეტულად:
  • აღწერეთ აპლიკანტის გამორჩეული უნარები, მაგალითად ლიდერობის პოტენციალი, დეტალების მიმართ ყურადღება, დაინტერესება კონკრეტული კვლევის სფეროთი.
  • იყავით კონკრეტული, მოერიდეთ ზოგად ფრაზებს.
  • შეადარეთ სხვა სტუდენტებს, კოლეგებს.
  • მოიყვანეთ მაგალითები სად, რა გარემოებებში გამოიჩინა თავი, რა განსაკუთრებული მიღწევები ჰქონდა, როგორ იყო ჩართული დებატებში, კვლევებში, კონფერენციებში ან სხვა აქტივობებში.
  1. დასკვნა – სარეკომენდაციო წერილი დაასრულეთ პოზიტიურად. ასევე მიუთითეთ საკუთარი საკონტაქტო დეტალები იმ შემთხვევისთვის, თუ აპლიკანტის შესახებ დამატებითი კითხვები გაჩნდება.

დამატებითი რჩევები ეფექტური სარეკომენდაციო წერილის დასაწერად:

    • სარეკომენდაციო წერილი ფორმალური წერილია, ამიტომ სასურველია თუ იგი დაბეჭდილი იქნება ორგანიზაციის ბლანკზე. უნივერსიტეტის ონალინ სააპლიკაციო ფორმის შევსების შემთხვევაში ეს აუცილებელი არ არის, მაგრამ ზოგიერთი პროგრამა მოითხოვს ნაბეჭდი სახით გაგზავნას. ამ შემთხვევაში დაიცავით საქმიანი სტილი.
    • არ დაწეროთ მეტისმეტად მოკლე და ზერელე სარეკომენდაციო წერილი. 1-2 აბზაცი ძალიან ცოტაა აპლიკანტის შესაფასებლად, ასევე რეკომენდატორის არასერიოზულობაზეც მიუთითებს. დაწერეთ ვრცელი და ამომწურავი წერილი (სულ მცირე, 1 ნაბეჭდი გვერდი). იმ შემთხვევში თუ აპლიკანტს კარგად არ იცნობთ და ფიქრობთ რომ შეფასება გაგიჭირდებათ, ურჩიეთ მიმართოს სხვა რეკომენდატორს.
    • აპლიკანტის პირველად ხსენებისას გამოიყენეთ მისი სრული გვარი და სახელი, შემდეგ შემთხვევებში შეგიძლიათ ნაცვალსახელით, გვარით ან მხოლოდ საკუთარი სახელებით მოიხსენიოთ.
    • სარეკომენდაციო წერილი დაბეჭდეთ! ონალინ ფორმის შევსებისას ეს თავისთავად ხდება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამობეჭდილი ვერსიაა საჭირო, აუცილებლად ბლანკზე და ნაბეჭდი სახით გაგზავნეთ! ამით რესპოდენტს თავიდან აარიდებთ ხელნაწერის გარჩევის სირთულეს.
    • ემოციური წერილი მომგებიანი არ არის, ამიტომ წერის დროს შეინარჩუნეთ აკადემიური და საქმიანი სტილი.

  • რაც მთავარია – დაწერეთ სიმართლე, სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა!

სასაუბრო თემების მაგალითები IELTS-ისათვის


IELTS ინგლისური ენის ტესტია, რომელსაც უნივერსიტეტები ითხოვენ საერთაშორისო სტუდენტებისგან – მათგან, ვისთვისაც ინგლისური არ არის მშობლიური ენა ან ინგლისურ ენაზე არ აქვს განათლება მიღებული.

IELTS, ისევე როგორც TOEFL, შედგება 4 ნაწილისგან: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი.

მიმაგრებულ ფაილში ნახავთ 42 თემას, რომელიც IELTS-ის გამოცდაზე, საუბრის სექციაში შეიძლება შეხვდეთ. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც გამოცდისთვის დამოუკიდებლად ემზადება.  Continue reading

როდის დავიწყოთ საზღვარგარეთ სწავლისათვის მომზადება


 “საბუთების გაგზავნა ვერ მოვასწარი”, – ეს გულდაწყვეტილი ფრაზა ხშირად მომისმენია საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისგან. “ტესტის შედეგი დედლაინის მერე იქნება და რა ვქნა?” – კითხულობენ სხვები. “მოასწრებს უნივერსიტეტი დოკუმენტების მიღებას?” – კიდევ ვიღაც წუხს. ბევრი ვერ ხვდება სასურველ სასწავლებელში მხოლოდ იმიტომ, რომ დროულად ვერ მოასწრო ყველაფრის მომზადება.

რა დრო სჭირდება საზღვარგარეთ სწავლის დაგეგმვასა და წასვლას? ეს ხანგრძლივი პროცესია. ცდებით, თუ გგონიათ, რომ 2-3 კვირაში ყველა საბუთს გააკეთებთ და ვიზას აიღებთ. ეს არარეალური დროა. მთელ პროცესს, ხარისხიანი შედეგის მისაღწევად, საშუალოდ 12-18 თვე სჭირდება. რატომ ამდენი?  Continue reading