TOEFL iBT თუ EILTS?


TOEFL და IELTS ინგლისური ენის ორი საერთაშორისო აკადემიური ტესტია, რომელთა შედეგებსაც აღიარებენ უცხოეთის უნივერსიტეტები. ორივე ტესტს ერთი და იგივე დანიშნულება აქვს და ხშირად საზღვარგარეთ სწავლის მსურველები კითხულობენ თუ რომელი სჯობია.

TOEFL ამერიკული ტესტია, IELTS – ბრიტანული. ისინი სტრუქტურულად ერთმანეთის მსგავსია (მოიცავს მოსმენის, წერის, კითხვისა და საუბრის კომპონენტებს), თუმცა შიდა აგებულება და სპეციფიკა განსხვავებული აქვთ,.

უფრო დაწვრილებით ტოეფელის სტრუქტურის შესახებ: TOEFL iBT  სტრუქტურა

IELTS-ის სტრუქტურის შესახებ: IELTS სტრუქტურა

დანარჩენ განსხვავებებს რაც შეეხება:  Continue reading

IELTS გამოცდა


IELTS გამოცდის ადმინისტრირებას ახდენს ბრიტანეთის საბჭო. გამოცდისთვის რეგისტრაცია ხდება მათი ვებსაიტიდან. გამოცდის თარიღები განსაზღვრულია მთელი წლისთვის და მხოლოდ იმ კონრეტულ დღეებში შეიძლება გასვლა. რეკომენდირებულია გამოცდაზე რეგისტრაცია სასურველ თარიღამდე 5 კვირით ადრე. რაც უფრო უახლოვდება გამოცდის თარიღს, უფრო მცირდება ადგილების რაოდენობა.

IELTS გამოცდა ტარდება მხოლოდ თბილისში. თუ რეგიონში ცხოვრობთ, მოგიწევთ ჩამოსვლა. მგზავრობის ხარჯები იქნება თქვენი გადასახდელი. ერთადერთი შეღავათი, რასაც ბრიტანეთის საბჭო აკეთებს რეგიონში მცხოვრებლებისთვის, არის საუბრის სექციის იმავე დღეს დანიშვნა.  Continue reading

როდის დავიწყოთ საზღვარგარეთ სწავლისათვის მომზადება


 “საბუთების გაგზავნა ვერ მოვასწარი”, – ეს გულდაწყვეტილი ფრაზა ხშირად მომისმენია საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისგან. “ტესტის შედეგი დედლაინის მერე იქნება და რა ვქნა?” – კითხულობენ სხვები. “მოასწრებს უნივერსიტეტი დოკუმენტების მიღებას?” – კიდევ ვიღაც წუხს. ბევრი ვერ ხვდება სასურველ სასწავლებელში მხოლოდ იმიტომ, რომ დროულად ვერ მოასწრო ყველაფრის მომზადება.

რა დრო სჭირდება საზღვარგარეთ სწავლის დაგეგმვასა და წასვლას? ეს ხანგრძლივი პროცესია. ცდებით, თუ გგონიათ, რომ 2-3 კვირაში ყველა საბუთს გააკეთებთ და ვიზას აიღებთ. ეს არარეალური დროა. მთელ პროცესს, ხარისხიანი შედეგის მისაღწევად, საშუალოდ 12-18 თვე სჭირდება. რატომ ამდენი?  Continue reading

სამოტივაციო წერილი – მიზნების განსაზღვრა


 რა გინდა რომ გამოხვიდე? – რამდენჯერ უკითხავთ ბავშვობაში? ერთ-ერთი შემაწუხებელი კითხვაა, რომელსაც უფანტაზიო ბიძიები და დეიდები პატარებთან ურთიერთობაში იყენებენ. მათთვის ეს შინაარსს მოკლებული, მექანიკური ფრაზაა. რომელსაც მოვალეობის მოხდის ან უხერხულობის გაფანტვის მიზნით იყენებენ. მაგრამ რეალურად ეს ის კითხვაა, რომელიც თქვენს მომავალს აყალიბებს. იგი წარმოადგენს ხედვას, რომელსაც მიყავხართ მიზნებისკენ და შემდეგ მათი განხორციელებისკენ. ამ კითხვაზე პასუხს უნივერსიტეტები ითხოვენ სამოტივაციო წერილებში. პირდაპირ ან ირიბად გთხოვენ დაწეროთ რას გააკეთებთ კურსის/პროგრამის დამთავრების შემდეგ. თქვენ კი უნდა ჩამოაყალიბოთ მიზნები და ხედვა – როგორ დაგეხმარებათ ეს კონკრეტული გამოცდილება მათ მიღწევაში.  Continue reading

ცვლილებები ბლოგზე: კონსულტაციები და მომსახურება საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით


გამარჯობა, მკითხველო

ბლოგი გადადის ახალ ეტაპზე: გთავაზობთ საზღვარგარეთ სწავლის შესახებ კონსულტაციებსა და მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია (1) ჩემი ამერიკაში სწავლისა და მრავალრიცხოვან საერთაშორისო გაცვლით პროექტებში მონაწილეობის გამოცდილებაზე; (2) სხვა სტუდენტების მომსახურებაზე ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში მოსახვედრად. მომსახურება შეიძლება მოიცავდეს სრულ პაკეტს ან მის ნაწილს. კერძოდ:

  • თქვენი მოთხოვნების შესაბამისად სასურველი პროგრამის/უნივერსიტეტის მოძიება
  • საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტთან კომუნიკაცია
  • საბუთების მომზადებაში დახმარება
  • სამოტივაციო წერილის შედგენა
  • სარეკომენდაციო წერილის შედგენა
  • ეფექტური CV შედგენა

გაითვალისწინეთ, რომ მომსახურება იქნება ფასიანი. თუმცა ბლოგზე არსებული პოსტები საზღვარგარეთ სწავლის შესახებ კვლავ ხელმისაწვდომი დარჩება და შეგეძლებათ ისარგებლოთ უფასო ქართულენოვანი რესურსებით. ასევე გავაგრძელებ განცხადებების გამოქვეყნებას სტიპენდიებისა და სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის შესახებ  ფეისბუქის გვერდზე.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ 11:00-დან 19:00-მდე ფეისბუქის,  ბლოგზე არსებული საკონტაქტო ფორმის საშუალებით, ან ტელეფონზე: 557 516388.

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფო-სესია


Tallinn University of Technology, ინფო-სესია მარიოტში, თბილისი

Tallinn University of Technology, ინფო-სესია მარიოტში, თბილისი

19 აპრილს თბილისი-მარიოტში ჩატარდა ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფო-სესია და ინგლისური ენის ტესტი. ტესტის ჩაბარების შემთხვევაში აღარ იყო საჭირო  TOEFL/IELTS-ის გაგზავნა უნივერსიტეტში. ინფო-სესიაზე მიმდინარეობდა წინასწარი რეგისტრაცია. თუმცა გაცილებით მეტი სწავლასმოწყურებული ახალგაზრდა მივიდა. ბევრს გავლილი არც კი ჰქონდა ონლაინ რეგისტრაცია. ამიტომ საჭირო გახდა ტესტის 3 ნაკადად ჩატარება.

ტესტი

30-წუთიანი ტესტი 40 საკითხისგან შედგებოდა. გამსვლელი იყო 31 ქულა. იქვე ასწორებდნენ. 29 ან 30 ქულის მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტის ინგლისურის პროფესორი ატარებდა გასაუბრებას. თავად ტესტი საკმაოდ მარტივი იყო (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის), ინგლისურის საშუალოდ ცოდნა საკმარისი იყო მის წარმატებით შესავსებად.

ინფო-სესია

ტესტის შემდეგ უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ჩაატარა საინფორმაციო სესია ესტონეთისა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ. ესტონეთის მოსახლეობა სულ რაღაც 1.3 მილიონი ყოფილა, უნივერსიტეტში 80 ქართველი სტუდენტი სწავლობს (შეიძლება რომელიმე მათგანი თქვენი ნაცნობიც იყოს), ესტონეთი საქართველოსთან შედარებით ცივი ქვეყანაა, მაგრამ შესანიშნავი გათბობის სისტემა აქვს (გიხაროდენ 🙂 ); ესტონეთში ჩასვლისას შენგენის ვიზას იღებთ და შეგიძლიათ ევროპაში თავისუფლად იმოგზაუროთ… მოკლედ, კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი.  Continue reading