აპრილის მარაზმები


სანამ აპრილის მარაზმების შესახებ წაიკითხავდეთ, გაიხსენეთ ჩემი ძველი პოსტი. ამჯერად მარაზმების ისტორიას ორ ეპიზოდს შევმატებ, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან დამახასიათებელია ქართული საზოგადოებისათვის.

1. საჯარო ბიბლიოთეკაში:

საჯარო ბიბლიოთეკის წესები გეცოდინებათ – გამოწერე წიგნი, დაჯექი, წყნარად იმუშავე. დარბაზში არ შეიძლება ტელეფონზე და ერთმანეთში საუბარი. გაგისკდა სიყვარულის ბუშტი – გარეთ დაიცალე. გინდა ვინმეს საქმეზე ელაპარაკო – მიბრძანდი გარეთ. მიეცი საშუალება სხვებს, იკითხონ.

შემთხვევა:

წკრრრრრ – ზარის ხმა ისმის. ესეც არაა მაინცდამაინც სასიამოვნო – ვიღაცამ არ იკადრა ტელეფონისთვის ხმა გამოერთო და ვიბრაციაზე დაეყენებინა.

არ განძრეულა, ისე უპასუხა და ლაპარაკი დაიწყო. 50+ ასაკის კაცი იყო.

– იცით აქ ლაპარაკი არ შეიძლება, – მიუბრუნდა წინ მჯდომი ახალგაზრდა.

– შენ დაბადებულიც არ იყავი მე რომ.. – რაღაც აზრი დაიწყო კაცმა.

არაადეკვატურობის პიკი! თურმე როგორ აკადრეს დამსახურებული შენიშვნა! მერე რა რომ სხვა მკითხველები ფეხებზე ჰკიდია და წესები მისთვის იმიტომ არის, რომ დაარღვიოს!

ვინ მეტყვის რომ ვცდები, როცა მგონია, რომ ადამიანი, რომელიც გაურკვეველ ღირებულებებზე აპელირებით უპასუხისმგებლობის გამართლებას ცდილობს, სახელმწიფოს ვერ ააშენებს.

2. გურჯაანის ტელევიზიის სიუჟეტი

არ მესმის, გურჯაანის ტელევიზია მასხარაობს თუ სერიოზულად ჰგონია, რომ ეს სიყვარულის რომანტიკული ისტორიაა:

თვითონ სიუჯეტი რამდენიმე დიდი სტატიის თემაა. თუმცა ამ კონკრეტულ პოსტში მოკლედ შევეხები ძირითად საკითხებს:

1. უვიცი მედია!

2. ქალთა მიმართ სტრუქტურული ძალადობა!

3. სამართალდამრღვევი სამართალდამცავები!

დავუშვათ ჟურნალისტს ახალგაზრდობა და გაზაფხული გონებას უბნელებს, ქალური სოლიდარობის გრძნობას უჩლუნგებს და თანაგრძნობისუუნაროს ხდის. მაგრამ რატომ არის გულქვაობის ვირუსი მოდებული მთელ ტელევიზიაში? დავიჯერო, რომ ერთი ადამიანიც არ მოიძებნა, რომელსაც ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა გაახსენდებოდა? ან უბრალოდ თავს იმ ქალის ადგილზე წარმოიდგენდა, ვისაც საკუთარი სურვილის წინააღმდეგ შეაქმნევინეს ოჯახი?! ეს სიუჟეტი გურჯაანის ტელევიზიის სირცხვილია – მათი, როგორც მედია საშუალებისა და მოქალაქეების!!! 

მსგავსი სიუჟეტებით ქალთა მიმართ სტრუქტურული ძალადობის წახალისება ხდება და ჟურნალისტების უვიცობაზე მეტყველებს. როგორც ჩანს, მიუხედავად ქართული “დამოუკიდებელი” მედიის ხანგრძლივი არსებობისა, მათთვის ჩატარებული უამრავი ტრენინგ-კურსისა, ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი აქვთ სასწავლი ქართველ ჟურნალისტებს!! 

ეს “სიყვარულის იდილია” არაპროფესიონალიზმისა და სამოქალაქო უპასუხისმგებლობის პიკია!  მამაკაცის მონოლოგი, რომელიც ქალს აზრის გამოთქმის საშუალებას არ აძლევს! ანას ერთდროულად აჩუმებს ქმარი – თავისი “ბედნიერი” რეპლიკებით და ჟურნალისტი – “სასიყვარულო” უვიცი კითხვებით, მიკერძოებული სიუჟეტით.

ვუყურებ და ისეთი გრძნობა მრჩება, რომ არშემდგარ სახელმწიფოში ვცხოვრობ. და რომ პოლიციამ შეიძლება ჩემი დაცვის მაგივრად გაიცინოს და მოძალადეს სახლის კარამდე მხიარულად მიაცილოს….. ანუ ორგანო, რომელსაც წესირგის დაცვა  ევალება, თავად გახდეს ძალადობის წამქეზებელი.

ტეხავს!!!
უფრო მეტიც, ერის სირცხვილია, რომ
1. მოტაცება ჯერ კიდევ არსებობს!!! ეს არის ძალადობა!!!
2. რომ მოტაცებული ქალი მომტაცებელთან უნდა დარჩეს და არასასურველ კაცს ცოლობა გაუწიოს!!! ეს არის კიდევ უფრო მეტი ძალადობა!!! ოჯახის, თემის, საერთოდ – საზოგადოების. ამას სტრუქტურული ძალადობა ჰქვია! და ბევრი უბედურების მიზეზია.
3. რომ პოლიცია, რომელსაც მოქალაქეთა უფლებების დაცვა ევალება, თავისი გულგრილობით დანაშაულს უწყობს ხელს!!!
4. მედია, რომელიც ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე უნდა იდგეს, სიყვარულის შირმით ძალადობის პროპაგადას ეწევა!!! აღმაშფოთებელია გურჯაანის ტელევიზიის ეს კონკრეტული სიუჟეტი და საკითხის მიმართ მიდგომა.

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ შემახსენებს, რომ მოტაცების სტატისტიკა მოვძებნო. თუმცა საეჭვოა სადმე დაფიქსირებული იყოს მოტაცებით “გაბედნიერებული” ქალების რაოდენობა. ეს სენსიტიური საკითხია, რაზეც ოჯახები დუმილს ამჯობინებენ. როგორ ფიქრობთ, საშველი სად არის?

სოციალური იწილო-ბიწილო


23 მარტს ბათუმის საავადმყოფოში  გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა. ბავშვი 1 წლის ასაკშიც დაახლოებით იმდენს იწონიდა, რასაც დაბადებისას. გავრცელებული ვერსიით, პატარას სიკვდილის მიზეზი შიმშილობა იყო. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ბავშვი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა თავად ჩაიყვანა ბათუმის საავადმყოფოში.

მთელ ქართულ ინტერნეტ-სივრცეს გადაუარა კომენტარების ნიავღვარმა, რომელიც შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავყოთ:

1. აღშფოთებული რევანშისტები, რომლებიც ბავშვის სიკვდილში დამნაშავეებს ეძებენ. ზოგი მთავრობას კიცხავს, ზოგი სოციალურ აგენტს, რომელმაც შემწეობაზე უარი უთხრა გაჭირვებულ ოჯახს; ზოგი – უგულისყურო მეზობელს, ექიმებს და ა.შ. რომ დროზე არ მიაქციეს ბავშვს ყურადღება და ასეთ საზარელ სიკვდილამდე მიიყვანეს. ერთი სული აქვთ ჩამოახრჩონ, გაძიძგნონ, დაამცირონ…

2. გაწიწმატებული მორალისტები, რომლებიც “თუ ბავშვის რჩენა არ შეგიძლია, რატომ აჩენ” ლოზუნგით გამოდიან. მათი ლოგიკით, ოჯახს თუ შემოსავალი არ აქვს, გამრავლებაზეც არ უნდა იფიქრონ. როგორც გააჩინე, ისე არჩინე – მარტივია ხომ? მერე რა, რომ ეკლესია აბორტებს კრძალავს, ან ადამიანებმა არაფერი იციან ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ. მერე რა, რომ ფინანსები და დემოგრაფია ხშირად კავშირში არ არის… შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება აუცილებელია.

3. ე.წ. ღვთისმოშიში ნეტარები, რომლებიც ღმერთს პატარა გოგიტას სულის ცხონებას და მისი ოჯახისთვის უფლის შეწევნას ითხოვენ.

რაც არ უნდა იყოს და რამდენიც არ უნდა ისაუბრონ, ფაქტია, რომ საზოგადოებას ძალიან უჭირს:

1. იმის გამო, რომ ადვილია მისი “აგდება” და აყოლიება. “შიმშილით გარდაცვლის” ვერსია ისე მოეწონათ მავანებს, რომ წესიერად არც კი წაიკითხეს კვირის პალიტრაში გამოქვეყნებული სტატია. აქ ბავშვის მამა ლევან აბაშიძე მის ხანგრძლივ ავადმყოფობაზე და იმ მიზეზებზე საუბრობდა, თუ რატომ არ ჰქონდა მის ოჯახს სოციალური დახმარება. ამ ინტერვიუდან ძალიან მარტივი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ბავშვის სიკვდილის მიზეზი მშობლების უპასუხისმგებლო ქმედება იყო. ოჯახი, სადაც (თუნდაც) 200-300 ლარი შემოსავალი, ფქვილი და კარაქია,  მოშიმშილედ არ შეიძლება ჩაითვალოს. ის, რომ 2009 წლიდან დღემდე “უსახსრობის გამო” მშობლები ბავშვების პირად ნომრებს არ იღებენ, სოციალურ აგენტს, უბნის ექიმს, მარშუტკის მძღოლ ნუგზარას და მონა ქალ იზაურას ნამდვილად არ უნდა დავაბრალოთ.

2. იმის გამო, რომ ეკლესია, სამწუხაროდ, მხოლოდ კედლებია და თავის დანიშნულებას არ ასრულებს. ქვრივ-ობლების და ღარიბების დახმარება რომ ხდებოდეს, ამდენი ღატაკი ადამიანი არ იარსებებდა ჩვენს გარშემო. “ქრისტიანობა” სტატუსი უფროა ვიდრე ღირებულება. ანაფორიანი და წვერებიანი მამაოები მორალის კითხვაში არიან მაგრები… ეკლესიის მიერ ორგანიზებული სოციალური პროგრამები ბევრი გახსენდებათ?  მე არა. და ძალაუნებურად ვადარებ ამერიკულ ეკლესიებს. 2011-ში, ამერიკაში ყოფინას მათი სოციალური როლის შესახებ დავწერე კიდეც ჩემს ბლოგზე. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სოციალურად დაუცველი ოჯახები პირველ რიგში ეკლესიის სირცხვილია.

3. იმის გამო, რომ უბანძესი სოციალური დაცვის სისტემა გვაქვს. ქულების მინიჭება, მიზერული დახმარება და ა.შ. მოდი გვერდზე გადავდოთ. რამდენად სრულყოფილი პროცესია, ეს ცალკე საკამათო თემაა. ისევ ამერიკას შევადარებ: სოციალური დაცვა იქ მხოლოდ ოჯახის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას არ ნიშნავს. მილვაუკიში (ვისკონსინის შტატი) ყოფნისას გავეცანი ერთი ოჯახის ისტორიას. ახალგაზრდა მშობლებს 5 წლის ბავშვი ჩამოართვეს იმიტომ, რომ მისი გაზრდისათვის შესაბამისი პირობები არ ჰქონდათ. ცხოვრობდნენ ვაგონში, არ ჰქონდათ შემოსავალი, საკმარისი საკვები, საუბარი აღარაა უკვე სამედიცინო დაზღვევაზე და ა.შ. ბიჭი წაიყვანეს, ოჯახს კი 1 წლიანი ვადა მისცეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუ კონკრეტულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილბდნენ, ბავშვს დააბრუნებდნენ. თავის დროზე ეს მეტისმეტ სისასტიკედ მომეჩვენა. ვფიქრობდი, რომ არც ერთი ბავშვი არ უნდა იყოს მოშორებული თავისი ოჯახისგან. ახლა კი, გოგიტა აბაშიძის შემთხვევის გაგების შემდეგ მივხვდი: ეს სისასტიკე არ არის. ბავშვი უნდა მოშორდეს იმ ოჯახს, სადაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. დარწმუნებული ვარ, დროული მკურნალობის შემთხვევაში გოგიტა აბაშიძე დღეს ცოცხალი იქნებოდა.

არ არის საჭირო წამდაუწუმ მიტინგობანას თამაში, სტატისტიკით მანიპულირება, პროტესტი რაღაცის გამო. ეს საზოგადოების უპასუხისმგებლობის მაჩვენებელია. ბავშვის გარდაცვალება ტრაგედიაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მოდი თვალებში ჩავხედოთ რეალობას და ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს. მოდი ვისწავლოთ სამოქალაქო სოლიდარობა, გამოხატული არა სადღერძელოებში, არამედ მუდმივ ქმედებაში. მოდი გავეცნოთ სხვების მაგალითებს, წარმატებული მაგალითებს და შევცალოთ ჩვენი ცხოვრება, სხვების ცხოვრებაც. თუ როგორ კეთდება ეს –  უყურეთ ფილმს: გადაუხადე სხვას. ეს დახმარების, თანაგრძნობის ერთი მოდელია. ასე შეიძლება ერთი ბავშვი  გადარჩეს შიმშილით სიკვდილს. 

 

არა – ძალადობას!!!


გრძელ პოსტს ვწერდი, მაგრამ… “არაკაცები”, “მისუნე ტრაკში”, “ნაძირალები”, “მკვლელები”, “ჯალათები” “მხეცები” და მსგავსი სახის ლექსკური არსენალი ამ დღეებში საკმარისზე მეტი დაიხარჯა. კიდევ ერთხელ მიაწყდა ქართველი ერი ტელევიზორს. პატიმრების წამების ამსახველმა დოკუმენტურმა კადრებმა ათასობით ადამიანი კიდევ ერთხელ გამოიყვანა ქუჩაში. მე კი გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, რომ ამდენი იმედგამაცრუებელი აქციების შემდეგ ქართველ ერს საპროტესტო მანიფესტაციებზე ვეღარ გამოიტყუებდი. თურმე “ღირსების საკითხები” ჯერ კიდევ აღელვებს ხალხს… ერთი მხრივ მიხარია საზოგადოებრივი სოლიდარობის დანახვა… მეორე მხრივ კი ახალი კითხვები მიჩნდება.

– აქამდე სად იყავი, ერო? სახალხო დამცველის ბოლო წლების ანგარიშები რატომ არ იკითხე თავის დროზე? განა ცოტა იწერებოდა პატიმრების წამებაზე, სიკვდილზე, ღირსების შემლახველ ქმედებებზე?… ემოციები? გასაგებია, მაგრამ განა აუცილებელია მოზარდების დამცირების საჯაროდ გამოტანა იმისათვის, რომ უსამართლობის მიმართ პროტესტის გრძნობა გაჩნდეს?…

მიუხედავად ემოციური დღეებისა, ხალხმრავალი გამოსვლებისა, მაინც ძალიან გაბრაზებული ვარ გულგრილ, უინტერესო და არაინფორმირებულ საზოგადოებაზე! ჩემთვის მათი დუმილი ისეთივე დანაშაულია, როგორც ჩინოვნიკების თავგასულობა.

ის, რასაც ხალხი ახლა აკეთებს, არის მასობრივი უპასუხისმგებლობა!!! სტუდენტებს, ახალგაზრდებს, უფლებადამცველებს, ვიღაცისტებს, რაღაცისტებს, უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც ახლა აქციებზე გამოდიან და წადი-დაისაჯეს ყვირიან, იმდენადვე მიუძღვით ბრალი პატიმრების წამებაში, რამდენადაც მათ უშუალო ჯალათებს. მათი რეაქციები იმპულსურია, მხოლოდ მაშინ ერთიანდებიან, როდესაც რაიმე ძალიან-ძალიან-ძალიან აღმაშფოთებელი, დაუშვებელი, ზღვარგადასული ხდება. რას ელოდებიან მანამდე? ითმენენ… მკითხველო, როდესაც არჩევანის წინაშე დადგები – მოითმინო შეჩვეული ჭირი თუ სამართლიანობისთვის იბრძოლო, ნუ შეეცდები სირაქლემის პოზის გამართლებას ძველებური ანდაზით: ცხვარი ცხვარია, თუ გაბრაზდა ცხარიაო. გახსოვდეს, რომ ცხვრების უმეტესობა გაცხარებამდე წაუყვანიათ მსხვერპლად შესაწირად! 

ეს არის Amnesty International-ის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი, რომელიც ძალიან შეესაბამება ჩვენს სიტუაციას. ეს არის ერთგვარი მოწოდება იმისა, რომ ძალა ერთობაშია. რომ აუცილებელია ყველამ აიმაღლოს ხმა ძალადობის წინააღმდეგ. რომ საჭიროა დროული რეაგირება, სამოქალაქო აქტივობა. წინააღმდეგ შემთხვევაში უსაფრთხოებაზე საუბარი ზედმეტია. ნახეთ და გააზიარეთ.

პ.ს. ძალადობის აღმოსაფხვრელად ერთჯერადი აქციები, ან ფბ-ის პროფილზე სოლიდარობის ნიშნად შავი ავატარების დაყენება არ კმარა. აუცილებელია ქმედება, ქმედება და ქმედება ყოველთვის. იმ დროსაც როდესაც ერთი შეხედვით საფრთხე არსაიდან ჩანს.

“როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ კომუნისტი, როდესაც წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ პროფკავშირელი, როდესაც წაიყვანეს ებრაელები, გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ ებრაელი, კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ… შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო…”
მარტინ ნიმოელერი

p.p.s. როგორც ვხედავ ქართული საზოგადოებისთვის არაძალადობის შესახებ ინფორმირება აუცილებელზე მეტი ყოფილა. თბილისის ფორუმზე ვადევნებდი თვალს თემებს პატიმრების წამების შესახებ. ფორუმის მომხმარებლები შეურაცხმყოფელების დასჯას არანაკლებ სასტიკი მეთოდებით ითხოვდნენ. განსაკუთრებით ბევრი მომხრე ჰყავდა ლინჩის წესით გასამართლებას. განა ეს დიდად განსხვავდება ჩადენილი სისასტიკისგან? მეეჭვება ძალადობა უფრო მეტი ძალადობით რომ აღმოიფხვრას. ტელევიზიებით და სოციალური ქსელებით გავრცელებულმა კადრებმა ჩემზეც ძალიან იმოქმედა. ბოლო 2 დღეა სხვა ვერაფერზე ვფიქრობ და ფაქტიურად ვერაფერს ვაკეთებ. ვეღარც ბლოგისთვის ვწერ (მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პოსტის გამოქვეყნებას ვგეგმავდი ამ კვირაში), ვერც სკაიპ-კონფერენციისთვის მოვემზადე… ვერც სხვა საქმეები მივიყვანე ბოლომდე… მაგრამ მაინც წინააღმდეგი ვარ თვითნებური მსჯავრისა….  დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. ღმერთმა ქნას, ყველაფერ ამან პოზიტიური შედეგები მოიტანოს და მასობრივი წამება, დამცირება, შეურაცხყოფა აღარ განმეორდეს…

“მა რად მინდა ეს კურტუმა”


დღეს ჩემი ფეისბუქის მეგობრის სტატუსი მომხვდა თვალში:

ოლოლო ლევან, ვერ გამოიცანი. 3 წელზე ადრე იყო, პირველად თბილისის ფორუმზე  დაიდო 2007 წელს.  :)) გუგლმა “მა რად მინდა ეს კურტუმა”-ს სულ 7 შედეგი ამოაგდო 2 ვებსაიტისთვის. ერთი უკვე ხსენებული ფორუმია, მეორე კი ლიტერატურული საიტი ურაკპარაკი.

წავიკითხე ლექსი… და გამახსენდა, რომ მაშინ ბევრი ვიცინე ლექსის შინაარსზეც და მისგან გაბრიყვებულ საზოგადოებაზეც :))  გასული წლების განმავლობაში კიდევ ბევრჯერ დაკოპირდა. ბევრმა მართლა დაიჯერა, ბევრმაც ზუსტად ისე მიიღო როგორც იყო დაწერილი – არასერიოზულად, სასაცილოდ :))

როდესაც apsny.ge-ზე დასქრინშოთებული “მა რად მინდა ეს კურტუმა” ვნახე, მაშინვე 2 რამ დავსერჩე:

1. რომელ საიტებზე შეიძლებოდა ამ ლექსის პოვნა

2. ვინ იყო ოლეგ პანფილოვი

მახსოვს რამდენჯერმე მასმედიაში გაიჟღერა ამ სახელმა. გუგლმაც “მიკარნახა”, რომ ეს ძალიან ცნობილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, ილიაუნის პროფესორია. ესეც მისი დამსახურებების არასრული ჩამონათვალი:

2009-…. – профессор Государственного университета Илии, Грузия;

2009-…. – автор и ведущий программы, телеканал ПИК, Грузия;

2006-2009 – преподаватель спецкурса «Экстремальная журналистика» – Международный университет (в Москве);

2000-2010 директор – Центр экстремальной журналистики Союза журналистов России;

1994-2010 – свободный корреспондент, автор и ведущий программы «Власть и пресса», автор программы “Время и мир” – радиостанция «Свобода», Прага;

1994-2000 – руководитель службы мониторинга – Фонд защиты гласности, Москва;

1995-1998 – первый заместитель главного редактора – журнал «Центральная Азия», Лулео, Швеция.

– ოჰო, – გავიფიქრე – ნეტავ რა ხდება? ასეთი ცნობილი ადამიანის ყურადღება ლექსმა რით დაიმსახურა? ლიტერატურული ღირსებებით? აჰ, სტატიაში პანფილოვი აციტირებს, როგორც ქალაქური ფოლკლორის ნიმუშს. ნაბეჭდი სახითაც კი აქვს დადებული. კიდევ დავაკვირდი და შევამჩნიე: განხვავება გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ამ ლექსს შორის ნათელია – ფოტოები ძველია (ეტყობა ფერებზეც), ტექსტი კი – დასკანერებული ან დასქრინშოთებული sylfaen-ში აკრეფილი სტრიქონები.

აი, აქ მაგრად გადავიხარხარე.

საიდან მოიტანა რომ ქალაქური ფოლკლორია?

თურმე რა ხდება: ურაკპარაკზე წამძღვარებულ “წინასიტყვაობაში” წერია:

ქალაქური ფოლკლორის თაყვანისმცემლებისათვის – მოულოდნელი აღმოჩენაა. ჩემს სადოქტორო ნაშრომზე მუშაობისას ხელნაწერთა ინსტიტუტში ახალი ნიმუშები აღმოვაჩინე. ჩემმა ხელმძღვანელმა მირჩია, რომ ლიტერატურის მცოდნეთათვის გამეცნო, რათა  კმათი აზრების გათვალისწინებით დამედგინა ამ ნიმუშების ლიტერატურული ღირებულება და შესაბამისად, გამეგრძელებინა თუ არა საკითხის ამ კუთხით გაშლა.
წაიკითხეთ და მირჩიეთ რა ვქნა, თვქენი აზრი მნიშნელოვანია.

ბატონო ოლეგ, კინტოების შესახებ დაწერილი (ან დაწერის პროცესში მყოფი) არანაირი ნაშრომი არ არსებობს!!! არც ის ადამიანია, რომელიც იკვლევს თბილისის აბანოებში მიმდინარე მამათმავლობის სცენებს, პოზებს და მიდრეკილებებს! ლექსი დაიწერა საღადაოდ, ურაკაპარაკზეც დაიდო საღადაოდ, მესმის მათი ვინც ადეკვატურად ანუ არასერიოზულად აღიქვა… და ძალიან არ მესმის მისი, ვინც სერიოზულად, ინფორმაციის წყაროდ იყენებს. 🙂

ბატონო პანფილოვ, თუ არ იცით აქ გეუბნებით რომ ურაკპარაკი კვლევისათვის სანდო წყარო არ არის! აქ გამოქვეყნებული ნაწარმოებების 99% ადამიანების ორიგინალური შემოქმედების ნაყოფია. აქაური შაირ-კაფიები ზოგი ნიჭით ბრწყინავს (მცირე ნაწილი). ზოგი აბსოლუტური დებილიზმია (ეს უმრავლესობას ეხება), ზოგი – სხვებზე ბალღამის გადმონთხევის საშუალებაა, ზოგიც – ეპატაჟისთვის შექმნილი.

ე.წ. ბლუ არტურაც ლევან სებისკვერაძის შემოქმედებითი “გმირია” (თუ შეიძლება გმირი ეწოდოს ტრაკის მიმცემ კინტოს).  კურდღლისტუჩა – ნიკის არასერიოზულობამ მაინც არ დაგაფიქრათ? :))) თანაც, სად შეიძლება გენახათ ქალაქური ფოლკლორის ნიმუშები თუ არა მტვერდადებულ წიგნებში? იოსებ გრიშაშვილთან მაინც… ცოტაოდენი დროის დახარჯვა ღირდა იმის გამოსარკვევად, თუ რომელ გამოცემაში იყო ლექსი დაბეჭდილი. ბოლოსდაბოლოს, უდროობის საპატიო მიზეზით, “კურდღლისტუჩასთან” დაკონტაქტებაც შეიძლებოდა – კითხვით მიმართვა წყაროს დასაზუსტებლად!

ძვირფასო ბლოგერებო, ყველას, ყველას, ყველას!!! ვისაც დიდი მწერლობის ან ბლოგერების პრეტენზია გაქვთ, ან უამბიციოდ პოსტავთ “უცოდველ” აზრებს!!! როდესაც ლიტ.საიტებზე ან ნებისმიერ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მსგავს მარგალიტს გადააწყდებით, სადაც არ არის მითითებული გამოცემის წელი, წიგნის სახელი – და მის გამოყენებას გადაწყვეტთ – აუცილებლად დაეკონტაქტეთ პოსტის ავტორს. 

როდესაც ონალინ პიარს ვსწავლობდი, ჩემი პროფესორი დაუღალავად გვიკიჟინებდა, რომ ფართო აუდიტორიისთვის წერა დიდი პასუხისმგებლობაა; რომ თითოეული ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს და ავტორი, წყარო მიეთითოს. თუ ეს არის ვებ-გვერდი, უნდა დაილინკოს – დაინტერესებული  მკითხველი გადადიოდეს პირველწყაროზე. ფოტოს შემთხვევაშიც საჭიროა მისი პირველადი ლინკის და ფოტოგრაფის სახელის ჩასმაც. წიგნიდან ციტატაც, ანალოგიურად, უნდა შეიცავდეს ავტორს, დასახელებას, გამომცემელს). ყოველ ახალ პოსტში აუცილებლად ამოწმებდა მსგავს “დეტალებს” და ყოველ ლექციაზე კიდევ ერთხელ გვახსენებდა, რომ დეზინფორმაცია მკითხველის უნდობლობას და, შესაბამისად, მის დაკარგვას იწვევს!

აქედან გამომდინარე, როდესაც ონლაინ სტატიებს ვკითხულობ, მოველი რომ მათი ავტორები: 1. გამოაქვეყნებენ სანდო ინფორმაციას; 2. აუცილებლად მიუთითებენ პირველწყაროს. ეს არის პროფესიონალური მიდგომა. რაც უფრო ცნობილია ჟურნალისტი, მით უფრო მეტად მჯერა რომ მისი სტატია ან პოსტი ამ ელემენტარულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.

პატივი ეცით საავტორო უფლებებს და ნუ გაუცრუებთ ნდობას მკითხველებს! წინააღმდეგ შემთხვევაში სწორედ “ოლეგ პანფილოვის სინდრომი” დაგემართებათ – საკუთარი სტატიის გაბანძება! გინდათ სხვისი დასაცინი გახდეთ? გინდათ საკუთარი რეპუტაცია სხვის იუმორს უმსხვერპლოთ?…

———-

ესეც თავად ლექსი, მთელი თავისი დიდებულებით.

ეს ლექსი შაჰქმნილია ტფილისელი კინტოს, ვინმე ბლუ არტურას მიერ მე 19-ე საუკუნის ბოლოს. სიმღერა იმღერება აშუღურ მოტივებზე და შესაბამისად დუდუკის თანხლებით. 

მა რად მინდა ეს კურტუმა
თუკი გაცს არ გამაადგა?
მაშინ მოკვდეს ბლუ არტურა
თუ ძმაბიჭებს არ წაადგა.
ძმანო ყველამ ვიდღეგრძელოთ
კაცს უკნიდან ვინც მაადგა
ყველა ბოლოს გამართლდება
ჩვენს ნათელ გზას ვინც დაადგა.

მისამღერი:
სილამაზის ტრფიალება მეკურტუმის ვალია
ყველა კაცი შინაგანად ნართის მრთველი ქალია
თვით ტფილისის ღენერალმა ჩვენი ჭიქით დალია
თანაყოფა სიამეა, უკაცობა გალია.

P.S. ლევანს კიდევ ერთი ლექსი აქვს, მსგავსი შინაარსის. და სადმე მსოფლიო მნიშვნელობის ფოლკლორისტის ნაშრომში ხომ არ ჩაგვეკვეხებინა? :)))

P.P.S. სტატიაში წარმოდგენილი ლექსის რუსული თარგმანი მომეწონა 🙂

ამერიკა-საქართველო: ეკლესიები


ამწუთას დავაფიქსირე რისგან ვისვენებ ამერიკაში:

შავებში ჩაცმული ქალობაგახუნებული ახალგაზრდებისგან

გოგოები, რომლებიც კოჭებამდე თალხ კაბებში არიან გამოწყობილი და მოგონილი (ან შეთვისებული) მწუხარე სახით საუბრობენ ცხოვრების ამაოებასა და საუკუნო ცხოვრებაზე

საქართველო – ქვეყანა, სადაც მარად მგლოვიარე მორწმუნეები ცხოვრობენ.

სადაც რწმენა ტანჯვასა და თვითგვემასთანაა გაიგივებული

სადაც რელიგია კასტებად დაყოფისა, ფუნდამენტალიზმისა და თვითიზოლაციის საფუძველი ხდება

სადაც გადასახადის გადამხდელებზე მეტი აქტიური პირჯვრისმწერელები გვყავს

სადაც მორალზე საზოგადოების ყველაზე ამორალური ნაწილი საუბრობს ხმამაღლა

სადაც ახალ-ახალი ეკლესიები შენდება, მრევლი კი შიმშილობის ზღვარზეა. ღმერთის სახელით მოთმინებას ითხოვენ მდიდრულ მობილურ-მანქანა-დაპატრონებული სასულიერო პირები

საქართველო – თალხი ქვეყანა მარადიული საწუხარით…

აქ “უმცირესობა” – “საძაგელისა” და “უუფლებოს” სინონიმია, გარეგნობას კი უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ჭეშმარიტ ღირებულებებს

თუ გგონიათ რომ ამერიკელები ქართველებზე ნაკლებად მოწრმუნენი არიან, ან მათზე ცოტა ეკლესიები აქვთ, ძალიან ცდებით. ცემი უნივერსიტეტის გარშემო ერთ პატარა მონაკვეთში 6 თუ 7 ეკლესიაა. სხვა ადგილებში – კიდევ უფრო მეტი. მეზობელ ქალაქში რომ ვიყავი, პატარა მონაკვეთი იმდენი ტაძარი დავინახე, თითები შემომელია მათ თვლაში :))

ზოგი მათგანი ძველია. ზოგი – შედარებით ახალი დაარსებული. მაგრამ ყველას ერთგული მიმდევრები ჰყავს

ზოგი მეტად ტრადიციული, სხვები – თანამედროვე ელემენტებით

ყველა იქ მიდის, სადაც გრძნობს, რომ მისი ადგილია. და ამის გამო ოჯახი, ნაცნობები, მეგობრები არასოდეს გაკიცხავენ

აქ ვხედავ ჯინსებში გამოწყობილ გოგოებს, რომლებიც თავდაუზოგავად სწავლობენ, ყოველ კვირა კი მსახურებებს ესწრებიან. ისინი არავის ახვევენ თავს საკუთარ რელიგიურ შეხედულებებს და არც თავს აბეზრებენ მეორედ მოსვლის საშინელი სურათებით

ამერიკაში ეკლესია ძლიერი სოციალური ორგანიზაციაა. აქ შეიძლება ვერ ნახოთ ხატები და ძვირფასი მორთულობები. ამერიკული ეკლესია, იქნება ეს ლუთერანული, მეთოდისტური, პრესბიტერიანული თუ სხვა რამ, რელიგიურ მსახურებასთან ერთად რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს. მღვდელი (minister) შეიძლება ქალიც გახდეს, მიუხედავად კანის ფერისა ან გარეგნობისა.

ამერიკაში ეკლესიები ეხმარებიან:

– სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს

– უსახლკაროებს

– წყვილებს განქორწინების პროცესში. ზოგჯერ აქაური პროცესები ძალიან მწვავე ემოციური და იურიდიული დავების ფონზე მიმდინარეობს. ეკლესიის მრევლის მოხალისე-მედიატორები კი ცდილობენ სანამ საქმე სასამართლომდე მივა, მანამ მოახერხონ მხარეების მორიგება.

– სტუდენტებს, განსაკუთრებით საერთაშორისო სტუდენტებს, რომელთა დიდი ნაწილი ჩამოსვლის შემდეგ დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა. ეკლესიები სთავაზობენ ჯგუფური თერაპიის უფასო სეანსებს, ასევე შეხვედრებს ამერიკელებთან ენის დახვეწისა და ადგილობრივი კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით. ხშირად აწყობენ ასევე გასართობ ღონისძიებებს – გასულ სემესტრში ადგილობრივ ნაკრძალში სწორედ ერთ-ერთი ეკლესიის ორგანიზებით წავედით ფეხსკურსიაზე.

– სკოლებს, სასწავლო დაწესებულებებს სათამაშო მოედნების მოწესრიგებაში, შენობების კეთილმოწყობაში

ეს ჩამონათვალი შეიძლება კიდევ უსასრულოდ გაგრძელდეს. მთავარი ისაა, რომ ამერიკაში ეკლესიის წარმომადგენლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ისინი შეიძლება არ ატარებდნენ ანაფორას, არ იზრდიდნენ წვერებს, მაგრამ მზად არიან ნებისმიერ დროს დაეხმარონ ადამიანებს. დადიან ჩვეულებრივი სამოსით, ვერც ვერც კი გამოარჩევ სხვებისგან. ზოგჯერ სამსახურებიც აქვთ, ეკლესია კი ალტრუისტული მისწრაფებების რეალიზაციის გზაა. ეს ხალხი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს.

იპოვეთ 10 განსხვავება? მე – კიდევ უფრო მეტი. საეკლესიო მოდელებით კარგად ჩანს ღია და ჩაკეტილი საზოგადოების პრობლემები.
პრობლემას და საწუხარი ის კი არ მგონია, ვის უფრო მეტი ლოთები, პროსტიტუტკები, ხელიდან წასული ქურდები, აღვირახსნილი სადისტები ან შეშლილობის ზღვარზე მყოფი ადამიანები ჰყავს;
არამედ ის, თუ როგორ ცდილობენ მათ მოგვარებას: ჩქმალავენ თუ ღიად საუბრობენ და გადაჭრის გზებს ეძებენ.
ეკლესია დიდი სოციალური კაპიტალია. ამერიკაში ვნახე მისი ეფექტური ფუნქციონირება და მინდა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ფსევდოღირებულებების ძალადობრივი გავრცელების სანაცვლოდ იგივეს აკეთებდეს.
რას იტყვით? რა გირჩევიათ, დღეში 100 დანთებული სანთელი თუ დაღუპვას გადარჩენილი 1 ადამიანი?

“როგორ გავაკეთოთ ქველმოქმედება სწორად”


ეს პოსტი ნინო ბექიშვილის ბლოგზე კომენტარად დავწერე – მისი პოსტის პასუხად “როგორ გავაკეთოთ ქველმოქმედება სწორად”. მაგრამ რადგან საკუთარი ჭკვიანოზობების ( 😀 ) შთამომავლობისათვის დაკარგვა არ მინდა (:D) გადავწყვიტე ჩემს ბლოგზეც გადმომეტანა. საკითხი ეხება რუსთავი 2-ის გადაცემის “ვის უნდა 20 ათასი” დახმარების ფორმის ეთიკურობას. ნინო ბექიშვილი თვლის, და მეც ვეთანხმები, რომ ეს ღირსების შემლახველი ფორმაა და შესაძლებელია ინფორმაციის და/ან ფინანსების უფრო კორექტულად მოპოვება/მიწოდება. თქვენ როგორ ფიქრობთ? წაიკითხეთ და განსაჯეთ

—————–

აფიშირებული ქველმომედების არ მწამს. ის, რაც რუსთავი 2-ზე ხდება არის ძალადობრივი ქველმოქმედება. ფულს ცინცლავენ იმას, ვისაც აკლია, ჩინოვნიკები კი, ნინოს თქმის არ იყოს, უკანასკნელი მარკის ავტომობილებს კიდევ უფრო უკანასკნელზე იცვლიან. ეს არის ხალხის ჯიბიდან ფულის ამოცლა და ერთი ადამიანის დახმარება. რამდენიმე კვირის წინ საკმაოდ მწვავე სტატიას წავაწყდი სწორედ ამ გადაცემის შესახებ, სადაც დასაბუთებულად ეწერა, რომ შემოსული თანხის 40%-ზე მეტი (შეიძლება გაცილებით მეტიც… შეუნდეთ ჩემს ბურუსით მოცულ მეხსიერებას, ზუსტი მონაცემი რომ არ შემორჩა) ვერ აღწევს იმ ადამიანამდე, რომლის დასახმარებლადაცაა განკუთვნილი. ეს ნაწილი მობილურ კომპანიებს, სახელმწიფოს და ა.შ. რჩებათ. ესეც აბსურდის კომედიის შემადგენელია.

მაინტერესებს, ვინ და როგორ განკარგავს შემოსულ თანხებს? ანუ იმას, რაც გადასახადების დარიცხვის და სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებების გასტუმრების შემდეგ რჩება. გინახავთ ვინმეს გამოჯანმრთელებული ადამიანების შესახებ გასული სიუჟეტები? მე არ მახსენდება და თქვენ?

საერთოდ კი, საზოგადოება, რომელსაც რელიგიურობის პრეტენზია აქვს, ქველმოქმედების საჭიროებაზე ასე ხმამაღლა და ხაზგასმულად არ უნდა საუბრობდეს. მოქალაქეების საბაზისო საჭიროებებით (მათ შორის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჯანდაცვის მომსახურებით) უზრუნვლეყოფა არა მხოლოდ სახელმწოფოს პირადპირი და კანონიერი ვალდებულებაა, არამედ საზოგადოების თითოეული წევრისაც. ამერიკაში ამიშების თემი თავად ზრუნავს მოხუცებსა და ავადმყოფებზე. ეს ცოტა სხვა ფენომენია, რელიგიური საზოგადოებაა, რომელიც ჯერ კიდევ ერთგულად მისდევს XVII-XVIII საუკუნეებში დაკანონებულ ნორმებს. თუმცა მისაბაძი სოციალური სტრუქტურა აქვთ. ასე გამართულად რომ მუშაობდნენ სახელმწიფო ორგანოები, მაშინ რაღა გვიშავდა.  ამიშებს მინიმალური შეხება აქვთ სახელმწიფოსთან, გადასახადებსაც არ იხდიან, ძველებურ ყაიდაზე ცხოვრობენ. არ მოიხმარენ ელექტროენერგიას და თავს ირჩენენ საკუთარი წარმოებით (ჩემს ბლოგზე დევს ამის შესახებ პოსტი). შესაბამისად, არ აქვთ სამედიცინო და სოციალური დაზღვევა. მაგრამ მათ შორის მოქმედებს პრინციპი – ერთი ყველასათვის, ყველა – ერთისათვის. დავრდომილებს მთელი თემი ინახავს და თუ რომელიმე მათგანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგება, ყველა აერთიანებს რესურსებს (მათ შორის ფინანსურსაც) მის გადასარჩენად. საქართველოში, სამწუხაროდ არ არის ასეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა არც სახელმწიფოს, არც მოქალაქეების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში სასიცოცხლოდ აუცილებელი მასაჟის გაკეთების პრობლემა არ დადგებოდა.

წესით რელიგიური ორგანიზაციებიც, პირველ რიგში მართლმადიდებლური ეკლესიაც უნდა ზრუნავდეს მრევლზე. ახალი ეკლესიების მშენებლობის მაგივრად ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების განვითარება არ იქნებოდა ურიგო.

მაგრამ როდესაც  ქვეყანაში ზნეობრივი და ეკონომიკური ბალანსი დარღვეულია, იქ ფარისევლური გადაცემების გაკეთებაც არ უნდა გაგიკვირდეთ. არანაკლებ ღირსების შემლახველი გადაცემა იყო ვა ბანკი. მდიდრები თავის კიდევ უფრო გამდიდრებას აყურებინებდენ ღარიბებს და მიუღწეველ უზრუნველ ცხოვრებას ახარბებდენ. ვინმეს აზრად მოსვლია ამის გაპროტესტება?…

ერთი შემთხვევის მერე განსაკუთრებით სკეპტიკურად ვუყურებ ხოლმე ე.წ. საქველმოქმედო საქმიანობას. ვეთანხმები ნინოს, ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანს ღირსება არ შეელახოს. რამდენიმე წლის წინ შევესწარი: დაგლეჯილს სამოსში ჩაცმული ბებოსთვის ვიღაც თმაშეღებილ მანდილოზავრს პერაშკის ყიდვა უნდოდა, ალბათ ფიქრობდა ეშიება და დავაპურებო. მოხუცმა ქალმა არ აიღო, შენ ის არ ხარ წეღან რომ გეხვეწე და ჩემგან მწვანილი არ იყიდე, ახლა შენი არაფერი არ მინდაო. იმ ბლანდინკას სახეზე დაეწერა, ვირო მადლიო, მაგრამ იმ ორიდან რომელი იყო ვირი, განსჯა თქვენთვის მომინდია.

მოკლედ, დახმარების ფორმაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შინაარსი. და ისიც გამიგია, “დახმარება”-ს რომ სთავაზობ ადამიანს, შეურაცხმყოფელიაო. ანუ “დახმარება” კი არა, ისეთი რამ უნდა შესთავაზო, რაც სჭირდება, მაგალითად – სამედიცინო მომსახურება, უკეთესი განათლება, წიგნები, ტანსაცმელი, საკვები… თანაც ისე, რომ ღირსება არ შეელახოს. მართლაც არ არის საჭირო განსაკუთრებული ხაზგასმა ადამიანის ფიზიკურ ან მენტალურ მდგომარეობაზე. შესაძლებელია ინფორმაციის მიწოდების კორექტული ფორმის მონახვა და/ან ისეთნაირად დახმარება რომ მან თავი დამცირებულად,  გარიყულად  კი არა, საზოგადოების განუყოფელ წევრად იგრძნოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჯანმრთელობის აღდგენას ეხება. ასე ძნელია?

მოგზაურობა ამერიკის წარსულში და უკან. IV – დარჩენილი სადგურები


კლივლენდის მოსაცდელი სადგური

აქაც აშკარა უმცირესობაში ვარ. სულ რამდენიმე თეთრკანიანი ვართ: მე, კიდევ ერთი ქალი, ერთი ახალგაზრდა, კიდევ ერთი ქალი და მამაკაცი 6-7 წლის ოქროსთმიანი ვაჟით. ეს საინტერესო ოჯახია. როგორც ჩანს, დედა თავისი შვილებით სადღაც მიემგზავრება. წკაპ