სამოტივაციო წერილების ნიმუშები


motivationეს-ეს არის გარკვეული ინფორმაციის ძებნისას სამოტივაციო წერილების ნიმუშების ბაზას წავაწყდი. წერილები ეკუთვნით ბრიტანული უნივერსიტეტების აპლიკანტებს, რეალურ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ პროგრამებზე აბარებდნენ გასულ წლებში. ზოგიერთი მათგანის ავტორი წარმატებით ჩაირიცხა სასურველ სასწავლებელში.

ამ ბმულზე ნახავთ სამოტივაციოების ნიმუშებს, რომლებიც რამდენიმე კრიტერიუმით შეგიძლიათ მოძებნოთ (სპეციალობა/თემა, უნივერსიტეტი, საერთაშორისო სტუდენტების და ა.შ.).

გაფრთხილება: Continue reading

Advertisements

როგორ დავიცვათ ინტელექტუალური საკუთრება Facebook-ში


gijmaj Screen Shot 2015-06-10 at 9.29.04 PM copyერთ-ერთ პოპულარულ ფეისბუქის გვერდზე საკუთარ ფოტოს წავაწყდი. Cover-ად ჰქონდათ დაყენებული. მივწერე  რომ ეს ჩემი ფოტო იყო და ავტორი მითითებინათ ან საერთოდ წაეშალათ. ამას არაფერი მოჰყვა. შემდეგ უკვე პირადად მივწერე იგივე თხოვნით. გვერდის ადმინმა პირდაპირ დამცინა, რა სისულელე მოთხოვნააო. ვნახოთ ამ “სისულელეზე” ფეისბუქს როგორი რეაქცია იქნება მეთქი გავიფიქრე და ფოტო დავარეპორტე. შედეგი: სულ რაღაც 3 საათის განმავლობაში ფეისბუქმა ფოტო წაშალა.

ნებისმიერი ფოტო, ვიდეო, აუდიო, ნახატი, ჩანაწერი (ე.წ. note), სტატუსიც კი, თქვენი გაკეთებული და ატვირთული ფაილი, სავაჭრო ნიშანი არის თქვენი ინტელექტურალური საკუთრება. იმ შემთხვევაშიც კი თუ ზედ © არ აწერია და თავისუფლად დევს ინტერნეტში, შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი გამოყენების შეზღუდვა, ავტორის მითითება ან სარგებლობისთვის/დარღვევისთვის ფულადი კომპენსაცია. ეს თქვენი კანონიერი უფლებაა. საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვაზე საავტორო უფლებათა ასოციაცია მუშაობს. მიუხედავად ამისა, ყველა ქეისის შესახებ მას ვერ დაუკავშირდებით (განსაკუთრებით თუ საქმე პოპულარულ ფოტოებს ეხება, თან დიდი რაოდენობით), და მცირე რამ თავადაც უნდა გააკეთოთ.  Continue reading

პლაგიატი როგორ.გე-ზე


ინტერნეტი საჯარო სივრცეა, მაგრამ აქაც მოქმედებს კანონები და ეთიკა. ეს ნიშნავს რომ სანამ ბლოგიდან, საიტიდან წაიღებ საავტორო მასალას, პირველ რიგში ავტორს უნდა ჰკითხო. და აუცილებლად უნდა მიუთითო მისი ვინაობა და წყარო. პლაგიატი ჟურნალისტისთვის ერთ-ერთი ყველაზე უარესი და სამარცხვინო დანაშაულია. ასევე ბლოგერისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც პროფესიონალიზმზე პრეტენზია აქვს. დასავლეთში პლაგიატი, სულ მცირე, რეპუტაციის შელახვას ნიშნავს. ასევე მოჰყვება მატყუარას სამსახურიდან გათავისუფლება (ასეთი შემთხვევებიც ბევრი ყოფილა) და სხვა ზომები.

საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ ისევე იცავს ბლოგზე გამოქვეყნებული ორიგინალურ ფოტო, ვიდეო, ტექსტურ თუ სხვა სახის პროდუქციას, როგორც ბეჭდურ თუ ტელე/რადიო მედიაში. კანონის დარღვევა იწვევს საკმაოდ სოლიდურ ფულად ჯარიმას. 

მნიშვნელობა არ აქვს ბლოგიდან უნერბართვოდ და წყაროს მიუთითებლად მთლიან  პოსტს წაიღებ თუ მის ნაწილს, ფაქტი ერთია – ინტელექტუალური საკუთრების უფლება ირღვევა!

გაიცანით კიდევ ერთი პლაგიატი, rogor.ge-ს ავტორი ირაკლი კვერნაძე, რომელსაც თავხედობა ჰყოფნის სხვისი ნაშრომი მიითვისოს და საკუთარი სახელიც მიუთითოს!

სამოტივაციო წერილის შესახებ 2010 წელს ჩემს ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტიდან დაკოპირებული აქვს პირველი აბზაცი, ხოლო დანარჩენი სხვა ბლოგიდან აქვს გადმოტანილი. ეს სულ ადვილია, ორიოდე დაწკაპუნებით “აკეთებს” სტატიას, სამაგიეროდ ფეხებზე ჰკიდია ჩემი და სხვა ავტორების მიერ ინფორმაციის ძიებასა და დამუშავებაში გატარებული დღეები!

ფაქტი:

2010 წელს გამოქვეყნებული ჩემი პოსტი:

copyright gijmaj

როგორ.გე-ზე დადებული სტატიის სქრინშოტი:

plagiarism

როგორ.გე-ს “როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილის” ტექსტის დანარჩენი ნაწილი აღებულია სტაფფგე-ს ბლოგზე 2011 წელს გამოქვეყნებული პოსტიდან.

ეს ოხერი, ბლოგზე რომ შემოდიხარ, ე.ი. კითხვა იცი ხომ? ბლოგის სათაურთან რომ გარკვევით აწერია “ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!” წესით უნდა ხედავდე და კითხულობდე. ასევე უნდა ხედავდე კონტაქტის ფორმას და დაკომენტარების ფუნქციას! ამის შემდეგ რაღა უნდა მოწერას და თხოვნას?

მოკლედ, თუ ვინმემ იცით ამ სამარცხვინო საიტის – როგორ.გე-ს ადმინისტრაციის კოორდინატები (იურიდიული მისამართი), გამაგებინეთ. საიტზეც რომ მიუწერიათ “ყველა უფლება დაცულია” და სხვის უფლებებს არღვევენ, მაინტერესებს როგორ დაიცავენ საკუთარს.

“კვირის პალიტრამ” ჩემი საავტორო უფლებები დაარღვია


ძალიან ძნელია ქართულ ინტერნეტ-სივრცეში საავტორო უფლებების დარღვევის ზუსტი სტატისტიკის დადგენა იმიტომ, რომ ამ მხრივ ქართულ მედიაში უკიდურესად დაბალი კულტურაა. საქმე ეხება როგორც ტექსტური მასალების, ასევე ფოტოების პლაგიატს. რა ადვილია: მოიფიქრებ თემას, დაგუგლავ, ერთი, ორი, სამი და დავალებაც შესრულებულია! მერე რა, რომ ძირითადი სამუშაო ვიღაც სხვამ გასწია, მერე რა რომ სტატიაზე თანდართული სურათი ავტორის ნამუშევარი არ არის. სამაგიეროდ სწრაფად და “ხარისხიანად” ხომ კეთდება საქმე!

ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ფოტოს, რომელიც 2012 წლის ივნისში გურგენიანის ჩანჩქერთან გადავიღე. ნაკრძალის შესასვლელთან ნიუ ჯერსის ნომრებიანი ვირის ურემის დანახვამ საკმაოდ გამამხიარულა. გადავიღე და თბილისის ფორუმზე ასვლის თემაში დავდე. ამ წლის განმავლობაში ფოტო ისეთი სერჩუალური გამხდარა, რომ “ურემის” ძებნის შემთხვევაში გუგლის პირველივე გვერდზე ხვდება. “პალიტრის” ავტორსაც უნახავს, აუღია და საიტზე აუტვირთავს – ავტორის, წყაროს მითითების გარეშე. რა ჰქვია ამას, თუ არა პლაგიატი?!

Screen shot 2014-01-03 at 5.13.05 PM

პატივცემულო პალიტრა, როდესაც ერთ კანონს აკრიტიკებ, მეორეს თავად არ უნდა არღვევდე! თავისუფალი პრესის პრინციპები პირველ რიგში, პასუხისმგებლობას გულისხმობს. მედია-ჰოლდინგი მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებით უნდა ხელმძღვანელობდეს, სხვისი მოწოდება არ უნდა სჭირდებოდეს რომ ნებისმიერ გამოყენებულ მასალაზე შესაბამისი ნაკადული მიუთითოს. მით უმეტეს რომ ფოტომასალა სოციალურ ქსელშია განთავსებული და ავტორთან დაკავშირება საკმაოდ მარტივად შეიძლება!

– კოლეგებო (ბლოგერებს ვგულისხმობ), თუ გქონიათ მსგავს შემთხვევასთან საქმე? ან თუ იცით ვინმემ ამ შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა შეიძლება დავაკისრო არაკეთილსინდისიერ “კვირის პალიტრას?” როგორ შეიძლება ვასწავლოთ სხვისი საავტორო უფლებების პატივისცემა “მაღალკვალიფიციურ” ჟურნალისტებს და გამომცემლობებს?

პ.ს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საავტორო უფლებების დარღვევაზე ვწერ. ადრე ჩემი ბლოგიდან სტატია წაიღეს უნებართვოდ და წყაროს მიუთითებლად. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ბლოგერი გამხდარა პლაგიატის მსხვერპლი.  და არა მხოლოდ ბლოგერი. ნებისმიერ ადამიანი შეიძლება “გაძარცვონ”, რომელიც საკუთარ გადაღებულ ფოტოს ან ნებისმიერ სხვა სახის პროდუქტს აქვეყნებს ინტერნეტ-სივრცეში.  ხომ უნდა იყოს რამე მექანიზმი, ინსტანცია, დაწესებულება, აგენტი, იურისტი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს და რომელიც პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება დაზარალებულებს… გამიზიარეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხს ეხება. იქნებ რაიმე შევცვალოთ.

ისევ პლაგიატი! როდემდე?!


ძალიან გაბრაზებული ვარ! მეტი რომ არ შეიძლება ისე!

საქმე იმაშია, რომ ეს-ესაა ჩემი ბლოგიდან მოპარული კიდევ ერთი პოსტი აღმოვაჩინე!

ამჯერად face.ge-ზე დამხვდა დაკოპირებული 2010 წელს გამოქვეყნებული ორი ყვითელი ამბავი

Face.ge-ზე ჩემი პოსტი უნებართვოდაა დაკოპირებული

როგორც ხედავთ, სათაურიც შეცვლილია, პოსტიც ორიგინალის ლინკიც და ავტორიც არ არის მითითებული. უფრო მეტიც, ტექსტის ნაწილიც ამოღებულია!

Face.ge-ზე ჩემი ბლოგიდან მოპარული ტექსტი დამახინჯებულია

ვიქნები გულმოწყალე და დავუშვებ რომ ტექსტის დამაკოპირებელ “პატივცემულ” პიროვნებას თვალში სინათლე აკლია და უზარმაზარი ასოებით გაკეთებული წარწერა ვერ შეამჩნია:

ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!

ვურჩევ ოფთალმოლოგთან დაუყოვნებელ ვიზიტს!!! გასიჯნავს და შესაბამის სათვალეს დაუნიშნავს!!! შემდეგ უკვე აღარაფერი გამორჩება!!!

იქნებ ვერ გაიგო დაწერილი?… როგორ გგონიათ? არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოში იმდენად წყალწაღებული განათლების სისტემაა, ელემენტარული სიტყვის მნიშვნელობებს არ ასწავლიან… ან “ავტორი” გონებრივ შესაძლებლობებში შემეპაროს ეჭვი…

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ბლოგიდან მოიპარეს ჩემი პოსტი და საავტორო უფლებების დარღვევებით დადეს “საკუთარ” გვერდზე!

ვერ გიტანთ!!!!

ვერ გიტანთ უფანტაზიო ლუზერებო რომლებსაც საკუთარი აზრის ნასახიც არ გაგაჩნიათ!!

ვერც თქვენ გიტანთ უნამუსო ადამიანებო, ვინც ძალით იბრმავებთ თვალებს და სხვის ნამუშევარს თქვენად ასაღებთ!!!!

რა სამწუხაროა, რომ თქვენი პასხისგებაში მიცემა არ შემიძლია!

თუ წერის ნიჭი არ გაქვთ, სხვისას მაინც ნუ იჩემებთ!!!

ბლოგერებო, თქვენც გქონიათ პოსტების მოპარვის მცდელობა? როგორ გაართვით თავი სიტუაციას?

———————

პ.ს. დაკოპირების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიეთითოს ავტორის სახელი და ბმული – ელემეტარული ეთიკის ნორმაა. ამას გვიჩიჩინებდა წამდაუწუმ ჩემი ონალინ პიარის პროფესორი. და რომც არ ეთქვა მგონია რომ ისედაც ყველამ უნდა იცოდეს. ილია ჭავჭავაძის ან ერეკლე დეისაძის ციტირებისას თუ აუცილებლად სიამაყით მოიხსენიებთ მათ სახელებს, ბლოგერებმა რა დააშავეს?… თუ ჩვენი აზრები აზრებად არ ითვლება? ოლოლო თქვენა, ვერ გამოიცანით! ჩემი გენიალური პოსტები არავისთვის მემეტება!  წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი მათგანის გაუფრთხილებლად დაკოპირებისა!! თუ არ ვიცი რა სახის ვებსაიტზე უნდა დაიდოს! სასტიკი წინააღმდეგი ვარ ერთუჯრედიან გაცნობის საიტებზე ვიღაცის პროფილებში და “ბლოგებზე” გამოჩენისა!!! დაიმახსოვრეთ!!!!

————-

პ.პ.ს. სანამ ამ პოსტს ვწერდი, Face.ge-ს მოდერატორმა ჩემი თხოვნა დააკმაყოფილა და ზემოთხსენებული ბლოგი წაშალა. გმადლობ, ადმინ. მაგრამ ეს არ ცვლის პრობლემის არსს: პლაგიატობა ქართულ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულია! არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი კიდევ არაერთი პოსტი იყოს სადმე ვინმეს დაჩემებული… და არა მხოლოდ ჩემი… ნებისმიერი ბლოგერის ყოველი ახალი პოსტი რისკის ქვეშაა – რომ მას ვიღაც წაიღებს და უნამუსოდ ავტორობას დაიბრალებს! არ მაინტერესებს ვინ არიან პოსტის ქურდები – ასაკოვანი პრაფესორები, აზაბოჩენი თინეიჯერები, დაბოღმილი ლუზერები თუ სხვები! მინდა რომ საქართველოში ადამიანები სხვის შრომას აფასებდნენ!!! დიახ, ბლოგის დაწერაც შრომაა! მას სჭირდება დრო, წარმოსახვა, ენთუზიაზმი, განათლება, კონკრეტული უნარები… როგორ გგონიათ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ პოსტების ქურდობა აღიკვეთოს?

გეგულებათ რამე ინსტიტუციონალური მექანიზმი, ან ტექნიკური საშუალება, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ჩვენი პოსტები დაგვეცვა?