მოგზაურობა ამერიკის წარსულში და უკან. IV – დარჩენილი სადგურები


კლივლენდის მოსაცდელი სადგური

აქაც აშკარა უმცირესობაში ვარ. სულ რამდენიმე თეთრკანიანი ვართ: მე, კიდევ ერთი ქალი, ერთი ახალგაზრდა, კიდევ ერთი ქალი და მამაკაცი 6-7 წლის ოქროსთმიანი ვაჟით. ეს საინტერესო ოჯახია. როგორც ჩანს, დედა თავისი შვილებით სადღაც მიემგზავრება. წკაპ

მოგზაურობა ამერიკის წარსულში და უკან. III – აკრონიდან კლივლენდამდე


მძღოლმა შუქი ჩააქრო. გარეთ ვიხედები და გარემოს ვათვალიერებ. უფრო დიდ გზებზე და გაშლილ სივრცეებში გავდივართ. ნუთუ არარელიეფურია ამერიკა? საქართველოს მთებს და ველებს რომ ვადარებ, აქაურობა ძალიან უფერული მეჩვენება. სულ ვაკეა, თანაც იმდენად ერთნაირი შენობები, მანძილომეტრზე მზარდი მილები რომ არა, შეიძლება ვერც კი მიხვდე რომ სხვა ქალაქში იმყოფები. უზარმაზარ სავაჭრო ქსელებს დაპყრობილი აქვთ ამერიკის მთელი ტერიტორია. წკაპ

მოგზაურობა ამერიკის წარსულში და უკან. II – აკრონის მოსაცდელი დარბაზი


ბედობის დღის გჯერათ? თუ ასეა, გამოდის რომ მოგზაურობა დავიბედე მთელი წლის განმავლობაში. 14 იანვარს დავიწყე და უილიამსბურგში 15-ში ჩავედი, მანამდე კი იყო დიდი გზა და პატარა ქალაქები… აკრონი, ჩემი პირველი გაჩერება დაახლოებით 50 წუთის შემდეგ მოვიდა, სადაც საათზე მეტი მომიწია მორიგი ავტობუსისთვის ლოდინი. ეს ჩანაწერიც ქაღალდის ნაგლეჯზე გავაკეთე, მოსაცდელ სადგურში. წკაპ

მოგზაურობა ამერიკის წარსულში და უკან. I – შესავალი


ბოცო და გვანცა გახსოვთ? საბავშვო ჟურნალი ”დილას” გმირები იყვნენ, რომლებიც საქართველოს ისტორიაში მოგზაურობდნენ ხოლმე. ეწვეოდნენ რომელიმე მეფეს, გმირს ან მონაწილეობას იღებდნენ მნიშვნელოვან პროცესებში. ნახატები, რომლებიც ამ მოვლენებს ასახავდნენ, ბავშვებს ისტორიის გაცნობაში ეხმარებოდნენ. მეც რაღაც ამგვარ ზღაპარში ამოვყავი თავი, ოღონდ, როგორც ვეიქელი სვეტლანები ამბობენ ხოლმე, მართლა. Open-mouthed smile როდესაც მეგობარს უილიამსბურგში ვიზიტზე ვთანხმდებოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი არაჩვეულებრივი გარემო შეიძლებოდა მენახა. წკაპ

ფურცლის კიდეებზე მიჯღაბნილი ფრაზები


ფურცლის კიდეები მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური გამოგონებაა. ისინი ინახავენ წამებში დაჭერილ აზრებს, ფრაზებს, ჩანახატებს. წკაპ