აპრილის მარაზმები


სანამ აპრილის მარაზმების შესახებ წაიკითხავდეთ, გაიხსენეთ ჩემი ძველი პოსტი. ამჯერად მარაზმების ისტორიას ორ ეპიზოდს შევმატებ, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან დამახასიათებელია ქართული საზოგადოებისათვის.

1. საჯარო ბიბლიოთეკაში:

საჯარო ბიბლიოთეკის წესები გეცოდინებათ – გამოწერე წიგნი, დაჯექი, წყნარად იმუშავე. დარბაზში არ შეიძლება ტელეფონზე და ერთმანეთში საუბარი. გაგისკდა სიყვარულის ბუშტი – გარეთ დაიცალე. გინდა ვინმეს საქმეზე ელაპარაკო – მიბრძანდი გარეთ. მიეცი საშუალება სხვებს, იკითხონ.

შემთხვევა:

წკრრრრრ – ზარის ხმა ისმის. ესეც არაა მაინცდამაინც სასიამოვნო – ვიღაცამ არ იკადრა ტელეფონისთვის ხმა გამოერთო და ვიბრაციაზე დაეყენებინა.

არ განძრეულა, ისე უპასუხა და ლაპარაკი დაიწყო. 50+ ასაკის კაცი იყო.

– იცით აქ ლაპარაკი არ შეიძლება, – მიუბრუნდა წინ მჯდომი ახალგაზრდა.

– შენ დაბადებულიც არ იყავი მე რომ.. – რაღაც აზრი დაიწყო კაცმა.

არაადეკვატურობის პიკი! თურმე როგორ აკადრეს დამსახურებული შენიშვნა! მერე რა რომ სხვა მკითხველები ფეხებზე ჰკიდია და წესები მისთვის იმიტომ არის, რომ დაარღვიოს!

ვინ მეტყვის რომ ვცდები, როცა მგონია, რომ ადამიანი, რომელიც გაურკვეველ ღირებულებებზე აპელირებით უპასუხისმგებლობის გამართლებას ცდილობს, სახელმწიფოს ვერ ააშენებს.

2. გურჯაანის ტელევიზიის სიუჟეტი

არ მესმის, გურჯაანის ტელევიზია მასხარაობს თუ სერიოზულად ჰგონია, რომ ეს სიყვარულის რომანტიკული ისტორიაა:

თვითონ სიუჯეტი რამდენიმე დიდი სტატიის თემაა. თუმცა ამ კონკრეტულ პოსტში მოკლედ შევეხები ძირითად საკითხებს:

1. უვიცი მედია!

2. ქალთა მიმართ სტრუქტურული ძალადობა!

3. სამართალდამრღვევი სამართალდამცავები!

დავუშვათ ჟურნალისტს ახალგაზრდობა და გაზაფხული გონებას უბნელებს, ქალური სოლიდარობის გრძნობას უჩლუნგებს და თანაგრძნობისუუნაროს ხდის. მაგრამ რატომ არის გულქვაობის ვირუსი მოდებული მთელ ტელევიზიაში? დავიჯერო, რომ ერთი ადამიანიც არ მოიძებნა, რომელსაც ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა გაახსენდებოდა? ან უბრალოდ თავს იმ ქალის ადგილზე წარმოიდგენდა, ვისაც საკუთარი სურვილის წინააღმდეგ შეაქმნევინეს ოჯახი?! ეს სიუჟეტი გურჯაანის ტელევიზიის სირცხვილია – მათი, როგორც მედია საშუალებისა და მოქალაქეების!!! 

მსგავსი სიუჟეტებით ქალთა მიმართ სტრუქტურული ძალადობის წახალისება ხდება და ჟურნალისტების უვიცობაზე მეტყველებს. როგორც ჩანს, მიუხედავად ქართული “დამოუკიდებელი” მედიის ხანგრძლივი არსებობისა, მათთვის ჩატარებული უამრავი ტრენინგ-კურსისა, ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი აქვთ სასწავლი ქართველ ჟურნალისტებს!! 

ეს “სიყვარულის იდილია” არაპროფესიონალიზმისა და სამოქალაქო უპასუხისმგებლობის პიკია!  მამაკაცის მონოლოგი, რომელიც ქალს აზრის გამოთქმის საშუალებას არ აძლევს! ანას ერთდროულად აჩუმებს ქმარი – თავისი “ბედნიერი” რეპლიკებით და ჟურნალისტი – “სასიყვარულო” უვიცი კითხვებით, მიკერძოებული სიუჟეტით.

ვუყურებ და ისეთი გრძნობა მრჩება, რომ არშემდგარ სახელმწიფოში ვცხოვრობ. და რომ პოლიციამ შეიძლება ჩემი დაცვის მაგივრად გაიცინოს და მოძალადეს სახლის კარამდე მხიარულად მიაცილოს….. ანუ ორგანო, რომელსაც წესირგის დაცვა  ევალება, თავად გახდეს ძალადობის წამქეზებელი.

ტეხავს!!!
უფრო მეტიც, ერის სირცხვილია, რომ
1. მოტაცება ჯერ კიდევ არსებობს!!! ეს არის ძალადობა!!!
2. რომ მოტაცებული ქალი მომტაცებელთან უნდა დარჩეს და არასასურველ კაცს ცოლობა გაუწიოს!!! ეს არის კიდევ უფრო მეტი ძალადობა!!! ოჯახის, თემის, საერთოდ – საზოგადოების. ამას სტრუქტურული ძალადობა ჰქვია! და ბევრი უბედურების მიზეზია.
3. რომ პოლიცია, რომელსაც მოქალაქეთა უფლებების დაცვა ევალება, თავისი გულგრილობით დანაშაულს უწყობს ხელს!!!
4. მედია, რომელიც ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე უნდა იდგეს, სიყვარულის შირმით ძალადობის პროპაგადას ეწევა!!! აღმაშფოთებელია გურჯაანის ტელევიზიის ეს კონკრეტული სიუჟეტი და საკითხის მიმართ მიდგომა.

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ შემახსენებს, რომ მოტაცების სტატისტიკა მოვძებნო. თუმცა საეჭვოა სადმე დაფიქსირებული იყოს მოტაცებით “გაბედნიერებული” ქალების რაოდენობა. ეს სენსიტიური საკითხია, რაზეც ოჯახები დუმილს ამჯობინებენ. როგორ ფიქრობთ, საშველი სად არის?

მარაზმული მიმართვა გიჟმაჟ-პრესის მკითხველებს


მკითხველო,
მადლობა შესწირე მაღალ ღმერთს, რომელმაც ამ დღემდე მოგიყვანა და ბლოგის წაკითხვის საშუალება მოგცა
მადლობა შესწირე ვასასი ბიცოლას, რომელმაც დამტაგა და ამ მარაზმის წერა “მაიძულა” 😀
მადლობა შემწირე მეც, რომელიც ზემოთხსენებული ორი უზენაესი არსების ნებას ულაპარაკოდ დავემორჩილე წკაპ

ორი ქართული მარაზმი


შეიძლებოდა ამ ფოტოების უკომენტაროდ დადებაც, მაგრამ ძნელია ცდუნებას გავუძლო 🙂 ორივე თბილისის ქუჩებშია გადაღებული და არეული თანამედროვეობის ნათელი მაგალითია. წკაპ

თბილისური ზღაპარი


ზღაპრულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მთაც გვაქვს და ბარიც, უდაბნოც და მდინარეებიც. უცხოელებს აღაფრთოვანებთ ჩვენი სამი (ხინკალი, ხაშლამა და ხაჭაპური) და სამი (სტუმართმოყვარეობა, სუფრა და სადღეგრძელოები), მაგრამ ძალიან აწუხებთ სამი (ყურადღება. ყოყოჩობა და ყლეობა ) :D. ჩვენ კი ეს ყველაფერი ძალიან გვიხარია, უფროდაუფრო მეტს ვცდილობთ ტურისტების მოსაზიდად და თავის მოსაწონებლად. წკაპ

რატომ არ ვწყალობ მწერალთა კავშირს


რა დაგიშავეს მოხუცებმაო, გულდაწყვეტილად მკითხა როდრიგომ მეზობელ ბლოგზე, როცა მწერალთა კავშირზე დავწერე რით ვერ დასამარდა-მეთქი ერთხელ და სამუდამოდ ეგ ცოცხლად მკვდარი ორგანიზაცია. წკაპ

წარმატების საიდუმლო


წარმატება შემაწუხებელია იმიტომ, რომ როცა წარუმატებელთა არმია გაიგებს თუნდაც ერთი წარმატებული ადამიანის შესახებ, იწყებს: წკაპ

ყველაფერი კარგად იქნება


ამ ფილმის შესახებ საუბარს ერთი და იმავე ფრაზით ვიწყებ: რომ ეს უბანძესი ფილმია, საშინელებაა!!! მაგის ყურებას სჯობია მონსტრებზე და ჰიპოპოტამებზე დოკუმენტურ ფილმს უყურო, იმიტომ რომ იქ მეტი ფანტაზიაა.

Continue reading