სახელობითი სტიპენდიის კონკურსი სტუდენტებისთვის


საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აუდიტორული კომპანია – “კაპტო ჯგუფი” აცხადებს სახელობითი სტიპენდიის კონკურსს საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მესამე კურსის ბიზნესის, ეკონომიკისა და იურიდული მიმართულებების სტუდენტებისთვის.

კონკურსის მონაწილე საუკეთესო სამეული დაჯილდოვდება სხავადასხვა ოდენობის ერთწლიანი სტიპენდიით. ხოლო საუკეთესო ხუთეულს ექნება “კაპტო ჯგუფში” სტაჟირების შესაძლებლობა, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

მიიღე მონაწილეობა კონკურსში და გახდი კაპტო სტიპენდიანტი ან/და კაპტო თანამშრომელი.

დაგვიკავშირდი, რომ თავად დარწმუნდე – ეს არის კავშირი წარმატებითვის.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების ბიზნესის, ეკონომიკისა და იურიდიული მიმართულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც 2012-2013 სასწავლო წლისათვის იმყოფებიან მესამე კურსზე.

კონკურსის ფორმატი:

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

პირველი ეტაპი:

თუ გსურს კონკურსში მონაწილეობა, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და კითხვარი. შევსებული რეგისტრაციის ფორმა და სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის ასლი გადმოგზავნეთ ელ. მისამართზე: competition@rsmcapto.ge არაუგვიანეს 2012 წლის 14 დეკემბრისა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ შენს მიერ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებ მარტივ დავალებას და მისი შესრულების ვადებს. ამ დავალების შესრულების ხარისხი განაპირობებს კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასვლას.

პირველ ეტაპში მონაწილეობას იღებს ყველა, ვინც შევსებულ სარეგისტრაციო ფორმასა და სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის ასლს გადმოგვიგზავნის.

მეორე ეტაპი:

კონკურსის მეორე ეტაპის მონაწილეებმა უნდა დაწერონ და წარმოადგინონ ბიზნეს იდეა და გეგმა. ბიზნეს გეგმის კრიტერიუმებსა და მისი შესრულების ვადებს შეგატყობინებთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ბიზნეს იდეებსა და ბიზნესის გეგმებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ბიზნესის მიმართულების ლექტორებითა და წარმატებული ბიზნესმენებისაგან. წარმატებული მონაწილეები გადავლენ კონკურსის მესამე ეტაპზე.

მესამე ეტაპი:

კონკურსის მესამე ეტაპის მონაწილეებმა კომპანიის მიერ მოწვეული ექსპერტების, ჟიურისა და სტუდენტების წინაშე უნდა ჩაატარონ თავიანთი ნაშრომების პრეზენტაცია.

დაჯილდოება:

გაიმართება დაჯილდოების ცერემონია. კონკურსის მესამე ეტაპის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სიგელით. დასახელდება კონკურსის მონაწილე საუკეთესო ხუთეული.

პირველი ადგილი – 200 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია 1 წლის მანძილზე
მეორე ადგილი – 150 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია 1 წლის მანძილზე
მესამე ადგილი – 100 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია 1 წლის მანძილზე.

საუკეთესო ხუთეულს ექნება “კაპტო ჯგუფში” დასაქმების შესაძლებლობა.

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსთან დაკავშირებული სიახლეები მუდმივად განთავსდება ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ამიტომ დაგვიმეგობრდი: http://www.facebook.com/RSMCapto

შევსებული რეგისტრაციის ფორმა და სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის ასლი გადმოგზავნეთ ელ. მისამართზე: competition@rsmcapto.ge არაუგვიანეს 2012 წლის 14 დეკემბრისა.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდი ტელეფონის ნომერზე: (995 32) 2 558899, 558 904199.

capto-scholar-reg-form

კონკურსი სტუდენტებისთვის


ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი აცხადებს კონკურსს საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების თემებზე სტუდენტების მიერ შექმნილი საუკეთესო საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის (Policy Paper) გამოსავლენად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არის საქართველოს ან სხვა ქვეყნის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა თავიანთი ნაშრომები ფონდში უნდა წარადგინონ (ელ-ფოსტა: lmf.papers@gmail.com) არაუგვიანეს 2012 წლის 25 ნოემბრისა. ნაშრომს უნდა დაერთოს სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისა და ფაკულტეტის დასახელება.

სავალდებულოა, რომ დოკუმენტი მომზადდეს ქართულ ენაზე, შედგებოდეს არაუმეტეს 4000 სიტყვისაგან, შენიშვნებისა და კომენტარების (footnotes) ჩათვლით. ნაშრომს უნდა დაერთოს ბიბლიოგრაფია. ნაშრომი უნდა შეიცავდეს შემდეგ თავებს: რეზიუმე, შესავალი, პრობლემის დასმა (აღწერა), პრობლემის გადაჭრის გზები (ალტერნატივები), რეკომენდაციები, დასკვნა, დანართი (ბიბლიოგრაფია).

სტუდენტის მიერ გამოგზავნილ ელ – ფოსტაში უნდა იყოს ერთი PDF დოკუმენტი, სადაც იქნება პირადობის მოწმობის ასლი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისა და ფაკულტეტის დასახელება და საკონკურსო ნაშრომი.

ნაშრომის შეფასება:

ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებია:

** საკითხის აქტუალობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ნაშრომში მოყვანილი არგუმენტების დამტკიცების უნარი;
** სტრუქტურის სწორად განსაზღვრა;
** გამოყენებული ლიტერატურის ხარისხი და მრავალფეროვნება;
** აკადემიურად წერის კულტურა;
** ნაშრომის გაფორმება;
** პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში სტუდენტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან და ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ფონდის მიერ ჩატარებულ მსგავს ღონისძიებებში. ნაშრომებს განიხილავს ლევან მიქელაძის ფონდთან არსებული საკონკურსო კომისია.

დაჯილდოება:

საუკეთესო ნაშრომის ავტორს გადაეცემა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის სიგელი და ფულადი ჯილდო 500 ლარი. კონკურსში ორ სხვა გამარჯვებულს (მეორე და მესამე ადგილი) – სიგელები და თითოეულს 250 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომები ვერ დააკმაყოფილებს კომისიის მოთხოვნებს, ფონდი იტოვებს უფლებას, არ გასცეს სიგელი და ჯილდო.

გამარჯვებული ნაშრომების ავტორებმა სლაიდების (პროგრამა – power point) მეშვეობით, ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტებისა და სტუდენტების წინაშე უნდა ჩაატარონ თავიანთი ნაშრომების პრეზენტაცია, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია და დაჯილდოების ცერემონიალი.

აღნიშნული ღონისძიება გაშუქდება მედიის საშუალებით. გამარჯვებული ნაშრომები განთავსდება ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ვებ-გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 298 4161
ელ-ფოსტა: lmf.papers@gmail.com

კონკურსი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის


სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “ნაკრესი”, “Fauna and Flora International” აცხადებენ კონკურსს გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის.

პროექტი: “საქართველოს მტაცებლების კონსერვაციის პროექტი”.

მიზანი:

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი, მდგრადი განვითარებისა და კონსერვაციის საკითხებზე კვალიფიციური ჟურნალისტიკის წახალისებით და გამოავლინოს ნამუშევრები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, პოზიტიური გავლენა მოახდინონ აუდიტორიაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბეჭდვით, რადიო, ტელე და ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, ასევე, ბლოგერებს.

წარმოდგენელი ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

** ეხებოდეს გარემოსდაცვით, მდგრადი განვითარების ან გარემოს კონსერვაციის თემებს;
** იყოს დაბეჭდილი, გასული რადიო/ტელე ეთერით ან ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისათვის ქართულ ენაზე, ინტერნეტის საშუალებით;
** ნამუშევრები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2012 წლის 14 მარტიდან 2012 წლის 23 აპრილამდე პერიოდში;
** მიიღება როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური და, ასევე, ბლოგზე განთავსებული ნამუშევრები.

ნამუშევრების წარმოდგენა:

** სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი უნდა მოგვაწოდოთ DVD-ზე ან CD-ზე ჩაწერილი ან გამოგვიგზავნოთ სიუჟეტის ბმული ელექტრონულ ფოსტაზე;
** ბეჭდვითი მედიის ჟურნალისტებმა უნდა წარმოადგინონ გაზეთის ან ჟურნალის ასლი, სადაც მასალა გამოქვეყნდა ან გამოგვიგზავნონ ნამუშევრის ფოტოასლი ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
** ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მოწოდება შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე საკონკურსო მასალის ბმულის გამოგზავნით.

ნამუშევრები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: public.relations@nacres.org

ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს:

** ბიომრავალფეროვნება (განსაკუთრებით ცხოველთა ველური სახეობები)
** დაცული ტერიტორიები;
** გარემოს ცვლილებები;
** მდგრადი განვითარება;
** ადგილობრივი ტრადიციები, კულტურა და გარემოს დაცვა.

ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

** აქტუალურობა და გავლენა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე;
** ორიგინალურობა;
** ობიექტურობა;
** გამართული გადმოცემის სტილი;
** ნაშრომის სოციალური და ეკონომიკური კონტექსტი;
** მეცნიერული სიზუსტე.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგ პრიზებით:

პირველი ადგილისათვის – 1000 ლარი
მეორე ადგილისათვის – 700 ლარი
მესამე ადგილისათვის – 400 ლარი.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 23 აპრილი, 2012 წ.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ელფოსტა: public.relations@nacres.org
ტელ: 2 233706, 2 537125 (09:00-დან 14:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა)
საკონტაქტო პირი: თამარ ბორცვაძე

სახეობათა კონსერვაციის ცენტრი (NACRES) არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია. ცენტრის ძირითადი მიზანია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობა. ცენტრის საქმიანობა ეფუძნება სამეცნიერო კვლევებს და ხორციელდება საქართველოს რეგიონებში ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების წახალისების, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და ბუნების დაცვით საქმიანობაში მათი ინტენსიური ჩართვის საშულებით.

ახალგაზრდული სამეცნიერო პროექტების კონკურსი


ფონდი “საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები” აცხადებს სამეცნიერო პროექტების მიღებას ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე წარსადგენად. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ 15-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სამეცნიერო ნაშრომის მოკლე/ძირითადი შინაარსი (abstract). შემდეგ ჩატარდება დასწრებული ტური, სადაც პროექტების ავტორებმა მოწვეული ჟიურის წინაშე უნდა წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები (stands). დასწრებულ ტურში გამარჯვებული პროექტები ნომინირებული იქნება ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2012 წელს ჩატარდება ქ. ბრატისლავაში, სექტემბრის ბოლოს. კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ანაზღაურებს ევროკავშირი.

პრიორიტეტი მიენიჭება ორიგინალურ და ინოვაციურ პროექტებს.

სამეცნიერო აბსტრაქტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ. მისამართზე: eucontest24@gmail.com 2012 წლის 26 მარტის ჩათვლით.

კონკურსი ჟურნალისტებისთვის თემაზე: “თანადგომის ისტორიები”



together1დედლაინი: 20 აპრილი, 2011

საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის ხიდი “ქართლოსი” ქართულ-ოსური დიალოგის ფარგლებში აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის თემაზე: “თანადგომის ისტორიები

კონკურსის მიზანი: ქართულ-ოსური დიალოგის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსის პირობები: კონკურსში მიიღება მხოლოდ სტატიები. არ მიიღება რადიო, ტელე ან სხვა სახის ჟურნალისტური პროდუქტი . მნიშვნელოვანია რომ საკონკურსო სტატია არ უნდა იყოს გამოქვეყნებული რომელიმე მედიასაშუალებაში. საუკეთესო სტატიები გამოქვეყნდება წიგნში “თანადგომის ისტორიები”. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ჟურნალისტს, მიუხედავად მისი სამუშაო ადგილისა. საკონკურსო მასალის შემოტანა შეუძლიათ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს და მოყვარულ ჟურნალისტებსაც. წკაპ