ბაგინეთი და კარსანი, კიდევ ერთხელ


სილამაზე, სიმშვიდე, მცხეთისა და ჯვრის მონასტრის არაჩვეულებრივი ხედი, ანტიკური ხანის აბანოები და წარმართული ტაძრის ნანგრევები… საოცარი გარემო – ეს ყველაფერი ბაგინეთის კომპლექსში შეგიძლიათ ნახოთ. ალაგ-ალაგ საინფორმაციო დაფებია დაამგრებული, რომლებიც მისი შემადგენელი ნაწილების დანიშნულებას ხსნიან.

ბოლოს აქ სამიოდე წლის წინ ვიყავი. მაშინდელი ფოტოები და პოსტი შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე. მას შემდეგ რამდენიმე ცვლილება შევამჩნიე: პირველ რიგში, შესასვლელთან ერთ-ერთი საინფორმაციო დაფა დაზიანებულია. ცარიელი ჩარჩოა შემორჩენილი.

Continue reading

ადგილები ერთდღიანი გასვლებისთვის


1 დღე ან რამდენიმე თავისუფალი საათი რომ გაქვს და სადმე ახლოს გინდა, გასვლა, ამ პოსტში ისეთი ადგილების შესახებ წაიკითხავთ. ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, არასრულია. შეგიძლიათ თავად შეავსოთ და დაამატოთ. 🙂 თბილისთან ახლოს, მანქანით ან ფეხით სავალ მარშრუტებზე მოწყდებით ქალაქის ხმაურსა და ალიაქოთს, დაისვენებთ ბუზღუნა უფროსისგან, გამონაბოლქვისგან, სამსახურისგან ან უბრალოდ დროს გაატარებთ ოჯახთან/მეგობრებთან. აქ მიღწევაც იოლია – უმეტეს ადგილას საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის.

მცხეთა – პატარა, ლამაზი, კოხტა ქალაქი სვეტიცხოველით და არსენა ოძელაშვილის ომახიანი ძეგლით. ბებრის ციხის მონახულებაც არ დაგავიწყდეთ. სამთავროს დედათა მონასტერსაც შეგიძლიათ ეწვიოთ და, თუ ტრანსპორტი გაქვთ, შიო მღვიმესაც.

არმაზი – საფეხმავლო, საკმაოდ იოლი მარშრუტია. შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს წასვლა. მოსანახულებელი ადგილები: ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი და არმაზის ციხე. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ დაწვრილებით ინფორმაციას.

ბირთვისი – არ ვიცი კიდევ სადმე თუ არსებობს ასეთი საოცარი ადგილი. ცამდე აზიდული უზარმზარი ლოდები ბუნებრივი სიმაგრეს ქმნიან, რომელსაც მტერი ვერაფერს აკლებდა. დედაციხიდან და შეუპოვარიდან არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ბილიკები მარკირებული არ არის და გზის არმცოდნე შესაძლოა დაიკარგოს.  დედაციხიდან შესაძლებელია კოჯრის ციხის დანახვა. როგორც ამბობენ, ძველ დროში ეს ციხეები ერთმანეთს სანიშნე ცეცხლით ატყობინებდნენ მტრის შემოსევის შესახებ.  Continue reading

კარსანი


ინტერნეტში ძალიან მწირი ცნობებია კარსანის შესახებ – დასახლების, რომელიც თბილისიდან 15-იოდე კილომეტრში მდებარეობს. საჯარო ბიბლიოთეკის (ელექტრონულ) კატალოგებშიც კარსანის შესახებ წიგნები არ იძებნება. ადგილი გარკვეულწილად მისტიფიცირებულია, ვიკიპედიაში არსებული ინფორმაციაც მოკლე და გაურკევეველია, მისი ნაწილი თვითმხილველების გადმოცემებს ეფუძნება:

Screen Shot 2015-03-03 at 2.21.43 PM

ძველი შენობა ჯერ კიდევ ძალიან ლამაზად გამოიყურება. წინ აუზია (რომელსაც ფოტოზე ბუჩქები ფარავს).

IMG_0484

ოთახები, დერეფნები, ავეჯი, აღჭურვილობა – განადგურებულია. დაქცეული, ჩანგრეული, ჩამპალი სართულები, დამტვრეული ფანჯრები და კარებები, უკაცრიელი დერეფნები… 2007 წელს ოთახებში შემორჩენილი იყო პაციენტების პირადი ნივთები – კედელზე მიკრული კალენდრები, რვეულები, ჩანაწერები, ფოტოალბომები… ახლა ეს ყველაფერი ნანგრევებშია ჩამარხული.

კარსანი

ჟანგიანი კაუჭები, დრო-ჟამისაგან შეხალული კედლები, დახეთქილი საღებავი  კიდევ ერთხელ ახსენებს მნახველს რომ “დრონი მეფობენ”……

ტუბდისპანსერის კედლები დახეთქილია

ოთახებში ყველაფერი განადგურებულია, იატაკი – ატალახებული. კედლებსა და ფანჯრებზე მცენარეები იზრდება.

16276065469_9111c0c8d4_b

Continue reading