კონკურსი პროექტის მონაწილეთა შესარჩევად


იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი აცხადებს კონკურსს პროექტის “7 საფეხური” მონაწილეთა შესარჩევად.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. პროექტი მოიცავს ტრენინგების ციკლს, რომლის მეშვეობითაც მონაწილეები გამოიმუშავებენ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ დაეხმარებათ მიზნების მიღწევაში, კარიერის დაგეგმვასა და პროფესიულ განვითარებაში.

ტრენინგების ციკლი მოიცავს 7 საფეხურს (ხანგრლივობა 5 დღე):

** მიზნების დასახვა და მომავლის პროფესიები
** როგორ მოვიძიოთ სამსახური?
** რეზიუმე და სამოტივაციო წერილი
** გასაუბრების უნარ-ჩვევები
** თვითპრეზენტაცია
** კრეატიული აზროვნება

საუკეთესო 25 კანდიდატი, რომლებიც წარმატებით გაივლიან პირველ 6 საფეხურს, გადავლენ საბოლოო მეშვიდე საფეხურზე “წარმატების ფორმულა,” რომელიც განხორციელდება 2 დღიანი სამუშაო შეხვედრის სახით.

პროექტი ხორციელდება თბილისში, ქუთაისსა და თელავში.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის (ზოგადი უნარების ტესტირების) საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის (მესამე კურსის ზემოთ) და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრების საშუალო ქულაა 70-ზე ზემოთ და რომლებიც სწავლობენ შემდეგი მიმართულებებით:

** იურიდიული ფაკულტეტი;
** ეკონომიური ფაკულტეტი (ბიზნესის ადმინისტრირება);
** სოციალური-პოლიტიკური მეცნიერებები (სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია);
** ტურიზმის მენეჯმენტი;
** ზოგადი პოლიტიკის ადმინისტრირება;
** ჟურნალისტიკა,
** უცხო ენები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: trainingcenter@justice.gov.ge 2012 წლის 8 სექტემბრამდე, 18:00 საათი.

Advertisements

როგორ შევიქმნათ მოტივაცია


თუ გსურთ უახლესი ინფორმაციის მიღება სხვადასხვა სტიპენდიის, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე პრაქტიკული რჩევები სამოტივაციო წერილის დასაწერად, დაესწარით ტრენინგს.

—————————————-

რადიო თავისუფლების ბლოგზე კამათობენ, რამდენად შესაძლებელია ჰქონდეს ცხოვრების მოტივაცია ადამიანს, რომელმაც ბევრი რამე დაკარგა. საქმე ეხება დევნილებს, რომლებიც სახლ-კარის გარეშე დარჩნენ. ახლა ისინი საქართველოს მთავრობის მიერ აშენებულ სოფლებში ცხოვრობენ. სახლში ამოსულ ბალახს გლეჯავენ; თანაც უნდათ მთელ ქვეყანას გააგებინონ, თუ როგორ უყვართ პრეზიდენტი სააკაშვილი. მათი სხვა ნაწილი კი მთავრობის სახლის წინ პირამოკერილი შიმშილობს. წკაპ

როგორ შევარჩიოთ უნივერსიტეტი


თუ გსურთ უახლესი ინფორმაციის მიღება სხვადასხვა სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე პრაქტიკული რჩევები სამოტივაციო წერილის დასაწერად, დაესწარით ტრენინგს.

—————

როდესაც სწავლის გაგრძელების აუცილებლობა დგება, სტდენტები აღმოჩნდებიან ხოლმე არჩევანის წინაშე – სად ჩავაბარო? ეს ერთნაირად ეხება მათ, ვისაც საზღვარგარეთ უნდათ უმაღლესი განათლების მიღება და მათაც, ვინც ქვეყნის ფარგლებს არ სცდება. უნივერსიტეტის შერჩევა საკმაოდ სახლაფორთო და ამასთანავე საპასუხისმგებლო საქმეა. არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც გასათვალისწინებელია არჩევანის გაკეთების დროს. წკაპ

დასკვნა: წარმატება გათვლადია


ნება მომეცით კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ მთელი ამ წიგნის ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა. ეს არის “წარმატება გათვლადია”.

წარმატების XXI საიდუმლო. გაიარეთ “შეუპოვრობის ტესტი”


არაფერს შეუძლია შეუპოვრობის შეცვლა. ტალანტი ვერ შეცვლის მას; არაფერია უფრო მეტად ჩვეულებრივი, ვიდრე ხელმოცარულები, რომელთაც ტალანტი გააჩნიათ. გენიალობასაც არ შეუძლია მისი შეცვლა; ვერაფრის მიმღწევი გენიოსები თითქმის ლეგენდებში შევიდნენ. განათლებაც ვერ იქნება შემცვლელი; მსოფლიო სავსეა განათლებული რენეგატებით. მხოლოდ შეუპოვრობა და სიმტკიცეა ყოვლისშემძლე.

კალვინ კულიჯი

შეუპოვრობა – ადამიანის ხასიათის რკინის თვისებაა. შეუპოვრობა იმდენადვე საჭიროა ადამიანის ხასიათისათვის, რამდენადაც ნახშირბადი – ფოლადისთვის. იგი წარმოადგენს აბსოლუტურად შეუცვლელ თვისებას, რომელიც ცხოვრებაში დიდ წარმატებასთან ხელიხელჩაკიდებული დადის. წკაპ

წარმატების XX საიდუმლო. არასოდეს დაუშვათ წარუმატებლობის შესაძლებლობა


არაფრის უნდა გეშინოდეს, გარდა თავად შიშისა.

ფრანკლინ დ. რუზველტი

წარუმატებლობის შიში – ეს არის ყველაზე დიდი ცალკეული დაბრკოლება ზრდასრული ცხოვრებისას წარმატების მიღწევაში. მიაქცეთ ყურადღება, რომ საუბარი ეხება არა წარუმატებლობას როგორც ასეთს. მარცხი გაქცევთ უფრო ძლიერად, მოქნილად და გადაწყვეტილების მიმღებად. სწორედ შიშს წარუმატებლობის წინაშე ან წარუმატებლობის წინათგრძნობას შეუძლია მოახდინოს თქვენი აზროვნებისა და ქმედებების პარალიზება, შესაბამისაც, შეაკავოს თქვენი ის ქცევები, რომლებიც აუცილებელია დიდი წარმატების მისაღწევად. წკაპ

წარმატების XIX საიდუმლო. იყავით გადაწყვეტილების მიღებაზე და მოქმედებაზე ორიენტირებული


იმ მილიონერების ერთ-ერთი თვისება, რომლებმაც საკუთარი ფული თავად გამოიმუშავეს, არის ის, რომ ისინი ყურადღებით ფიქრობენ მოცემული სიტუაციის შესახებ და შემდეგ სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს. ისინი აჩვევენ საკუთარ თავს, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედონ და განახორციელონ საკუთარი გადაწყვეტილებები. წკაპ