რა არის IELTS


IELTS (The International English Language Testing System) არის საერთაშორისო ინგლისური ენის ტესტის სისტემა, რომელიც ადგენს ინგლისური ენის ცოდნის დონეს. მის ადმინისტრირებას ახდენს ბრიტანეთის საბჭო. ტესტის შედეგებს აღიარებენ როგორც ბრიტანეთის, ისე ამერიკის, კანადის, ევროპის, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების ინგლისურენოვანი უნივერსიტეტები.

ვისთვის არის განკუთვნილი IELTS?

  • ვისთვისაც ინგლისური არ არის მშობლიური ენა, ან განათლება არ აქვს მიღებული ინგლისურენოვან სასწავლებელში
  • ვისაც სურს ინგლისურენოვან უნივერსიტეტეში, კოლეჯში, სკოლაში სწავლის გაგრძელება
  • ვისაც სურს მონაწილეობა ინგლისურენოვან გაცვლით ან პროფესიულ პროგრამაში
  • ვისაც სურს ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში, კანადაში ან ავსტრალიაში მუშაობა.

Continue reading

Advertisements

ESL, TOEFL, SAT courses at EAC Kvali


საგანმანათლებლო საინფორმაციო ცენტრი „კვალი“ მსურველებს სთავაზობს ზოგადი ინგლისური ენის, TOEFL-ისა და SAT Subject (Mathematics, Physics)-ის მოსამზადებელ კურსებს. ზოგადი ინგლისური ენის კურსი მოიცავს 6 დონეს და მიზნად ისახავს სტუდენტების სმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.

 კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი.

კურსზე დასარეგისტრირებლად მსურველებმა უნდა გაიარონ დონის შესამოწმებელი ტესტირება.

 

კურსის ხანგძლივობა:

ზოგადი ინგლისური – 3 თვე; კვირაში 3-ჯერ/2სთ.

TOEFL – 2 თვე; კვირაში 3-ჯერ/2სთ.

SAT – კვირაში 2-ჯერ/2სთ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

Educational Advising Center Kvali

Tbilisi State University, II Block

3, Chavchavadze Avenue

0128 Tbilisi, Georgia

Tel: 995 32 91-24-31; 91-26-90

ინგლისურის უფასო ტესტები


თუ გჭირდებათ დახმარება სამოტივაციო წერილის, სარეკომენდაციო წერილის ან საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტის შედგენაში, უნივერსიტეტის, პროგრამის მოძიებაში, სააპლიკაციო პროცესში, მომწერეთ ბლოგის საკონტაქტო ფორმის ან ფეისბუქის საშუალებით, ასევე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნომერზე: 557 516 388. მომსახურება იქნება ფასიანი. 

—————-

ეს არის საიტი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ინგლისური ენის ტესტების უფასო ნიმუშები, მათ შორის ტოეფელის. ტესტები არის სხვადასხვა სირთულის, გამოგადგებათ მათ, ვისაც საზღვარგარეთ წასვლა ან ინგლისურის შესწავლა უნდა.

წარმატებას გისურვებთ 🙂

სად ვეძებოთ სტიპენდიები – სააგენტოები, პროგრამები, გრანტები საქართველოში


ყველაზე დიდი ბარიერი, რაც საზღვარგარეთ სწავლის მსურველს შეიძლება შეექმნას, არის ინფორმაციის ნაკლებობა არსებული პროგრამების, სააგენტოების, სასწავლო ცენტრების შესახებ. საქართველოში ბევრი დაწესებულებაა, რომელიც კონსულტაციებსა და სხვა მომსახურებას უზრუნველყოფს საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისათვის.

პირველ რიგში, შეგიძლიათ მომმართოთ და დაგეხმარებით შესაბამისი პროგრამის/უნივერსიტეტის პოვნაში, სააპლიკაციო პროცესში, სამოტივაციო წერილის, სარეკომენდაციო წერილის ან საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტის შედგენაში. მომსახურება იქნება ფასიანი. შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ ტელეფონის ნომერზე: 557-516-388; ასევე მომწეროთ ბლოგის საკონტაქტო ფორმის საშუალებით, დამიკავშირდეთ ფეისბუქის საშუალებით.

აქვე მოცემულია რამდენიმე ორგანიზაცია, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა ტიპის გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთ. 
წკაპ