კარავი.გე-ს საახალწლო საქველმოქმედო აქცია


კარავი.გე – ერთ-ერთი ყველაზე ძველი სამოგზაურო ფორუმი ტრადიციულ საქველმოქმედო აქციას ატარებს.

გასული აქციების სამიზნე ჯგუფები იყვნენ საგურამო/წეროვანში მცხოვრები დევნილებიგორში მცხოვრები დევნილები, ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი და ა.შ. კარავის მიერ ჩატარებული საქველმოქმედო აქციების უფრო სრული ჩამონათვალი ამ ლინკზეა.

ამჯერად კარავი სურამში მცხოვრებ დევნილებს ეხმარება, სულ 74 ოჯახს. ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. თან, როგორც ჩანს, მივიწყებულები არიან. თბილისთან ახლოს მცხოვრებ დევნილებს საინიციატივო ჯგუფები ან ორგანიზაციები პერიოდულად აკითხავენ (ახლოსაა და ტრანსპორტირება ადვილია). სურამში, სანატორიუმებში აფხაზეთის ომის შემდეგ ჩასახლებულ ოჯახებს კი საზოგადოების ყურადღება აკლიათ.

კარავი.გე-ს მომხმარებელთა ინიციატივით  კვირის ბოლომდე მიმდინარეობს შემოწირულობების შეგროვება, იქნება ეს თანხა, თბილი ტანსაცმელი თუ სხვა რამ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიხვიდეთ შეხვედრაზე 19 დეკემბერს, პარასკევს, რესპუბლიკის მოედანზე ველოსიპედების ქანდაკებასთან. 18:59-იდან 19:29-მდე აქციის ორგანიზატორები იქ იქნებიან და დაელოდებიან კეთილ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან შობა-ახალი წლისთვის გაახარონ სხვები.

შაბათს დაგეგმილია საყიდლები (ჰიგიენის საშუალებების, საკვებისა და ტკბილეულის შეძენა დევნილებისთვის), კვირას კი სურამში გასვლა. დაწვრილებითი ინფორმაცია შემოწირულობისა და სხვა საორგანიზაციო დეტალების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ კარავი.გე-ზე გახსნილ თემაში.

პ.ს. დაბრუნების შემდეგ (ტრადიციულად) დაიდება გასვლის ანგარიში და ფოტომასალა.

როგორ შევიქმნათ მოტივაცია


თუ გსურთ უახლესი ინფორმაციის მიღება სხვადასხვა სტიპენდიის, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე პრაქტიკული რჩევები სამოტივაციო წერილის დასაწერად, დაესწარით ტრენინგს.

—————————————-

რადიო თავისუფლების ბლოგზე კამათობენ, რამდენად შესაძლებელია ჰქონდეს ცხოვრების მოტივაცია ადამიანს, რომელმაც ბევრი რამე დაკარგა. საქმე ეხება დევნილებს, რომლებიც სახლ-კარის გარეშე დარჩნენ. ახლა ისინი საქართველოს მთავრობის მიერ აშენებულ სოფლებში ცხოვრობენ. სახლში ამოსულ ბალახს გლეჯავენ; თანაც უნდათ მთელ ქვეყანას გააგებინონ, თუ როგორ უყვართ პრეზიდენტი სააკაშვილი. მათი სხვა ნაწილი კი მთავრობის სახლის წინ პირამოკერილი შიმშილობს. წკაპ