შესავალი კურსი ღიპოლოგიაში


 ღიპოლოგია ძირძველი და მამაპაპური მეცნიერებაა. იგი მომდინარეობს იმდენად უხსოვარი დროიდან, რომ ისტორიას არ ახსოვს მისი ფუძემდებლის გვარსახელი. მისი ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა და ჩვენში დიდად პოპულარული და ღრმა თაყვანისცემის ობიექტია.

ღიპოლოგიის შესწავლის საგანი არიან ძირითადად მამაკაცები. მისი შესწავლის არეს გარეთ რჩებიან ორსული ქალები. მაგრამ მდედრების ჩართვა კვლევის პროცესში, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათი წონა მეტია სიმაღლის 2/3-ზე, და სიგრძისა და სიგანის კოეფიციენტები მაქსიმალურად უახლოვდება ერთმანეთს. აქ დააწრუწუნე

Advertisements