გაცვლითი პროგრამების უპირატესობები


რამდენიმე დღის წინ დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი და ინტენსიური პროექტი, სადაც კი მონაწილეობა მიმიღია: მშვიდობისა და კონფლიქტის კონსულტანტი. თავად პროექტიდან მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები რამდენიმე პოსტის თემაა. აქ კი შეგახსენებთ იმ უპირატესობებს, რაც შეიძლება გაცვლითი პროგრამებიდან მიიღოთ:

  • პროფესიული განვითარება – ნებისმიერი პროექტიდან შეიძლება ახლის სწავლა, მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს ინტენსიური აკადემიური თუ არაფორმალური განათლების პროგრამა. მაშინაც კი, თუ თქვენთვის ნაცნობ თემას ეხება, სიახლეს ყოველთვის გაიგებთ. ამ პროექტის განმავლობაში 1 საკითხის 2-ჯერ მოსმენა მომიხდა სხვადასხვა მოწვეული სტუმრისგან. თემატურად აბსოლუტურად იდენტური იყო, თუმცა გადმოცემის მეთოდები და აქცენტები განსხვავდებოდა. საბოლოო ჯამში, ორივე სესია საინტერესო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა.
  • რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილებით კარიერული წინსვლის მეტი შანსი გაქვთ! გაცვლით პროგრამებზე დასწრება ნიშნავს, რომ დაინერესებული ხართ თქვენი სპეციალობის განვითარების მიმართულებებით და შესაძლოა სხვებზე უკეთაც ერკვევით ზოგიერთ პროფესიულ საკითხში.
  • ახალი კონტაქტები, რომლებმაც შეიძლება სხვა პროექტებში დაგპატიჟონ და/ან მეგობრებად დარჩეთ. ნებისმიერ შემთხვევაში თვალსაწიერის გაფართოების შესანიშნავი შესაძლებლობაა.
  • კომუნიკაცია + ენის პრაქტიკა: რამდენიც არ უნდა ისწავლოთ, იქექოთ ლექსიკონებში, იზეპიროთ ახალი სიტყვები თუ იკითხოთ გრძელი ტექსტები – გამოყენების გარეშე ეს ყველაფერი წყალში გადაყრილი შრომაა. საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე დასწრებით ურთიერთობთ უცხოენოვან აუდიტორიასთან, აცოცხლებთ წიგნებიდან მიღებულ ცოდნას.
  • გაცვლითი პროგრამების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო შესაძლებლობა (უფასო) მოგზაურობაა. მიდიხარ უცხო ქვეყანაში, ეცნობი მის კულტურასა და ისტორიას, ღირსშესანიშნაობებს. უამრავ მასალას იღებ შემდგომი ფიქრისა და დამუშავებისათვის. ამ ყველაფერს თუ საცხოვრებლისა და მგზავრობის ანაზღაურებაც ემატება, რა სჯობია!
  • გართობა და უამრავი ემოცია – რაც მთლიანად დამოკიდებულია თქვენს მონდომებასა და მოხერხებაზე! დაწყებული ბილეთის ძებნის მომენტიდან დამთავრებული ახალ ქალაქში ჩასვლით, ქუჩებში დაკარგვით და ა.შ. – ყველა სასიამოვნო თუ უსიამოვნო მომენტი, დანაკარგი თუ შენაძენი შეიძლება გახდეს ახალი თავგადასავლების წყარო. მომავალში კი მეგობრებს ან შვილიშვილებს აუცილებლად მოუყვებით რომ “ეს იყო პეტერბურგში”, ან “პარიზში”, ან “ბერლინში” – სადაც მოინდომებთ წასვლას.

საყურადღებო! – აპლიკაციების შევსება, გზავნა, ყოველი ახალი სამოვიაციოს დაწერა დამატებითი დროის ხარჯვას მოითხოვს და შეიძლება მოსაწყენადაც ჩანდეს. მაგრამ იმასთან შედარებით, რაც წინ გელით – ეს პატარა “დისკომფორტი” სავსებით ასატანია. რამდენიმესაათიანი შრომის შედეგი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა იქნება. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი ადამიანისათვის, რომელიც კარიერასა და პირად ცხოვრებაში გამოწვევებს ეძებს?!

თვალი ადევნეთ ჩემს ფეისბუქის გვერდს, იანვრიდან შემოგთავაზებთ სიახლეებს და ახალ შესაძლებლობებს.

Advertisements

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფო-სესია


Tallinn University of Technology, ინფო-სესია მარიოტში, თბილისი

Tallinn University of Technology, ინფო-სესია მარიოტში, თბილისი

19 აპრილს თბილისი-მარიოტში ჩატარდა ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფო-სესია და ინგლისური ენის ტესტი. ტესტის ჩაბარების შემთხვევაში აღარ იყო საჭირო  TOEFL/IELTS-ის გაგზავნა უნივერსიტეტში. ინფო-სესიაზე მიმდინარეობდა წინასწარი რეგისტრაცია. თუმცა გაცილებით მეტი სწავლასმოწყურებული ახალგაზრდა მივიდა. ბევრს გავლილი არც კი ჰქონდა ონლაინ რეგისტრაცია. ამიტომ საჭირო გახდა ტესტის 3 ნაკადად ჩატარება.

ტესტი

30-წუთიანი ტესტი 40 საკითხისგან შედგებოდა. გამსვლელი იყო 31 ქულა. იქვე ასწორებდნენ. 29 ან 30 ქულის მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტის ინგლისურის პროფესორი ატარებდა გასაუბრებას. თავად ტესტი საკმაოდ მარტივი იყო (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის), ინგლისურის საშუალოდ ცოდნა საკმარისი იყო მის წარმატებით შესავსებად.

ინფო-სესია

ტესტის შემდეგ უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ჩაატარა საინფორმაციო სესია ესტონეთისა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ. ესტონეთის მოსახლეობა სულ რაღაც 1.3 მილიონი ყოფილა, უნივერსიტეტში 80 ქართველი სტუდენტი სწავლობს (შეიძლება რომელიმე მათგანი თქვენი ნაცნობიც იყოს), ესტონეთი საქართველოსთან შედარებით ცივი ქვეყანაა, მაგრამ შესანიშნავი გათბობის სისტემა აქვს (გიხაროდენ 🙂 ); ესტონეთში ჩასვლისას შენგენის ვიზას იღებთ და შეგიძლიათ ევროპაში თავისუფლად იმოგზაუროთ… მოკლედ, კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი.  Continue reading

სად ვეძებოთ გაცვლითი პროგრამები


ინტერნეტში ძიებისას წავაწყდი განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც აღწერს გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირების პროცედურებს, რა ეტაპების გავლის შემდეგ ხდება დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

exchange program

როგორ (მო)ვიპოვოთ სტიპენდია


განათლების დაფინანსება ნებისმიერი ჯიბეგაფხეკილი სტუდენტის პრობლემაა. იწვალებ, ჩააბარებ ტესტებს, ჩაირიცხები სასურველ უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლის გადასახადი იმხელაა, რომ შეუძლებელი ჩანს პირადი დანაზოგით, ხელფასით ან სხვა საშუალებით გადახდა. სტიპენდიის მოპოვების უამრავი საშუალება არსებობს, ასე მაგალითად: წკაპ