“კურდღლის შურისძიება”


იყო ერთი ნაცრისფერი ღორდღელი. მას არ ჰქონდა ცამდე ატყორცნილი სასახლე, არც ნახევარი ტყე პრივატიზებული. მისი მთავარი  სიმდიდრე თიმთიმა ღიპზე ნებიერად გადმოსვენებული არანაკლებ თიმთიმა ღაბაბი იყო. შორს გავარდნილიყო კურდღლის მსუქანი უკანალის ქება. ბევრი მონადირე ცდილობდა მის ცეცხლზე აშიშხინებას, მაგრამ ნურას უკაცრავად! კურდღლის სორომდე მისასვლელი გზა საშიში მხეცებით იყო სავსე. ლომები ბრდღვინავდნენ, ვეფხვები ღრიალებდნენ, ტურები ჩხაოდნენ და ჯერ არ გამოჩენილიყო მონადირე, რომელიც უვნებლად მიაღწევდა შუაგულ ტყეში მდებარე მდელომდე. წკაპ

Advertisements