სად/როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად


 ეს პოსტი მათთვისაა, ვისაც საქართველოდან იაფად გაფრენა სურს 🙂

ავიაბილეთები შეგიძლიათ დაჯავშნოთ ავიასააგენტოებში, მაგრამ ასევე შეგიძლიათ ეს გაცილებით სწრაფად და იაფად თავად გააკეთოთ. ძალიან მარტივია:

  • შედიხართ ავიაბილეთების რომელიმე საძიებო საიტზე.
  • მიუთითებთ ფრენის დროსა და თარიღებს
  • სისტემა მოძებნის ერთ ან რამდენიმე რეისს
  • შეარჩევთ სასურველს
  • შეავსებთ პირად ინფორმაციას
  • გადაიხდით თანხას და ბილეთიც თქვენია!

რომელი საიტები: 

ავიაკომპანიების საიტები მხოლოდ საკუთარი რეისების შესახებ გაწვდიან ინფორმაციას, ამიტომ სჯობია აირჩიოთ ავიასააგენტოს ვებსაიტი, რომეზეც რამდენიმე შეთავაზებას შორის მაინც გააკეთებთ არჩევანს. ქართული საიტები, როგორიცაა fly.ge ან itageorgia.ge სწრაფად და ეფექტურად ეძებს შედეგებს. თუმცა პირადად მაინც უცხოურ საიტებს ვამჯობინებ, რამდენადაც იქ უფრო იაფად ვპოულობ ბილეთებს. ქართული საიტების უპირატესობა მათი ადვილი ხელმისაწვდომობაა: შეგიძლიათ დარეკოთ ან ოფისში მიხვიდეთ და ესაუბროთ/პირადად გაარკვიოთ სიტუაცია.

ქუთაისის აეროპორტის არჩევა თბილისის მაგიერ თანხას დაგიზოგავთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სამოგზაურო ბიუჯეტი შეზღუდულია. ქუთაისი რეგიონში ყველაზე დაბალბიუჯეტიანი აეროპორტია, საიდანაც მინიმალური დანახარჯით შეიძლება მოხვდე შემდეგ დანიშნულების ადგილებზე:

იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მარტივად და კომფორტულად ქუთაისის აეროპორტში ჩასვლა, შეგიძლიათ ნახოთ ჩემს წინა პოსტში.  Continue reading

Advertisements

როგორ გავფრინდეთ ევროპაში იაფად


ყველაფერი ოცნებიდან იწყება. ჯერ აზრი იბადება, მერე – მიზანი, შემდეგ ნელა-ნელა მოქმედების გეგმა მუშავდება და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ რომ ოცნება რეალობად იქცა. ყველაზე წარმოუდგენელი ფანტაზიაც კი შეიძლება ახდეს. არ გჯერათ? მფრინავი ხალიჩა გაიხსენეთ, ალადინს რომ დააქროლებდა და პარალელი გაავლეთ თანამედროვე საფრენ აპარატებთან. შერეკილები, ანუ ადამიანები, რომლებიც “რეალობას” არაფრად აგდებენ და საკუთარი ოცნების ასახდენად მუშაობენ, ცვლიან მსოფლიოს.

ძმებმა რაიტებმა 1903 წელს თავიანთი პირველი 12-წამიანი ფრენით მთელი მსოფლიო გამოიწვიეს. თავიდან არავის სჯეროდა. “ადამიანს შეუძლია ხმელეთზე სიარული, ცურვაც, მაგრამ ფრენა? არა, ეს მეტისმეტია”, – ფიქრობდნენ ისინი. რაიტებს უამრავი ცნობისმოყვარის თვალწინ საკუთარი მიღწევის დემონსტრაცია სჭირდებოდათ, ისინი უფროდაუფრო ხანგრძლივი ფრენებით და გაუმჯობესებული თვითმფრინავის მოდელებით აოცებდნენ ცივილიზებულ საზოგადოებას.

ძმები რაიტების თვითმფრინავის მოდელი ჩიკაგოში

ძმები რაიტების თვითმფრინავის მოდელი ჩიკაგოში

2011 წელს ჩიკაგოს მეცნიერებისა და ინდუსტრიის მუზეუმში მათი პირველი საფრენი აპარატის მოდელი ვნახე, რომელმაც ვნებათაღელვის თეორიები, ვერტიკალური და ბრუნვადი სიყვარულები ხელშესახები გახადა. ადამიანი შეეჯიბრა ჩიტებს, დაიწყო ჰაერის დაპყრობა, დროისა და სივრცის გადალახვა. უცხო ქვეყნების მონახულება უფრო ხელმისაწვდომი გახდა და ნებისმიერ პიროვნებას მიეცა საშუალება თავი ისე ეგრძნო, როგორც მარკო პოლოს ახალი მიწების მონახულებისას. იმ განსხვავებით, რომ საჰაერო გზის “აღმოჩენამ” წარმოუდგენლად შეამოკლა დრო თუნდაც ყველაზე შორეული დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. XVIII საუკუნის დასაწყისში სულხან საბა ორბელიანს რამდენიმე თვე, უამრავი რესურსი, კლიმატური და რელიეფური სიძნელეების გადალახვა დასჭირდა ევროპამდე ჩასაღწევად, თანამედროვე თვითმფრინავები კი იგივე მანძილს სულ რამდენიმე საათში ფარავენ.

ფრენების მიმართულება ქუთაისის ეროპორტიდან

ფრენების მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან

ასე რომ, თუ ევროპაში მოგზაურობაზე ოცნებობ, ამის გაკეთება ძალიან ადვილია: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იაფი რეისები რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით სრულდება. მათგან ზოგიერთში შესასვლელად ვიზა არ არის საჭირო (უკრაინასა და ბელორუსიაში). მგზავრებმა ასევე შეიძლება ისარგებლონ გამარტივებული სავიზო რეჟიმით, რაც ნიშნავს რომ მათ შეუძლიათ 3-დან 90 დღემდე ერთჯერადი ვიზების მიღება აეროპორტში, სასაზღვრო სამსახურში. ასეთი ქვეყნების სია, ასევე სავიზო დოკუმენტების ჩამონათვალი გამოქვეყნებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე.  Continue reading