სამოტივაციო წერილების ნიმუშები


motivationეს-ეს არის გარკვეული ინფორმაციის ძებნისას სამოტივაციო წერილების ნიმუშების ბაზას წავაწყდი. წერილები ეკუთვნით ბრიტანული უნივერსიტეტების აპლიკანტებს, რეალურ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ პროგრამებზე აბარებდნენ გასულ წლებში. ზოგიერთი მათგანის ავტორი წარმატებით ჩაირიცხა სასურველ სასწავლებელში.

ამ ბმულზე ნახავთ სამოტივაციოების ნიმუშებს, რომლებიც რამდენიმე კრიტერიუმით შეგიძლიათ მოძებნოთ (სპეციალობა/თემა, უნივერსიტეტი, საერთაშორისო სტუდენტების და ა.შ.).

გაფრთხილება: Continue reading

TOEFL iBT თუ EILTS?


TOEFL და IELTS ინგლისური ენის ორი საერთაშორისო აკადემიური ტესტია, რომელთა შედეგებსაც აღიარებენ უცხოეთის უნივერსიტეტები. ორივე ტესტს ერთი და იგივე დანიშნულება აქვს და ხშირად საზღვარგარეთ სწავლის მსურველები კითხულობენ თუ რომელი სჯობია.

TOEFL ამერიკული ტესტია, IELTS – ბრიტანული. ისინი სტრუქტურულად ერთმანეთის მსგავსია (მოიცავს მოსმენის, წერის, კითხვისა და საუბრის კომპონენტებს), თუმცა შიდა აგებულება და სპეციფიკა განსხვავებული აქვთ,.

უფრო დაწვრილებით ტოეფელის სტრუქტურის შესახებ: TOEFL iBT  სტრუქტურა

IELTS-ის სტრუქტურის შესახებ: IELTS სტრუქტურა

დანარჩენ განსხვავებებს რაც შეეხება:  Continue reading

როდის დავიწყოთ საზღვარგარეთ სწავლისათვის მომზადება


 “საბუთების გაგზავნა ვერ მოვასწარი”, – ეს გულდაწყვეტილი ფრაზა ხშირად მომისმენია საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისგან. “ტესტის შედეგი დედლაინის მერე იქნება და რა ვქნა?” – კითხულობენ სხვები. “მოასწრებს უნივერსიტეტი დოკუმენტების მიღებას?” – კიდევ ვიღაც წუხს. ბევრი ვერ ხვდება სასურველ სასწავლებელში მხოლოდ იმიტომ, რომ დროულად ვერ მოასწრო ყველაფრის მომზადება.

რა დრო სჭირდება საზღვარგარეთ სწავლის დაგეგმვასა და წასვლას? ეს ხანგრძლივი პროცესია. ცდებით, თუ გგონიათ, რომ 2-3 კვირაში ყველა საბუთს გააკეთებთ და ვიზას აიღებთ. ეს არარეალური დროა. მთელ პროცესს, ხარისხიანი შედეგის მისაღწევად, საშუალოდ 12-18 თვე სჭირდება. რატომ ამდენი?  Continue reading

ცვლილებები ბლოგზე: კონსულტაციები და მომსახურება საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით


გამარჯობა, მკითხველო

ბლოგი გადადის ახალ ეტაპზე: გთავაზობთ საზღვარგარეთ სწავლის შესახებ კონსულტაციებსა და მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია (1) ჩემი ამერიკაში სწავლისა და მრავალრიცხოვან საერთაშორისო გაცვლით პროექტებში მონაწილეობის გამოცდილებაზე; (2) სხვა სტუდენტების მომსახურებაზე ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში მოსახვედრად. მომსახურება შეიძლება მოიცავდეს სრულ პაკეტს ან მის ნაწილს. კერძოდ:

  • თქვენი მოთხოვნების შესაბამისად სასურველი პროგრამის/უნივერსიტეტის მოძიება
  • საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტთან კომუნიკაცია
  • საბუთების მომზადებაში დახმარება
  • სამოტივაციო წერილის შედგენა
  • სარეკომენდაციო წერილის შედგენა
  • ეფექტური CV შედგენა

გაითვალისწინეთ, რომ მომსახურება იქნება ფასიანი. თუმცა ბლოგზე არსებული პოსტები საზღვარგარეთ სწავლის შესახებ კვლავ ხელმისაწვდომი დარჩება და შეგეძლებათ ისარგებლოთ უფასო ქართულენოვანი რესურსებით. ასევე გავაგრძელებ განცხადებების გამოქვეყნებას სტიპენდიებისა და სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის შესახებ  ფეისბუქის გვერდზე.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ 11:00-დან 19:00-მდე ფეისბუქის,  ბლოგზე არსებული საკონტაქტო ფორმის საშუალებით, ან ტელეფონზე: 557 516388.

თურქეთის მთავრობის სტიპენდია


თუ გსურთ უახლესი ინფორმაციის მიღება სხვადასხვა სტიპენდიის, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე პრაქტიკული რჩევები სამოტივაციო წერილის დასაწერად, დაესწარით ტრენინგს.

————————–

თურქეთის მთავრობის სტიპენდია მაგისტრატურისა და დოქტორანტურისათვის მოიცავს სპეციალობების ფართო სპექტრს, მათ შორის ინჟინერიასა და ტექნოლოგიას, ასევე სოციალურ მეცნიერებებს.

პროგრამა განკუთვნილია საეTurkey Graduate Scholarship Program for International Studentsრთაშორისო სტუდენტებისათვის, რომლბიც თურქეთის უნივერსიტეტებში სწავლობენ.

სტიპენდიის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

– უნდა ჰქონდეს დამთავრებული, ან ამთავრებეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც თურქეთში არსებულის ეკვივალებტია (მაგალითად, ბაკალავრიატს – მაგისტრატურაში სასწავლებლად)

– უნდა შეესაბამებოდნენ შემდეგ ასაკობრივ ზღვარს: მაგისტრატურაში სწავლის მსურველი დაბადებული უნდა იყოს არა უადრეს 01.01.1983-ისა, დოქტორანტურაში სწავლის მსურველი – 01.01.1978-ისა.

– უნდააკმაყფილებდნენ აკადემიური ქულების მინიმუმს, კონკრეტულს თითოეული პროგრამისათვის.

– სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ თურქეთში, არ შეუძლიათ განაცადი შეიტანონ იმავე დონის სწავლის დაფინანსებისათვის.

– თირქეთის მოქალაქეებს, ან მათ, ვინც დაკარგეს თურქეთის მოქალაქეობა, არ შეუძლიათ სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა.

სტიპენდიის პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისათვის, რომელიც ამ პირობებს აკმაყოფილებს.

სტიპენდიის ხანგრძლივობა:

სტიპენდიის ხანგრძლოვობა მოიცავს (მაგისტრატურისა და დოქტორანტურისათვის): 1 წლიან თურქული ენის კურსს + 1 წლიანი სამეცნიერო მომზადება (აუცილებლობის შემთხვევაში) + განათლების ხანგრძლივობა.

რას ფარავს სტიპენდია:

თურქეთის მთავრობის სტიპენდია მოიცავს შემდეგ დანახარჯებს:

– ყოველთვიური თანხა: მაგისტრატურის სტუდენტებისთვის $423,75, დოქტორანტურის სტუდენტებისთვის – $565.

– საცხოვრებელს: სტიპენდიანტებს შეუძლიათ იცხოვრონ სახელმწიფო უნივერსიტეტების საერთო საცხოვრებელში უფასოდ. სტუდენტებს, ვისაც არ სურთ ამ საცხოვრებელში დარჩენა, შეუძლიათ მონახონ სხვა საცხოვრებელი საკუთარი ხარჯებით.

– სწავლის გადასახადები: თურქეთის მთავრობის სტუპენდიანტები არ იხდიან სწავლის გადასახადს.

– ჯანმრთელობა: თურქეთის მთავრობის სტიპენდიანტებს გააჩნიათ სახელმწიფო დაზღვევა.

თურქული ენის კურსები: თურქეთის მთავრობის სტიპენდიანტები ერტი წლის განმავლობაშჲ ესწრებიან თურქული ენის კურსებს, თუ არ გააჩნიათ თურქული ენის დამადასტურებელი საბუთი. სტიპენდიანტები, რომლებიც თურქულის გარდა სხვა ენაზე სწავლობენ, ასევე უნდა დაესწრონ თურქული ენის კურსებს.

– ტრანპორტირება: სტიპენდიანტები მიიღებენ გარკვეულ თანხას თურქეთში ჩამოსასვლელად და გასამზავრებლად სწავლის დამთავრების შემდეგ.

შერჩევის კრიტერიუმები:

კანდიდატების შერჩევა ხდება აკადემიური მიღწევებისა და ინტერვიუს საფუძველზე.

აკადემიური წარმატება იზომება შემდეგი დოკუმენტების მიხედვიტ: დიპლომის შეფასება, უკანასკნელ სემესტრამდე მიღებული ზოგადი საშუალო ნიშნები, უნივერსიტეტში ჩასაბარებელი გამოცდები (თუ ასეთი არსებობს), საშუალო სკოლის დამამთავრებელი გამოცდა/ბაკალავრიატის შეფასება (თუ ასეთი არსებობს), საერთაშორისო ტესტების ქეულები (არსებობის შემთხვებაშჲ) და სხვა აკადემიური შეფასების ქულები.

– საერთო GPA, კანდიდატებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისთვის უნდა გააჩნდეთ მაღალი შეფასებები, (სამაგისტრო და სადოქტოროსთვის 75%, სამედიცინოზე 90%).

წარმატებული კანდიდატები გაივლიან ონალინ ინტერვიუს. ინფორმაციას ინტერიუს შესახებ მიიღებენ ელ-ფოსტის საშუალებით. შერჩეული სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას.

საბუთების შეტანა:

კანდიდატებმა აპლიკაცია უნდა გაგზავნონ ვებსაიტის საშუალებით.

2013 წლის აპლიკაციის დედლაინი იყო 31 მარტს.

 

მიღება ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში


ერთ-ერთ კომენტარში მკითხველმა მთხოვა დამეწერა ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში მიღების პროცედურების შესახებ.  აკადემიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულია მოთხოვნები, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს ჩაბარების მსურველი ამერიკის მოქალაქე თუ უცხოელი.

საერთაშორისო სტუდენტი, რომელსაც ვესტ-პოინტში სწავლა სურს, შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  1. ასაკობრივი ზღვარი – 17-დან 23 წლამდე (უცხოელებისთვის ზედა ზღვარი 22 წელია)
  2. არ უნდა იყოს დაქორწინებული
  3. არ უნდა იყოს ფეხმძიმედ ან გააჩნდეს ბავშვის შენახვის კანონის მიერ დაკისრებული ვალდებულება.

ამ კრიტერიუმების დაკმაყოფლების შემდეგ უნდა შეივსოს კანდიდატის კითხვარი. იგი შეიცავს დამატებით კითხვებს, ფორმებსა და ინსტრუქციებს.

აკადემიური მოთხოვნები:

ვესტ პოინტში სწავლის დაწყვების მსურველს უნდა ჰქონდეს სასკოლო ან კოლეჯის ნიშნები საშუალოზე მაღალი. მან სხვა საბუთებთან ერთად ვესტ პოინტში უნდა გაგზავნოს ნიშნების ფურცელიც.

გარდა ამისა, მან უნდა ჩააბაროს CAT ან SAT ტესტების შედეგებიც.

სამედიცინო მოთხოვნები: კანდიდატი უნდა იყოს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი, და გაიაროს თავდაცვის დეპარტამენტის სამედიცინო შემოწმება. სამედიცინო სტანდარტები უფრო დაწვრილებით მოცემულია ვესტ-პოინტის  ბიულეტენში.

ქალი კადეტები – იგივე კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ რასაც მამაკაცები იქნება ეს აკადემიური, ლიდერობის თუ სამხედრო განვითარება. გამონაკლისები არ დაიშვება.

შესაძლებლობები უმცირესობის წარმომადგენელბისათვის – ვესტ პოინტი ღიაა ნებისმიერი სტუდენტისათვის. უმცირესობისათვი არ არის ცალკე მიღებები, ნომინაციეი და ა.შ. მაგრამ აპლიკანტის შეფასებისას ყურადღება ექცევა მის კულტურულ, სოციალ-ეკონომიკურ კუთვნილებასაც. ვესტ პოინტი ახდენს უმცირესობების ინფორმირებას ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ (შეერთებულ შტატებში). ეს ის კატეგორიაა, ვინც დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა ამ ინფორმაციას ად ვერ ჩააბარებდა. დღესდღეობით ვესტ პოინტში უმცირესობები  შეადგენენ კადეტთა კორპუსის 15-20%.

საერთაშორისო კადეტები

ვესტ-პოინტი, როგორც მსოფლიო კლასის საგანმანათლებლო დაწესებულება, მიესალმება სხვადასხვა წარმოშობისა და გამოცდილების მქონე კადეტებს. იგი უზრუნველყოფს მათალი ხარისხის განვითარებას ინტელექტუალურად, სამხედრო და ფიზიკური თვალსაზრისით;  ასევე ყურადღება ექცევა ეთიკურ და მორალურ განვითარებასაც. სწავლება 4 წლიანია.

ვესტ პოიტში აპლიკაციის გაგზავნისათვის უნდა მიმართოთ შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშეს თქვენი ქვეყნის საელჩოში. ეს ოფისი არის დამაკავშირებელი რგოლი სტუდეტნტს, მასპონძელ ერსა და ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიას შორის.

ვესტ პოინტში არ არის საბუთების მიღების დედლაინი, მათ გააჩნიათ  მოძრავი/მცოცავი მიღების პოლიტიკა. რაც უფრო ადრე გაგზავნით საბუთებს, მით უფრო ადრე შეგატყობინებენ გადაწყვეტილებას მიღების შესახევ. აკადემია აპლიკანტებისთვის  შეტყობინებების გზავნას იწყებს ნოემბრიდან, ოფერების უმეტესობას აგზავნის აპრილის შუა რიცხვებიდან.

ვესტ პოინტში სწავლების მსურველი უცხოელები დამატებით უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

– დაფინანსებული იყვნენ ეროვნული დონის მთავრობის წარმომადგნლისგან

– იყვნენ 17-22 წლის- არ იყვნენ დაქორწინებული ან ფეხმძიმე, ან ჰქონდეთ ბავშვის შენახვის კანონიერი ვალდებულება.

ვესტ პოინტში 60-მდე უცხოელი კადეტი სწავლობს. გაგზავნის უფლების მქონე ქვეყნების ჩამონათვალს ყოველწლიურად განსაზღვრავს შეერთებული შტატების სახელმწფო დეპარტამენტი და შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი. ამერიკის საელჩოები ატყობინებენ მოწვეულ ერებს/ქვეყნებს რომ დაასახელონ თითოეული ქვეყნიდან 6 კანდიდატი ვესტ პოინტში სასწავლებლად.

Toefl iBT-ისთვის ონლაინ რეგისტრაცია


როგორც ერთ-ერთ წინა პოსტში ვწერდი, ტოეფელის გამოცდისათვის რეგისტრაცია რამდენიმე გზით ხდება: ფოსტის საშუალებით, ტელეფონით, ან ტოეფელის ცენტრში ან ონლაინ სააპლიკაციო ფორმის საშუალებით. ჩემთვის ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა ეს უკანასკნელია.

რა გჭირდებათ ონლაინ რეგისტრაციისთვის:

  • ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი
  • 160$ საკრედიტო ბარათის ანგარიშზე. შეიძლება ნებისმიერი ბარათის გამოყენება, რომელსაც მოქმედების ვადა ჯერ არ გასვლია. მათ შორის ვიზა კლასიკი ან ვიზა ელექტრონი.
  •  მცირე დრო: დაახლოებით 3-5 წუთი.

ტოეფელის გამოცდისათვის სააპლიკაციო ფორმა ივსება ინგლისურ ენაზე, ლათინური ასოებით.

ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ტოეფელის ოფიციალურ საიტზე და სხვაგან არსად. თუ ვინმე სხვაგან გადაგამისამართათ, არ დაუჯეროთ. ასევე არ ენდოთ მათ, ვინც გეტყვით, რომ ეს ფასიანი სერვისია. ზოგჯერ ამ მარტივი პროცედურის გავლაში ანაზღაურებას ითხოვენ. არ ღირს სხვას გადაუხადოთ იმაში, რისი გაკეთებაც თავად შეგიძლიათ.

ტოეფელის საიტზე ანგარიშის გახსნა არის უფასო. თანხის გადახდა ხდება მხოლოდ გამოცდაზე რეგისტრაციისათვის. დღეისათვის ოფიციალური გადასახადი არის 160$. თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება ადმინისტრაციამ ფასი შეცვალოს. ამიტომ რეგისტრაციამდე საიტზე კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ხოლმე.

რა ნაბიჯები უნდა გაიაროთ საგამოცდო რეგისტრაციამდე?

 პირველ რიგში, შედით ტოეფელის ოფიციალურ საიტზე. ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭერთ My Toefl iBT account.

შედეგად გამოჩნდება შემდეგი ფორმა:

 დააჭერთ New User?-ის ქვემოთ Sign Up-ს და დაიწყებთ ეკრანზე გამოსული ფორმის შევსებას. ეს არის მარტივი ანკეტა, სადაც პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა შეიყავანოთ. ფორმა უნდა შეავსოთ ლათინური ასოებით, სახელი დაწეროთ ზუსტად ისე, როგორც ოფიციალურ დოკუმენტებშია. მაგალითად, თუ პასპორტში გიწერიათ Giorgi, ანკეტაში არ დაწეროთ George. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდის დღეს იდენტიფიკაციის პრობლემა შეიქმნება.

წითლად მონიშნული გრაფები სავალდებულო შესავსებია, თუ მონაცემს არ შეიყვანთ, შემდეგ გვერდზე არ გადავა და საბოლოო ჯამში რეგისტრაციას ვერ მოახერხებთ.

გრაფაში Country/Location of Residency – მიუთითეთ ფაქტიური საცხოვრებელი ქვეყანა. ეს არ არის ჩაწერის ადგილი, არამედ მისამართი, სადაც რეალურად იმყოფებით და სადაც  შემდეგში მოხდება ქულების გამოგზავნა, ამიტომ შეავსეთ სწორად. First/Given name – სახელი, Last/Family name – გვარი. Address line 1-ში, ბინისა და ქუჩის ნომერი (ჯერ ბინა, შემდეგ ქუჩა). თუ მისამართი მეტისმეტად გრძელია, მეორე და მესამე გრაფებში გააგრძელებთ.  10 Javakhishvili street.

ცალკე გრაფა აქვს ქალაქს, ამიტომ ქუჩასთან ერთად ქალაქის სახელი არ ჩაწეროთ.

სავალდებულო შესავსებში არ არის საფოსტო კოდი, თუმცა სასურველია რომ მიუთითოთ. თუ არ იცით თქვენი ქუჩის კოდი, მოძებნეთ საქართველოს ფოსტის საიტზე.

 დაბადების თარიღი: თვე, რიცხვი, წელი ოთხნიშნა რიცხვით.

ამის შემდეგ აუცილებელია საკონტაქტო ინფორმაციის შევსება. სავალდებულოა ტელეფონის ნომრის ჩაწერა (ტელეფონის ნომერი უნდა შეიცავდეს ქვეყნისა და ქალაქის კოდებს: + 995 (ქალაქის ან მობილური ოპერატორის კოდი) 123456).

იმ შემთხვევაში თუ ელექტრონული ფოსტით გირჩევიათ კონტაქტი, ჩაწერეთ მოქმედი მისამართი და მონიშნეთ E-mail. თუ გსურთ რომ პერიოდულად მიიღოთ ცნობები სიახლეებისა და სპეციალური შემოთავაზებების შესახებ, მონიშნეთ შესაბამისი გრაფა.

იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებულ სამეფოში ან ავსტრალიაში აპირებთ სწავლას, მუშაობას ან დასახლებას, ანკეტაში უნდა შეიტანოთ საკუთარი საპასპორტო ან ID მონაცემები.

გარდა ამისა, უნდა ამონიშნოთ ქვეყანა, სადაც დაიბადეთ, მშობლიურ ენა, მოქალაქეობა და ქვეყანა, სადაც ცხოვრებას, დასახლებას ან მუშაობას აპირებთ. დანარჩენი გრაფების შევსება არ არის სავალდებულო.

შემდეგ უნდა მონიშმოთ Yes I agree terms and conditions და დააჭიროთ Continues-ს.

ბოლო ეტაპი არის სამომხმარებლო სახელისა და პაროლის შექმნა. სახელი უნდა იყოს 6-16 სიმბოლო, არ არ უნდა შეიცავდეს სპეციალურ სიმბოლოებს (როგორიცაა @$^*&#_-$)

პაროლი უნდა იყოს 8-16 სიმბოლო და შეიცავდეს დიდ და პატარა ლათინურ ასოებსა და რიცხვებს. უსაფრთხოების მიზნით არ შეიძლება სამომხმარებლო სახელის, გვარის ან სახელის გამოყენება პაროლად.

შემდეგ საიდუმლო კითხვის შექმნის დროა. სისტემა თავადვე გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, ამოირჩიეთ და შეავსეთ ერთ-ერთი. პაროლის დავიწყების შემთხვევაში ეს დაგეხმარებათ.

შემდეგ დააჭირეთ continue-ს. შედეგად ეკრანზე გამოვა თქვენი სარეგისტრაციო მონაცემები. თუ რამე შეგეშალათ შეგიძლიათ შეასწოროთ, შემდეგ კი დააჭირეთ confirm-ს.

ახლა როდესაც ექაუნთი შექმნილია, შემდეგ ეტაპზე უნდა გადახვიდეთ: დარეგისტრირდეთ ტოეფელის გამოცდისთვის.

სისტემაში შესვლის შემდეგ ეკრანზე გამოდის ასეთი ფორმა:

უნდა დააჭიროთ Test Registration and Orders-ის ქვემოთ Register/Order-ს. გამოჩნდება  შემდეგი ფორმა:

ამოარჩიეთ Teofl Test. შემდეგ I So Sign and Agree.

ქვეყნის არჩევის შემდეგ გამოდის ქალაქები, სადაც ტოეფელის ოფიციალური ცენტრებია. საქართველოს შემთხვევაში ეს არის აღ. საქართველო (თბილისი) და ბათუმი.

ქვემოთ უნდა მონიშნოთ სასურველი თარიღები 60 დღის შუალედით. მაგალითად 22 სექტემბრიდან 24 ნოემბრამდე. უფრო დიდ შუალედს სისტემა უბრალოდ არ გაჩვენებთ.

Search-ზე დაჭერის შემდეგ გამოდის ყველა იმ საგამოცდო ცენტრის ჩამონათვალი, რომელიც თავისუფალია მოცემული პერიოდის განმავლობაში. ორგანიზაციების დასახელება, მისამართი, ხელმისაწვდომი დღები და საათები.

სასურველი დროისა და ადგილის არჩევის შემდეგ გამოდის სრული ინფორმაცია.

შემდეგ უნდა აირჩიოთ როგორ გირჩევიათ ქულების მიღება: მხოლოდ ონლაინ თუ საფოსტო გზავნილის სახითაც.

შემდეგ ეტაპზე შეგიძლიათ მონიშნოთ 4 უნივერსიტეტი, სადაც ETS უფასოდ გაგზავნის ქულებს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევანი გაკეთებული არ გაქვთ, შეგიძლიათ ეს გრაფები ღიად დატოვოთ. თუმცა ტესტის ჩაბარების შემდეგ ქულების გაგზავნა უკვე ფასიანი იქნება – თითოეული მისამართისთვის 17$.

სასურველი უნივერსიტეტის მოძებნა მარტივად შეიძლება: ინდივიდუალური კოდით, სახელით, ან ქვეყნის მიხედვით.

უნივერსიტეტის არჩევის შემდეგ უნდა განსაზღვროთ რომელი დონის/სკოლის სტუდენტობა გსურთ. Undergraduate – ბაკალავრიატი, graduate – მაგისტრატურა, შეიძლება ასევე გამოჩნდეს კონკრეტული სკოლების დასახელებები.

ამის შემდეგ ჩამოშალეთ დეპარტამენტთა ჯგუფების ჩამონათვალი

შემდეგ – კონკრეტული დეპარტამენტები:

ბოლო ეტაპია სტატისტიკური კითხვების შევსება, როგორიც არის რისთვის გსურთ ტოეფელის ჩაბარება და ა.შ. თუმცა ეს არ არის სავალდებულო, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოტოვით.

შემდეგ დათანხმება სარგებლობის პირობებზე:

Value Pack – ფასიანი მომსახურებებია, რომელიც ნებაყოფილობითია. თუ ზედმეტი $-ების დახარჯვა არ გსურთ, No, thanks მონიშნეთ და გააგრძელეთ.

ბოლო ეტაპი არის საგამოცდო თანხის გადახდა ელექტრონული სახით ან ვაუჩერით. ელექტრონული გადახდისათვის აუცილებელია საკრედიტო ბარათი ანგარიშზე სათანადო თანხით. დღეისათვის ეს არის 160$. მონიშნეთ Electronic Payment და გააგრძელეთ ფორმის შევსება.

მონიშნეთ ვიზა და გადადით შემდეგ ეტაპზე.

 შეიყვანეთ მისი მონაცემები: ბარათის ტიპი, ნომერი, მოქმედების ვადა Card Verification Code, რომელსაც მის უკანა მხარეს იპოვით. Billing Information-ში მონიშნეთ Use Ship to name too Bill to name და Use ship to Address to Bill to address და ავტომატურად ჩასვამს პირად მონაცემებსა და მისამართს. შემდეგ დაამთავრეთ რეგისტრაცია.

ბოლო ეტაპზე შეამოწმეთ ელექტრონული ფოსტა. აქ უნდა იყოს confirmation email, სადაც დაწვრილებით ეწერება გამოცდის დრო, ადგილი, წარსადგენი დოკუმენტები.

ამით Toefl iBT-ის გამოცდისათვის რეგისტრაცია დასრულებულია. ისღა დაგრჩენიათ მოემზადოთ და დანიშნულ დროს საგამოცდო ცენტრში მიხვიდეთ.

წარმატებას გისურვებთ! 🙂