სავარჯიშოები საჯარო გამოსვლისათვის


1. მომზადებული ტექსტის წაკითხვა

გამოთქმით სხვადასხვა ეფექტების მისაღწევად ერთი და იგივე ტექსტით; ვიზუალური კონტაქტი აუდიტორიასთან; ინტონაცია; პაუზები წკაპ

Advertisements

სიტყვით გამოსვლის წინაშე შიშის აღმოცენების მიზეზები და მათი გადალახვის გზები


1. საკუთარ თავში ზედმეტი ჩაძირულობა:
გადალახვის გზა: იფიქრეთ საქმეზე, გაამახვილეთ ყურადღება გამოსვლის შინაარსზე. თქვენს მიერ წარსადგენი პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი განცდები

2. საკუთარი შესაძლებლობების შეუფასებლობა
დააჯერეთ თავი, რომ თქვენ ხართ კარგად მომზადებული გამოსვლისთვის და შეგიძლიათ შეატყობინოთ მსმენელებს რაღაც მნიშვნელოვანი.

3. გამოცდილების უკმარობა
ფართოდ გამოიყენეთ დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობები (ოჯახი, სამსახური და ა.შ.). გამხნევდით და მოსახერხებელ შემთხვევაში მოითხოვეთ სიტყვა

4. მსმენელთა მცდარი შეფასება
შეეცადეთ მსმენელში დაინახოთ არა ბოროტი ცენზორები, არამედ გამგებიანი პარტნიორები, რომლებიც კეთილად არიან განწყობილი.

5. “ჩავარდნის” შესახებ მოგონება
შეურიგდით იმ აზრს, რომ ერთ-ერთი თქვენი გამოსვლა მართლაც შეიძლება უიღბლო აღმოჩნდეს, არ მიიღონ მსმენელებმა. ასეთი რამ შეიძლება გამოცდილ ორატორებსაც შეემთხვეთ. ამაზე თქვენი რეაგირება უნდა იყოს მშვიდი: “რა ვუყოთ, შემდეგში უკეთესად გამოვალ”. საკუთარი შეცდომების გათვალისწინება ორატორული ხელოვნების საუკეთესო გზაა.

გამოსვლის ტექნიკა


დიდი მნიშვნელობა აქვს გამომსვლელის ტექნიკას – ჟესტ-მიმიკას, ხმის ტემბრს, ემოციურობას, პოზას, მანერებს, გარეგნობას, ქცევებს და ა.შ. გარეგნობა აყალიბებს პირველ შთაბეჭდილებას და ამ პოზიციიდან აღიქმება წარმოთქმული სიტყვაც. უნდა ეცადოთ მსმენელები ისხდნენ წინა რიგებში, კომპაქტურად. კომპაქტური აუდიტორიის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე გაფანტულის. წკაპ

საჯაროდ წასაკითხი სიტყვის მომზადება


წინასწარი მომზადება უნდა შეეხოს როგორც სასაუბრო თემას, ასევე გამოსვლის ტექნიკას. ტექსტი უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი, მოკლე ფორმულირებებით. მასში დაცული უნდა იყოს ლოგიკური და ფსიქოლოგიური აქცენტები, პაუზები.
გათვალისწინებული უნდა იქნას შესავლის, ძირითადი ნაწილისა და დასკვნის დანიშნულება და აგების პრინციპები. წკაპ

კრიტერიუმები საჯარო გამოსვლის შესაფასებლად


1. ნათლად იყო გადმოცემული საუბრის მიზნები და ამოცანები
2. მიზნები და ამოცანები იყო დასაბუთებული
3. გამომსვლელმა გამოამჟღავნა თემის (საგნის) ცოდნა.
4. დასაბუთება ხდებოდა ფაქტებით
5. გამომსვლელი საუბრობდა გასაგებად, გარკვევით და სწორად
6. გამომსვლელს ჰქონდა სასიამოვნო ჟესტები და მიმიკა
7. გამომსვლელი იყო თავდაჯერებული, მშვიდი, კონტროლს უწევდა საკუთარ თაბს
8. გამომსვლელმა დატოვა კარგი შთაბეჭდილება პიროვნულად
9. მისი საუბარი აუდიტორიაზე იყო მიმართული
10. სწორად გაანაწილა დროის ლიმიტი
11. ჰქონდა ეფექტური დასაწყისი
12. ნათლად დაასრულა საუბარი
13. მიაღწია გამოსვლის დასახულ მიზანს
14. სწორად შეადგინა და გამოიყენა ბარათები.
15. გამოსვლაში კარგად იყენებდა აუდიო-ვიზუალურ საშუალებებს.

საჯარო გამოსვლა


I. შესავალი

ფუნქციები:
1. ინტერესის აღძვრა
2. კონტაქტის დამყარება მსმენელთან
3. მსმენელის ნდობით განწყობა
4. საუბრის თემისა და მიზნის მოხაზვა წკაპ