დასკვნა: წარმატება გათვლადია


ნება მომეცით კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ მთელი ამ წიგნის ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა. ეს არის “წარმატება გათვლადია”.
Advertisements

წარმატების XXI საიდუმლო. გაიარეთ “შეუპოვრობის ტესტი”


არაფერს შეუძლია შეუპოვრობის შეცვლა. ტალანტი ვერ შეცვლის მას; არაფერია უფრო მეტად ჩვეულებრივი, ვიდრე ხელმოცარულები, რომელთაც ტალანტი გააჩნიათ. გენიალობასაც არ შეუძლია მისი შეცვლა; ვერაფრის მიმღწევი გენიოსები თითქმის ლეგენდებში შევიდნენ. განათლებაც ვერ იქნება შემცვლელი; მსოფლიო სავსეა განათლებული რენეგატებით. მხოლოდ შეუპოვრობა და სიმტკიცეა ყოვლისშემძლე.

კალვინ კულიჯი

შეუპოვრობა – ადამიანის ხასიათის რკინის თვისებაა. შეუპოვრობა იმდენადვე საჭიროა ადამიანის ხასიათისათვის, რამდენადაც ნახშირბადი – ფოლადისთვის. იგი წარმოადგენს აბსოლუტურად შეუცვლელ თვისებას, რომელიც ცხოვრებაში დიდ წარმატებასთან ხელიხელჩაკიდებული დადის. წკაპ

წარმატების XX საიდუმლო. არასოდეს დაუშვათ წარუმატებლობის შესაძლებლობა


არაფრის უნდა გეშინოდეს, გარდა თავად შიშისა.

ფრანკლინ დ. რუზველტი

წარუმატებლობის შიში – ეს არის ყველაზე დიდი ცალკეული დაბრკოლება ზრდასრული ცხოვრებისას წარმატების მიღწევაში. მიაქცეთ ყურადღება, რომ საუბარი ეხება არა წარუმატებლობას როგორც ასეთს. მარცხი გაქცევთ უფრო ძლიერად, მოქნილად და გადაწყვეტილების მიმღებად. სწორედ შიშს წარუმატებლობის წინაშე ან წარუმატებლობის წინათგრძნობას შეუძლია მოახდინოს თქვენი აზროვნებისა და ქმედებების პარალიზება, შესაბამისაც, შეაკავოს თქვენი ის ქცევები, რომლებიც აუცილებელია დიდი წარმატების მისაღწევად. წკაპ

წარმატების XIX საიდუმლო. იყავით გადაწყვეტილების მიღებაზე და მოქმედებაზე ორიენტირებული


იმ მილიონერების ერთ-ერთი თვისება, რომლებმაც საკუთარი ფული თავად გამოიმუშავეს, არის ის, რომ ისინი ყურადღებით ფიქრობენ მოცემული სიტუაციის შესახებ და შემდეგ სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს. ისინი აჩვევენ საკუთარ თავს, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედონ და განახორციელონ საკუთარი გადაწყვეტილებები. წკაპ

წარმატების XVIII საიდუმლო. განსაკუთრებით იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე


ბედნიერების გასაღები – ჯანსაღი სულია ჯანსაღ სხეულში
თეოდორ რუზველტი

ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შესანიშნავ დროში ვცხოვრობთ, თუ ვისაუბრებთ მოსახლეობის ცხოვრების გახანგრძლივებისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. დღეს შესაძლებელია უფრო დიდხანს ცხოვრება და თავის უკეთ გრძნობა, ვიდრე ეს ოდესმე წარსულში შეიძლებოდა. უნდა ესწრაფვოდეთ 80, 90 ან თუნდაც 100 წლამდე სიცოცხლეს, თუნდაც ამ საპატიო ასაკში შესანიშნავი ჯანმრთელობის შენარჩუნებას, და ყოველთვის გექნებათ ამის გაკეთების ძალა, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებთ. წკაპ

წარმატების XVII საიდუმლო. იტრიალეთ საიმედო ადამიანებში


ხუთ წელიწადში თქვენ იქნებით ისეთივე ადამიანი, როგორიც დღეს ხართ, გარდა იმ ხალხისა, ვისაც შეხვდებით და წიგნებით რომლებსაც წაიკითხავთ.
ჩარლი ჯონსი

ცხოვრებაში თქვენი წარმატებისა და ბედნიერების არანაკლებ 85% განისაზღვრება იმ ურთიერთობების ხარისხით, რომელთა დამყარებაც მოახერხეთ პირადი და სამსახურებრივი საქმიანობისას. რაც უფრო მეტი რაოდენობის ხალხია, ვისაც იცნობთ და ვინც თქვენ პოზიტიურად გიცნობთ, მით უფრო წარმატებული იქნებით და მით უფრო სწრაფად წაიწევთ წინ. წკაპ

წარმატების XVI საიდუმლო. გაათავისუფლეთ თქვენი შეკავებული შემოქმედებითი უნარი


წარმოსახვა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტები.
ალბერტ აინშტაინი

აი კიდევ რამდენიმე კარგი ამბავი. თქვენ – პოტენციური გენია ხართ. თქვენ უფრო ჭკვიანი ბრძანდებით, ვიდრე ოდესმე თავში მოგსვლიათ. თქვენში გამოყენებისათვის მზა გაცილებით მეტი შემოქმედებითი უნარი იმალება, ვიდრე აქამდე იყენებდით. წკაპ