გაცვლითი პროგრამების უპირატესობები


რამდენიმე დღის წინ დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი და ინტენსიური პროექტი, სადაც კი მონაწილეობა მიმიღია: მშვიდობისა და კონფლიქტის კონსულტანტი. თავად პროექტიდან მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები რამდენიმე პოსტის თემაა. აქ კი შეგახსენებთ იმ უპირატესობებს, რაც შეიძლება გაცვლითი პროგრამებიდან მიიღოთ:

  • პროფესიული განვითარება – ნებისმიერი პროექტიდან შეიძლება ახლის სწავლა, მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს ინტენსიური აკადემიური თუ არაფორმალური განათლების პროგრამა. მაშინაც კი, თუ თქვენთვის ნაცნობ თემას ეხება, სიახლეს ყოველთვის გაიგებთ. ამ პროექტის განმავლობაში 1 საკითხის 2-ჯერ მოსმენა მომიხდა სხვადასხვა მოწვეული სტუმრისგან. თემატურად აბსოლუტურად იდენტური იყო, თუმცა გადმოცემის მეთოდები და აქცენტები განსხვავდებოდა. საბოლოო ჯამში, ორივე სესია საინტერესო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა.
  • რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილებით კარიერული წინსვლის მეტი შანსი გაქვთ! გაცვლით პროგრამებზე დასწრება ნიშნავს, რომ დაინერესებული ხართ თქვენი სპეციალობის განვითარების მიმართულებებით და შესაძლოა სხვებზე უკეთაც ერკვევით ზოგიერთ პროფესიულ საკითხში.
  • ახალი კონტაქტები, რომლებმაც შეიძლება სხვა პროექტებში დაგპატიჟონ და/ან მეგობრებად დარჩეთ. ნებისმიერ შემთხვევაში თვალსაწიერის გაფართოების შესანიშნავი შესაძლებლობაა.
  • კომუნიკაცია + ენის პრაქტიკა: რამდენიც არ უნდა ისწავლოთ, იქექოთ ლექსიკონებში, იზეპიროთ ახალი სიტყვები თუ იკითხოთ გრძელი ტექსტები – გამოყენების გარეშე ეს ყველაფერი წყალში გადაყრილი შრომაა. საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე დასწრებით ურთიერთობთ უცხოენოვან აუდიტორიასთან, აცოცხლებთ წიგნებიდან მიღებულ ცოდნას.
  • გაცვლითი პროგრამების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო შესაძლებლობა (უფასო) მოგზაურობაა. მიდიხარ უცხო ქვეყანაში, ეცნობი მის კულტურასა და ისტორიას, ღირსშესანიშნაობებს. უამრავ მასალას იღებ შემდგომი ფიქრისა და დამუშავებისათვის. ამ ყველაფერს თუ საცხოვრებლისა და მგზავრობის ანაზღაურებაც ემატება, რა სჯობია!
  • გართობა და უამრავი ემოცია – რაც მთლიანად დამოკიდებულია თქვენს მონდომებასა და მოხერხებაზე! დაწყებული ბილეთის ძებნის მომენტიდან დამთავრებული ახალ ქალაქში ჩასვლით, ქუჩებში დაკარგვით და ა.შ. – ყველა სასიამოვნო თუ უსიამოვნო მომენტი, დანაკარგი თუ შენაძენი შეიძლება გახდეს ახალი თავგადასავლების წყარო. მომავალში კი მეგობრებს ან შვილიშვილებს აუცილებლად მოუყვებით რომ “ეს იყო პეტერბურგში”, ან “პარიზში”, ან “ბერლინში” – სადაც მოინდომებთ წასვლას.

საყურადღებო! – აპლიკაციების შევსება, გზავნა, ყოველი ახალი სამოვიაციოს დაწერა დამატებითი დროის ხარჯვას მოითხოვს და შეიძლება მოსაწყენადაც ჩანდეს. მაგრამ იმასთან შედარებით, რაც წინ გელით – ეს პატარა “დისკომფორტი” სავსებით ასატანია. რამდენიმესაათიანი შრომის შედეგი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა იქნება. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი ადამიანისათვის, რომელიც კარიერასა და პირად ცხოვრებაში გამოწვევებს ეძებს?!

თვალი ადევნეთ ჩემს ფეისბუქის გვერდს, იანვრიდან შემოგთავაზებთ სიახლეებს და ახალ შესაძლებლობებს.

GRE საგამოცდო ცენტრები საქართველოში


არსებობს Paper-based და Computer-based GRE.

Paper-based GRE ტესტის ჩაბარება შეიძლება ყოველთვის, როცა ამისი შეთავაზება არსებობს. თბილისში paper-based GRE-ის საგამოცდო ცენტრია Tbilisi, Accels-Georgia, 10466.

Computer-based test-ის ჩაბარება მთელი წლის განმავლობაში შეიძლება. ტესტის შედეგები ცნობილი ხდება ტესტირებიდან დაახლოებით 10-15 დღეში ჩაბარებიდან. ტესტის ჩაბარება შესაძლებელია 21 დღეში ერთხელ, 12-თვიან პერიოდში (365 დღე) მხოლოდ 5-ჯერ. ეს იმ შემთხვევაშიც ვრცელდება, თუ განმცხადებელი გააუქმებს მიღებული ტესტის შედეგებს.

Computer-based test-ის ცენტრს თბილისში წარმოადგენს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

TBILISI, GEORGIA–APCU-8958
American Councils for International Education
35a Chavchavadze Avenue
TBILISI Georgia

8958: TBILISI, GEORGIA
American Councils for International Education
35a Chavchavadze Avenue
TBILISI, GEO 0179
Phone 99532292106
მონაცემები აღებულია GRE-ის ოფიციალური ვებსაიტიდან.

ცვლილებები ბლოგზე: ტრენინგები იწყება


გამარჯობა, მკითხველო

ბლოგი გადადის ახალ ეტაპზე: გთავაზობთ საზღვარგარეთ სწავლის შესახებ ტრენინგებს, რომელიც მოიცავს სრულ სააპლიკაციო პროცესს, დაწყებული ტესტების ჩაბარებიდან, დამთავრებული სამოტივაციო წერილის დაწერით და სხვა “წვრილმანებით”. აპლიკაციის შევსებაში ხომ უმნიშვნელო “დეტალი” არ არსებობს. ტრენინგი ჩატარდება ჯგუფის შეკრებისთანავე (8-10 ადამიანი).  დასწრების მსურველებმა თემები და სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე. ტრენინგზე გაიგებთ ინფორმაციას  კონკრეტული პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ  ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში; მიიღებთ დაწვრილებით რჩევებს – როდის და სად სჯობია აპლიკაციების გაგზავნა, რა უნდა გაითვალისწინოთ; როგორ შეადგინოთ ეფექტური CV, სამოტივაციო წერილი; ასევე გააკეთებთ დამატებით სავარჯიშოებს, რომლებიც დაგეხმარებათ წარმატებით შეავსოთ ნებისმიერი გაცვლითი პროგრამის აპლიკაცია. ტრენინგის მთავარი უპირატესობაა გამოცდილებაზე დაფუძნებული პროგრამაამერიკულ უნივერსიტეტში სწავლისა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შედეგი.

რაც შეეხება ბლოგზე არსებულ პოსტებს: საზღვარგარეთ სწავლის შესახებ სტატიების ძირითადი ნაწილი ხელმისაწვდომი დარჩება, ასე რომ თქვენ კვლავ შეგეძლებათ ისარგებლოთ უფასო ქართულენოვანი რესურსით. იქნება ახალი თემებიც – დავწერ სხვადასხვა ძეგლების, მოგზაურობის შესახებ და ბევრ საინტერესო და სასარგებლო ამბავს. განცხადებებს სტიპენდიების შესახებ ძველებურად ნახავთ ფეისბუქის გვერდზე.

შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ბლოგზე არსებული საკონტაქტო ფორმის საშუალებით, ან ტელეფონზე: 557 516388.

რა არის GRE


თუ გჭირდებათ დახმარება სამოტივაციო წერილის შედგენაში, უნივერსიტეტის, პროგრამის, დაფინანსების მოძიებაში, სააპლიკაციო პროცესში – დამიკავშირდით: 557-516-388; ასევე მომწერეთ ბლოგის საკონტაქტო ფორმის ან ფეისბუქის საშუალებით. მომსახურება იქნება ფასიანი. შესაძლებელია ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები/ტრენინგები.

———————————-

GRE (Graduate Record Examination) არის ერთ-ერთი სტანდარტიზებული ტესტი მათთვის, ვინც სწავლის გაგრძელებას აპირებს ამერიკის, კანადის ან ზოგიერთი სხვა ქვეყნის მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში. GRE აფასებს კანდიდატის ანალიტიკურ აზროვნებას. Continue reading

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფო-სესია


Tallinn University of Technology, ინფო-სესია მარიოტში, თბილისი

Tallinn University of Technology, ინფო-სესია მარიოტში, თბილისი

19 აპრილს თბილისი-მარიოტში ჩატარდა ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფო-სესია და ინგლისური ენის ტესტი. ტესტის ჩაბარების შემთხვევაში აღარ იყო საჭირო  TOEFL/IELTS-ის გაგზავნა უნივერსიტეტში. ინფო-სესიაზე მიმდინარეობდა წინასწარი რეგისტრაცია. თუმცა გაცილებით მეტი სწავლასმოწყურებული ახალგაზრდა მივიდა. ბევრს გავლილი არც კი ჰქონდა ონლაინ რეგისტრაცია. ამიტომ საჭირო გახდა ტესტის 3 ნაკადად ჩატარება.

ტესტი

30-წუთიანი ტესტი 40 საკითხისგან შედგებოდა. გამსვლელი იყო 31 ქულა. იქვე ასწორებდნენ. 29 ან 30 ქულის მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტის ინგლისურის პროფესორი ატარებდა გასაუბრებას. თავად ტესტი საკმაოდ მარტივი იყო (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის), ინგლისურის საშუალოდ ცოდნა საკმარისი იყო მის წარმატებით შესავსებად.

ინფო-სესია

ტესტის შემდეგ უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ჩაატარა საინფორმაციო სესია ესტონეთისა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ. ესტონეთის მოსახლეობა სულ რაღაც 1.3 მილიონი ყოფილა, უნივერსიტეტში 80 ქართველი სტუდენტი სწავლობს (შეიძლება რომელიმე მათგანი თქვენი ნაცნობიც იყოს), ესტონეთი საქართველოსთან შედარებით ცივი ქვეყანაა, მაგრამ შესანიშნავი გათბობის სისტემა აქვს (გიხაროდენ:) ); ესტონეთში ჩასვლისას შენგენის ვიზას იღებთ და შეგიძლიათ ევროპაში თავისუფლად იმოგზაუროთ… მოკლედ, კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი.  Continue reading

როგორ მოვძებნოთ სწრაფად სასურველი ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდზე


უნივერსიტეტის ვებ-გვერდამდე “მისაღწევად” გრძელი და დამქანცველი ძებნაა: უნდა ნახოთ ათობით კოლეჯი, სპეციალობები, მისაღები საბუთების ნუსხა, გადასახადის თანხა და ა.შ. რაც უფრო სწრაფად მოხდება სასურველი უნივერსიტეტების მოკლე ჩამონათვალის გაკეთება, მით უკეთესი – უფრო ოპერატიულად მოხერხდება იქ საბუთების გაგზავნა.

1. სანამ ძებნას დაიწყებთ – შეიმუშავეთ კონკრეტული კრიტერიუმები: რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? გარკვეული მიმართულების შესწავლა? დაფინანსების მიღება? დასაქმების პერსპექტივა? მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მისწრაფებები შეესაბამებოდეს არსებულ რესურსებს (ფინანსურს, აკადემიურს და ა.შ.). მაგალითად, თქვენი საბუთები ტოეფელის 80 ქულით კონკურენტუნარიანი ვერ იქნება უნივერსიტეტში, რომლის მინიმალური მოთხოვნა ტოეფელის 100 ქულაა. Continue reading