კარსანი


ინტერნეტში ძალიან მწირი ცნობებია კარსანის შესახებ – დასახლების, რომელიც თბილისიდან 15-იოდე კილომეტრში მდებარეობს. საჯარო ბიბლიოთეკის (ელექტრონულ) კატალოგებშიც კარსანის შესახებ წიგნები არ იძებნება. ადგილი გარკვეულწილად მისტიფიცირებულია, ვიკიპედიაში არსებული ინფორმაციაც მოკლე და გაურკევეველია, მისი ნაწილი თვითმხილველების გადმოცემებს ეფუძნება:

Screen Shot 2015-03-03 at 2.21.43 PM

ძველი შენობა ჯერ კიდევ ძალიან ლამაზად გამოიყურება. წინ აუზია (რომელსაც ფოტოზე ბუჩქები ფარავს).

IMG_0484

ოთახები, დერეფნები, ავეჯი, აღჭურვილობა – განადგურებულია. დაქცეული, ჩანგრეული, ჩამპალი სართულები, დამტვრეული ფანჯრები და კარებები, უკაცრიელი დერეფნები… 2007 წელს ოთახებში შემორჩენილი იყო პაციენტების პირადი ნივთები – კედელზე მიკრული კალენდრები, რვეულები, ჩანაწერები, ფოტოალბომები… ახლა ეს ყველაფერი ნანგრევებშია ჩამარხული.

კარსანი

ჟანგიანი კაუჭები, დრო-ჟამისაგან შეხალული კედლები, დახეთქილი საღებავი  კიდევ ერთხელ ახსენებს მნახველს რომ “დრონი მეფობენ”……

ტუბდისპანსერის კედლები დახეთქილია

ოთახებში ყველაფერი განადგურებულია, იატაკი – ატალახებული. კედლებსა და ფანჯრებზე მცენარეები იზრდება.

16276065469_9111c0c8d4_b

Continue reading

Advertisements

ზამთრის ლაშქრობა კახისის ტბაზე


სიგიჟეა, მართლა დიდი სიგიჟეა შუა ზამთარში თოვლში უცნობ ადგილას გაბოდიალება. მით უმეტეს, თუ ეს ადგილი ზღვის დონიდან 1752 მეტრზე მდებარეობს (ბორჯომის მუნიციპალიტეტში).

ბილიკები იწყება სოფლიდან.

გზის დასაწყისი

მიდის, სიმაღლეებს ეფინება და საბაგიროს გაუქმებულ გზას მისდევს. ალაგ-ალაგ გამოკიდებულია საბაგიროს სკამები, რომლებსაც ალბათ ტურისტები დანიშნულების ადგილამდე მიჰყავდა.

საბაგირო

საბაგიროები ცისკენ მიემართებიან

მოკლე გზით, ბილიკებით სავალი დაახლოებით 4,5-5 კილომეტრია. ნელ-ნელა მაღლა მიიწევ და თვალწინ ულამაზესი ხედი იშლება.

დეკემბერში რა ლაშქრობა აგიტყდაო, მკითხა ერთიორმა, მაგრამ გული თუ გულობს, კახისის ტბაზე ბობღვითაც ახვალ :)) არად ჩააგდებ გზის სირთულეს, მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებს, თოვლს, რომელზეც ფეხი სრიალებს და ზამთრის სუსხს…

მიდიხარ დათოვლილ გზაზე, თბილღუმელიანი სოფელი უკან რჩება, სავალი რთულდება, მაღლა-მაღლა ადიხარ და ხვდები, რომ თითოეული ნაბიჯი, რომლის გადადგმაც გიჭირდა, ყველა დაბრკოლების გადალახვა ღირდა!!! Continue reading

რომელი გადამზიდით გამოვწეროთ სალაშქრო ზურგჩანთა


გადავწყვიტე რომ ზურგჩანთა ისევ მჭირდებოდა – დიდი, კომფორტული ზურგჩანთა, რომელშიც ჩავალაგებდი ყველა საჭირო ნივთს და ვიმოგზაურებდი. პატარა ყოველდღიური ზურგჩანთა ერთდღიანი გასავლებისთვისაც აღარ მყოფნის – აღარ ეტევა ფოტოაპარატი თავისი ობიექტივით, საწვიმარი, ქინდლი, ნემსი, ძაფი, სანტავიკი, კიდეც ათასი საჭირო წვრილმანი; ზამთარში და მრავალდღიიან გასვლებზე ტანსაცმლისა და საკვების მოთავსებაზე საუბარი უკვე ზედმეტია.

სასურველი ზურგჩანთის შერჩევაზე რთული გადამზიდის პოვნა აღმოჩნდა. კამექსი, რომლის მომსახურებითაც უკვე წლებია ვსარგებლობ, მსგავსი ნივთების წონას მოცულობით ითვლის. საერთო ჯამში დიდი თანხა გამოდის.

ერთმა მეგობარმა ბარამი მირჩია – საზღვაო ტრანსპორტირება უფრო იაფი ღირსო (1კგ მხოლოდ $2 – იმ ტვირთებისთვის, რომლის მოცულობა 1 კუბურ მეტრზე მცირეა). გამიხარდა – რა კარგია! მხოლოდ $4 ჩემი ოცნების ზურგჩანთისთვის! დავრეკე ბარამის ოფისში და…. ეეეეჰ! მინიმალური გადასახადი $60-ია, სულ მცირე 30 კილოგრამისთვის იანგარიშებაო. საზღვაო გზით ჩამოტანას 45-60 დღე სჭირდება, თანაც განბაჟებისთვის თავად უნდა ჩახვიდეთ ფოთშიო. გული დამწყდა.

ის-ის იყო ხელი ჩავიქნიე, რომ ONEX.GE შემომთავაზეს – გადამზიდი, რომელსაც საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მსხვრევადი საგნების გარდა ყველაფერი ფიზიკური წონით ჩამოაქვს. 

ფასი – 1 კგ – 8,5 დოლარის ექვივალენტური ლარი ( საჰაერო მომსახურება).

დამრგვალება, მინიმალური 0,1 კგ. ხოლო მას ზევით ყველა ამანათის გადაზიდვის ღირებულება ითვლება მისი ზუსტი წონის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა ერთ რეისზე უნდა მიიღოს რამოდენიმე ამანათი და რომელიმე მათგანი იწონის 0,05 კგ ზე ნაკლებს, ასეთი ამანათის წონის დამრგვალება ხდება არა 0,1 არამედ 0,05 კგ-მდე.
ონექსი კარგია ნებისმიერი ნივთისთვის, რომელშიც მოცულობით გაბერილ წონას დაიანგარიშებს სხვა გადამზიდი კომპანია. ადრე რომ მცოდნოდა, აუცილებლად მისი მომსახურებით ვისარგებლებდი ფრისბის გამოწერისას – ჩამოტანისას კამექსმა მოცულობითი წონა მიანგარიშა და 175-გრამიანი ნივთსითვის ნავარაუდებზე 10-ჯერ მეტი გადავიხადე!
მეორე ალტერნატივა: USSHOP.GE – რომლის საშუალებით უკვე არაერთი ნივთი ჩამოვიტანე, მათ შორის მეორე ზურგჩანთა. კვირაში 2 რეისი და კარგი მომსახურება აქვთ. 1 კილოგრამის ფასი $6.5-ია. ჯერჯერობით ყველაზე იაფ გადამზიდად რჩება მათ შორის, რომელთა შესახებაც ინფორმაცია გამაჩნია. 

ბაგინეთი – 2014


ბაგინეთი ის ადგილია, სადაც მომაბეზრებელი ქალაქისგან ცოტა ხნით დასვენება შეიძლება. ბაგინეთიდან მცხეთა-ჯვარისკენ დიდებული ხედი იშლება. ჩამოედინება მდინარე მტკვარი, ჩანს წითელსახურავიანი სახლები. შემოდგომის ფერებს ბუნებრივად ეხამება ქალაქის ხედი.

მცხეთა. ხედი ბაგინეთიდან

მცხეთა. ხედი ბაგინეთიდან

აქ არ არის ხმაურიანი ქუჩები, არც  მანქანები და არც  ინტერნეტი ( 🙂 ). ინტერნეტი საიდან იქნება, ბაგინეთის მთელი არსებობის მანძილზე ასეთ რამეს ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ მისი მკვიდრები. ლეონტი მროველი ირწმუნებოდა, რომ ბაგინეთის დასახლებას ქართველთა მამამთავარმა ქართლოსმა ჩაუყარა საფუძველი. ეს იყო ანტიკური ხანის დიდი, აყვავებული ქალაქი, მნიშვნელოვანი სავაჭრო-პოლიტიკური ცენტრი, რომლის გამაგრებული კედლები რამდენიმე კილომეტრს მოიცავდა. მას ჰქონდა გამართული ინფრასტრუქტურა, ფუნქციონირებდა რელიგიური დაწესებულებებიც. დაწვრილებითი ინფორმაცია ამ კულტურული ძეგლის შესახებ ძეგლები.გე-ს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.  იგი მდებარეობს თბილისი-მცხეთის გზაზე, პირდაპირ გადაჰყურებს სვეტიცხოველს. ზედ გზისპირზე “ბაგინეთის” ნიშნულია, ბილიკს მიჰყავხარ კიბეებამდე, კიბე კი ანტიკური ხანის ციხე-ქალაქში მიგიძღვება. შესასვლელში შემორჩენილია დიდგვაროვანი ქალის აკლდამა, ცოტა ზემოთ – რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულების შენობა.

Continue reading

“მეზობლები არ შეაწუხოთ” ანუ რატომ არ უნდა გაჩერდეთ სასტუმრო “ფიჭვნარში”, ქობულეთი


“დაბოღმილი” პოსტი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

თითქმის ერთი კვირა ქობულეთში გავატარე – სასტუმრო “ფიჭვნარი”, აღმაშენებლის 626. ეს ის ადგილია, სადაც არ უნდა წავიდეს ადამიანი, ვისთვისაც სერვისები მნიშვნელოვანია. სასტუმროს უპირატესობა მხოლოდ ზღვასთან სიახლოვე და ფასია, სხვა დანარჩენი კრიტიკას ვერ უძლებს.

1. საოცრად უყურადღებო პერსონალი. ყველა ჩვენს თხოვნას აბსოლუტური გულგრილობით ხვდებოდნენ. რატომღაც დარწმუნებული იყვნენ რომ სასტუმროში ყველაფერი რიგზე იყო. საუზმეზე დაგვიანებულებს მისალმების მაგივრად შეცხადებით გვეგებებოდნენ: “უი, თქვენ ახლა მოხვედით?!”  და თუ არ ეტყოდი აზრადაც არ მოსდიოდათ საკვების შეთავაზება/მოტანა. ღამე ციოდა, თბილი საბნები ვთხოვეთ და უხეშად მოგვიშორეს (“მთელი დღე დავრბივართ და ვერ მოგიტანთ”). ვინც მეტი დაჟინება გამოიჩინა, საკმაოდ თხელი და სუნიანი დასაფარებელი მისცეს (მაინც სციოდათ). სასტუმროს პატრონმა უტაქტო და შეურაცხმყოფელი შენიშვნა მისცა ჩვენს უცხოელ სტუმარს წონასა და ფორმაზე. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ძალიან ნაწყენი დარჩა.  Continue reading

როგორ გავფრინდეთ ევროპაში იაფად


ყველაფერი ოცნებიდან იწყება. ჯერ აზრი იბადება, მერე – მიზანი, შემდეგ ნელა-ნელა მოქმედების გეგმა მუშავდება და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ რომ ოცნება რეალობად იქცა. ყველაზე წარმოუდგენელი ფანტაზიაც კი შეიძლება ახდეს. არ გჯერათ? მფრინავი ხალიჩა გაიხსენეთ, ალადინს რომ დააქროლებდა და პარალელი გაავლეთ თანამედროვე საფრენ აპარატებთან. შერეკილები, ანუ ადამიანები, რომლებიც “რეალობას” არაფრად აგდებენ და საკუთარი ოცნების ასახდენად მუშაობენ, ცვლიან მსოფლიოს.

ძმებმა რაიტებმა 1903 წელს თავიანთი პირველი 12-წამიანი ფრენით მთელი მსოფლიო გამოიწვიეს. თავიდან არავის სჯეროდა. “ადამიანს შეუძლია ხმელეთზე სიარული, ცურვაც, მაგრამ ფრენა? არა, ეს მეტისმეტია”, – ფიქრობდნენ ისინი. რაიტებს უამრავი ცნობისმოყვარის თვალწინ საკუთარი მიღწევის დემონსტრაცია სჭირდებოდათ, ისინი უფროდაუფრო ხანგრძლივი ფრენებით და გაუმჯობესებული თვითმფრინავის მოდელებით აოცებდნენ ცივილიზებულ საზოგადოებას.

ძმები რაიტების თვითმფრინავის მოდელი ჩიკაგოში

ძმები რაიტების თვითმფრინავის მოდელი ჩიკაგოში

2011 წელს ჩიკაგოს მეცნიერებისა და ინდუსტრიის მუზეუმში მათი პირველი საფრენი აპარატის მოდელი ვნახე, რომელმაც ვნებათაღელვის თეორიები, ვერტიკალური და ბრუნვადი სიყვარულები ხელშესახები გახადა. ადამიანი შეეჯიბრა ჩიტებს, დაიწყო ჰაერის დაპყრობა, დროისა და სივრცის გადალახვა. უცხო ქვეყნების მონახულება უფრო ხელმისაწვდომი გახდა და ნებისმიერ პიროვნებას მიეცა საშუალება თავი ისე ეგრძნო, როგორც მარკო პოლოს ახალი მიწების მონახულებისას. იმ განსხვავებით, რომ საჰაერო გზის “აღმოჩენამ” წარმოუდგენლად შეამოკლა დრო თუნდაც ყველაზე შორეული დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. XVIII საუკუნის დასაწყისში სულხან საბა ორბელიანს რამდენიმე თვე, უამრავი რესურსი, კლიმატური და რელიეფური სიძნელეების გადალახვა დასჭირდა ევროპამდე ჩასაღწევად, თანამედროვე თვითმფრინავები კი იგივე მანძილს სულ რამდენიმე საათში ფარავენ.

ფრენების მიმართულება ქუთაისის ეროპორტიდან

ფრენების მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან

ასე რომ, თუ ევროპაში მოგზაურობაზე ოცნებობ, ამის გაკეთება ძალიან ადვილია: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იაფი რეისები რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით სრულდება. მათგან ზოგიერთში შესასვლელად ვიზა არ არის საჭირო (უკრაინასა და ბელორუსიაში). მგზავრებმა ასევე შეიძლება ისარგებლონ გამარტივებული სავიზო რეჟიმით, რაც ნიშნავს რომ მათ შეუძლიათ 3-დან 90 დღემდე ერთჯერადი ვიზების მიღება აეროპორტში, სასაზღვრო სამსახურში. ასეთი ქვეყნების სია, ასევე სავიზო დოკუმენტების ჩამონათვალი გამოქვეყნებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე.  Continue reading

კომბლე, ჩურჩხელები, აიპადი და ბევრი სიამოვნება კახეთში


kaxetis mama

“კახეთის მამა”

თუ რამე ან ვინმე შეიძლება მოვიაზროთ კახეთის სიმბოლოდ, ეს მამაკაცი საუკეთესო კანდიდატია. 🙂 როგორც კი დავინახე, მაშინვე ვიფიქრე, ხომ არ სჯობია ქართლის დედის ანალოგიურად სადმე, გამოსაჩენ ადგილას (თუნდაც კავკასიონზე) “კახეთის მამის” სიმბოლური ძეგლი დაიდგას მეთქი. სტუმარი რომ დაინახავს ქანდაკებას ცალ ხელში ჩურჩხელით და მეორეში აიპადით, მაშინვე მიხვდება, რომ უნიკალური ტრადიციების მქონე რეგიონში მოხვდა, რომელიც არც განვითარებაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ამბობს უარს.  სწორედ ეს არის კახეთის განვითარების პროექტის მთავარი მიზანი, რომლის შესახებ ვწერდი პოსტში “სოფლის მაშენებლები”.

თუ გიყვართ ისტორია, მოგზაურობა, ლიტერატურა, ან უბრალოდ გინდათ თბილისიდან ერთი დღით გასვლა – კახეთი გელით! სულით, გულით, გაშლილი ხელებით, თავისი ძეგლებით, ულამაზესი ბუნებით – ეს ის ადგილია, შეგიძლიათ სრულფასოვნად დაისვენოთ და უზომოდ ისიამოვნოთ!

 რა დაგხვდებათ კახეთში?

პირველ რიგში, კარგი გზები. ისე ჩაღიღინდებით დანიშნულების ადგილამდე, რომ ვერც კი გაიგებთ! სადღაა ორმოები, გუბეები და ქვები! მგზავრობა უფრო იოლი და ხანმოკლეა, საათნახევარიც არ არის საჭირო თელავამდე მისაღწევად!

თელავში, ისევე როგორც სხვა ადგილებში, მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ აქ მოგზაურმა თავი კარგად იგრძნოს. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული რეაბლიტაციის პროექტის ფარგლებში უკვე აღდგენილია მთელი რიგი შენობები, ნაწილიც მალე დამთავრდება. და მაინც, საკმაოდ ბევრი ობიექტია, რომლის  განსხვავება 2 წლის წინანდელსა და ახლანდელ მდგომარეობას შორის თვალშისაცემია. Continue reading