რა უნდა ვიცოდეთ სტუდენტური საცხოვრებლის შესახებ


room-cool-student-residence-703a829fe869a06d919e3c944d32ef2dუნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ საერთაშორისო სტუდენტის წინაშე ახალი გამოწვევები დგება, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კითხვა: სად უნდა ვიცხოვრო? როდის მოვძებნო? როგორ შევარჩიო?

რა არჩევანი აქვს უცხო ქვეყანაში სასწავლებლად ჩასულ სტუდენტს?

საცხოვრებლის ძირითადი ტიპები:

  • სტუდენტური საცხოვრებელი – თითქმის ყველა საერთაშორისო უნივერსიტეტს გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ ბინის დაქირავება სასწავლო წლის განმავლობაში. ეს არის ხმაურიანი და ხალხმრავალი ადგილი, რომელიც ბევრ ადამიანთან ურთიერთობის საშუალებას იძლევა.
  • კერძო საცხოვრებელი კომპლექსები – კერძო პირს/ორგანიზაციას (და არა უნივერსიტეტს) ეკუთვნის და სტუდენტებისთვის არის გამოყოფილი. შეიძლება ეს უფრო კომფორტული იყოს, ვიდრე საუნივერსიტეტო დასახლება, თუმცა ამავე დროს უფრო ძვირიც.
  • ოთახი კერძო სახლში – ზოგჯერ კერძო მესაკუთრეები ერთ (ან რამდენიმე ოთახს) აქირავებენ სტუდენტებზე. ამ შემთხვევაში სტუდენტს გააჩნია პირადი სივრცე, საკუთარი ოთახი, თუმცა შეიძლება აბაზანა, სამზარეულო და სამრეცხაო საერთო ჰქონდეს სახლის სხვა ბინადრებთან.
  • საზიარო სახლი – კერძო სახლის დაქირავება რამდენიმე სხვა სტუდენტთან ერთად. ეს ნიშნავს გაზიარებულ საცხოვრებელ სივრცეს (პირადი ოთახის გარდა), ასევე საზიარო პასუხისმგებლობებს, დასუფთავების დღეებს, ქირას და კომუნალურ გადასახადებს.
  • ბინა –  ყველაფრით დამოუკიდებელი საცხოვრებელი, სადაც საძინებელი, აბაზანა, სამზარეულო, სამრეცხაო და ნებისმიერი მისი სათავსო პირადად სტუდენტს ეკუთვნის. მეორე მხრივ, მარტო ცხოვრება უფრო ძვირი ფუფუნებაა და მეტ დანახარჯთან არის დაკავშირებული.

სად შეიძლება საცხოვრებლის შესახებ ინფორმაციის ნახვა:

  • უნივერსტეტების ვებსაიტები/სერვისები. როგორც წესი, თითქმის ყველა უნივერსიტეტს აქვს საკუთარი საერთო საცხოვრებელი, ე.წ. დორმები. ამომწურავი ინფორმაციის ნახვა მათ შესახებ (ფასი, ოთახების რაოდენობა, განალგება, კომუნიკაციები და სხვა სერვისები) შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებსაიტზე.
  • განცხადებების დაფები. ეს რჩევა გამოადგებათ სტუდენტებს, რომლებიც უკვე ჩასულები არიან უნივერსიტეტში და ადგილზე ეძებენ ბინებს. ყურადღებით დაათვალეირეთ სტუდენტური ცენტრების, ბიბლიოთეკების, სუპერმარკეტების და სხვა საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო დაფები. იქ შეიძლება წააწყდეთ ინფორმაციას ოთახის ან ბინის გაქირავების შესახებ მოკლე ან ხანგრძლივი ვადით.
  • პირადი ნაცნობები. სტუდენტები, პროფესორები, ნაცნობები, მეგობრები ინფორმაციის ფასდაუდებელი წყაროა. გამოიყენეთ ისინი. ადვილი შესაძლებელია მათი რეკომენდაციის საშუალებით საცხოვრებლისთვის შედარებით ნაკლები ქირის გადახდა მოგიწიოთ.
  • მეილინგ ლისტები: უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტების ოფისს შეიძლება ჰქონდეს მეილინგ ლისტი, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით (ყოველ კვირა, ყოველ თვე) აგზავნის კამპუსში მიმდინარე მოვლენების, ღონისძიებების, სიახლეების შესახებ. ერთ-ერთი სახის ინფორმაცია, რასაც შეიძლება ეს ელექტრონული გზავნილი შეიცავდეს, არის საცხოვრებელი. სთხოვეთ საერთაშორისო სტუდენტების ოფიცერს დაგამატოთ ლისტიში, ამგვარად დროულად მიიღებთ თქვენთვის საინტერესო ცნობებს.
  • ადგილობრივი ვებსაიტები ბინის გაქირავების შესახებ. ვებ-გვერდები, რომლებიც ეკუთვნის სააგენტოს, კერძო პირს ან თავისუფალი რესურსია, შეიცავს მონაცემებს თავისუფალი ფართების, ფასის, მდებარეობის, დამხმარე სერვისების შესახებ. დაგუგლეთ კონკრეტული ქალაქის მითითებით, მაგალითად “საცხოვრებელი ლონდონში,” “ბინები მალტაში”. შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული უბანიც. ამგვარად ნაკლებ დროს დაკარგავთ შედეგების გაცხრილვაში. ეს ვებსაიტები შეიძლება იყოს ფასიანი (გარკვეული ანაზღაურების შემდეგ აჩვენებდეს ბინის მესაკუთრესთან საკონტაქტო დეტალებს) ან უფასო.

დეპოზიტი

დეპოზიტი ერთგვარი სადაზღვევო თანხაა, რომელსაც სტუდენტი გამქირავებლის ანგარიშზე ათავსებს განსაზღვრული პერიოდით. დეპოზიტის თანხა შეიძლება იყოს ძალიან მცირე, ან ქირის გარკვეული ნაწილი, 4-8 კვირის ღირებულების საფასური. კონტაქტის დარღვევის, ბინის დაზიანების შემთხვევაში ეს თანხა აღარ დაგიბრუნდებათ.

დეპოზიტის რაოდენობა და ხანგრძლივობა, ასევე დაბრუნების ვადები და წესი განისაზღვრება კოტრაქტით. ზოგი გამქირავებელი აბრუნებს ნაღდი ფულით, სხვები ამჯობინებენ საბანკო გადარიცხვას. ზოგი შეიძლება დაუყოვნებლივ აბრუნებდეს, ზოგისთვის 2-6 კვირა იყოს საჭირო. ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ გაარკვიოთ დეტალები დეპოზიტი შესახებ, რომ ქვეყნის დატოვების წინ პრობლემები არ შეგექმნათ.

კონტრაქტი:

freelance-contractკონტრაქტი დამქირავებელსა და გამქირავებელს შორის გარკვეული ვადით დადებული ხელშეკრულებაა, რომელიც საცხოვრებელთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს. რას შეიძლება შეიცავდეს კონტრაქტი:

  • ქირის ხანგრძლივობას. როგორც წესი, იდება გრძელვადიანი კოტრაქტი, სულ მცირე ერთი აკადემიური წლის ხანგრძლივობით. გამქირავებლები იშვიათად თანხმდებიან ხანმოკლე ვადით ოთახის/სახლის გაქირავების შესახებ.
  • გადახდის პერიოდულობას. კონტაქტი შეიძლება ითვალისწინებდეს ყოველკვირეულ, ყოველთვიურ ან ყოველკვარტალურ გადახდებს, ასევე საშეღავათო პერიოდს, ჯარიმის ოდენობას გადახდის ვადაგადაცილებაზე.
  • სახლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ცალ-ცალკე თითოეული ნივთისთვის ან კატეგორიისათვის. მაგალითად, მაცივრის და აბაზანის დაზიანებისათვის, მინის გატეხვისთვის, ონკანის გაფუჭებისთვის, კედლების დაფხაჭვნისთვის, გასაღების დაკარგვისთვის – სხვადასხვა ტარიფები იყოს. წინასწარ შეთანხმდით ამ საკითხებზე გამქირავებელთან.
  • რუმმეითთან დავის გადაჭრის გზებს
  • კონტრაქტის დარღვევის შემთხვევებს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.