სწავლა საზღვარგარეთ – გამგზავრებისწინა სამზადისი


Scholarshipძალიან მალე კიდევ მივდივარ სტიპენდიით საზღვარგარეთ სასწავლებლად და გამგზავრებისწინა სამზადისს რამდენიმე პოსტს მივუძღვნი. დავწერ, რისი გათვალისწინებაა რეკომენდირებული, როგორ მოემზადოთ, რა წაიღოთ და ა.შ. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ეფექტურად მოემზადოთ ახალ ქვეყანაში გადასაბარგებლად.

სტიპენდიები მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს შემდეგ ხარჯებს:

  • საცხოვრებელი
  • სწავლის გადასახადი
  • სტუდენტის დაზღვევა
  • ორმხრივი  ბილეთი
  • სასწავლო ვიზა

რა ხდება, როდესაც ყველა ეტაპს გაივლით და დაფინანსებას დაგიმტკიცებენ?

პირველ რიგში, იღებთ დამადასტურებელ წერილს ელექტრონული ან ჩვეულებრივი ფოსტით, ან ორივეთი ერთად. წერილში ასევე მოცემულია სტიპენდიის წესები და პირობები (მაგალითად, მინიმალური აკადემიური მოსწრება, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების ვალდებულება, კონკრეტული ორგანიზაციისათვის /სახელმწიფო სტრუქტურისათვის მუშაობის ვალდებულება და ა.შ.). ყურადღებით გაეცანით. თუ რომელიმე მოთხოვნა მიუღებელი იქნება, შეგიძლიათ სტიპენდიაზე უარი განაცხადოთ. ამ შემთხვევაში თქვენ სხვა კანდიდატით ჩაგანაცვლებენ.

ზოგჯერ წერილთან ერთად მოდის მოთხოვნები დამატებითი საბუთების წარსადგენად (მაგალითად, სამედიცინო ცნობა, პასპორტის ასლი, რეკომენდაციები, ნიშნების ფურცელი – იმ შემთხვევაში თუ პროგრამა მათ წინა ეტაპზე არ ითვალისწინებს). ეს ყველაფერი აუცილებლად დროულად უნდა მიიტანოთ/გაგზავნოთ შესაბამის ოფისში. პროგრამის წარმომადგენელი გამოგიგზავნით ბილეთის ჯავშანს, დაზღვევას, დაფინანსების დამადასტურებელ წერილს და/ან სხვა აუცილებელ საბუთებს სტუდენტური ვიზის მისაღებად. თუ დაფინანსება ნაწილობრივია, ასევე აუცილებელია დარჩენილი თანხის ჩვენება საბანკო ამონაწერით.

შესაბამისი ქვეყნის საელჩოში სავიზო გასაუბრებაზე უნდა გამოცხადდეთ დროულად და მიიტანოთ ყველა დოკუმენტი. უმჯობესია ადრე მისვლა, რადგან ხშირად ცოცხალი რიგია და ლოდინი მოგიწევთ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ საელჩოს აქვს მკაცრი რეგულაციები (მაგალითად, ამერიკის საელჩოში გასაუბრებაზე არ შეიძლება წყლის ან პირადი ნივთების შეტანა, გათიშული უნდა გქონდეთ ტელეფონი და ა.შ.).

რა შეიძლება გკითხონ გასაუბრებაზე?

  • სად მიდიხართ სასწავლებლად? რატომ გინდათ ამ კონრეტული სფეროს შესწავლა?
  • რა ორგანიზაციის დაფინანსებით მიდიხართ და რას ითვალისწინებს სტიპენდია?
  • რას აპირებთ დამთავრების შემდეგ? თუ დაბრუნდებით თქვენს ქვეყანაში?
  • ვინ არიან ოჯახის წევრები, რას საქმიანობენ?
  • ახლო ნათესავი ხომ არ არის იმ ქვეყანაში და იქ რას აკეთებს?
  • და ა.შ. ნებისმიერი რამ რაც შეიძლება კონსულმა მნიშვნელოვნად ჩათვალოს.

ხშირად თვითმფრინავის ბილეთი სტიპენდიის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ფინანსებით გიწევთ შეძენა, სჯობია ვიზის აღებამდე მოიცადოთ. შემდეგ კი შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი. აქ წაიკითხავთ თუ რისი გათვალისწინებაა საჭირო ავიაბილეთის შეძენისას.

შემდეგ ეტაპზე ოჯახსა და მეგობრებთან დამშვიდობების ცერემონიები და ბარგის შერჩევა-ჩალაგების მოსაწყენი პროცესია, რაზეც შემდეგ პოსტში ვისაუბრებ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s