სამოტივაციო წერილების ნიმუშები


motivationეს-ეს არის გარკვეული ინფორმაციის ძებნისას სამოტივაციო წერილების ნიმუშების ბაზას წავაწყდი. წერილები ეკუთვნით ბრიტანული უნივერსიტეტების აპლიკანტებს, რეალურ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ პროგრამებზე აბარებდნენ გასულ წლებში. ზოგიერთი მათგანის ავტორი წარმატებით ჩაირიცხა სასურველ სასწავლებელში.

ამ ბმულზე ნახავთ სამოტივაციოების ნიმუშებს, რომლებიც რამდენიმე კრიტერიუმით შეგიძლიათ მოძებნოთ (სპეციალობა/თემა, უნივერსიტეტი, საერთაშორისო სტუდენტების და ა.შ.).

გაფრთხილება:

  • არავითარ შემთხვევაში არ დააკოპიროთ! წერილები შეგიძლიათ გამოიყენოთ სახელმძღვანელოდ – შინაარსობრივად, სტრუქტურულად როგორ დაალაგოთ და გამართოთ.
  • გაითვალისწინეთ, რომ ფრაზების, აბზაცების რომელიმე წყაროდან ამოღება და საკუთარ სამოტივაციოში ჩაწერა ავტორის მითითების გარეშე პლაგიატია. ეს კი ყველაზე დიდი აკადემიური დანაშაულია. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაშჲ დაუყოვნებლივ მოახდენენ თქვენს დისკვალიფიაკციას და ავტომატურად უარს მოგწერენ, ჩარიცხვის შემთხვევაში კი – გაგრიცხავენ უნივერსიტეტიდან. ამის შემდეგ იქ ვეღარასოდეს დაბრუნდებით და თქვენი აკადემიური რეპუტაციაც შეილახება.
  • სამოტივაციო წერილი მაშინ არის ძლიერი და ღირებული, როდესაც თქვენი საკუთარი ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარეობს. ინდივიდუალისტური მიდგომა უფრო ეფექტურია, ვიდრე ზოგადი ფრაზები, ან სხვისი სამოტივაციოდან წამოღებული იდეები. ასე რომ, თქვენთვისვე სჯობია დახარჯოთ მეტი დრო და ენერგია ხარისხიანი სამოტივაციოს დასაწერად.

წარმატებას გისურვებთ. 🙂

P.S.თუ გჭირდებათ დახმარება სამოტივაციო წერილის შედგენაში, უნივერსიტეტის, პროგრამის, დაფინანსების მოძიებაში, სააპლიკაციო პროცესში – დამიკავშირდით: 557-516-388; ასევე მომწერეთ ბლოგის საკონტაქტო ფორმის ან ფეისბუქის საშუალებით. მომსახურება იქნება ფასიანი. შესაძლებელია ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები/ტრენინგები.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s