IELTS ინგლისური ენის ტესტია, რომელსაც უნივერსიტეტები ითხოვენ საერთაშორისო სტუდენტებისგან – მათგან, ვისთვისაც ინგლისური არ არის მშობლიური ენა ან ინგლისურ ენაზე არ აქვს განათლება მიღებული.
IELTS, ისევე როგორც TOEFL, შედგება 4 ნაწილისგან: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი.
მიმაგრებულ ფაილში ნახავთ 42 თემას, რომელიც IELTS-ის გამოცდაზე, საუბრის სექციაში შეიძლება შეხვდეთ. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც გამოცდისთვის დამოუკიდებლად ემზადება.
თემების ჩამონათვალს თან ახლავს სავარაუდო პასუხებიც. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ აქ მოცემული ტექსტები მხოლოდ მაგალითებია. შეგიძლიათ გამოიყენოთ საორიენტაციოდ. გამოცდაზე და მომზადების დროს კი საკუთარ გამოცდილებაზე, საკუთარი ლექსიკით ისაუბრეთ. არ ღირს ამ ტექსტების დაზეპირება. მიეცით გასაქანი ფანტაზიას. 🙂 წაიკითხეთ კიდევ უფრო მეტი, უკეთესი პასუხები და გაიუმჯობესეთ უნარი ამ მიმართულებით. რაც მთავარია – ინტენსიურად იმეცადინეთ.
წარმატებას გისურვებთ. 🙂
42-topics-for-ielts-speaking-part-1-suggested-answers-2016