რომელი საიტებიდან გამოვწეროთ სალაშქრო აღჭურვილობა


გარდა საყოველთაოდ ცნობილი ონლაინ მაღაზიებისა (ამაზონი და იბეი), სადაც ნებისმიერი ასაკისა და მოთხოვნილების ადამიანს შეუძლია სასურველი ნივთის შეძენა, არსებობს სპეციალური საიტები ლაშქრობისა და მოგზაურობის მოყვარულებისათვის. ამ პოსტში გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს – ძირითადად ამერიკულ საიტებს, საიდანაც შეგიძლიათ ხარისხიანი ბრენდების გამოწერა.

 Sierra Trading Post – კარვები, ზურგჩანთები, საძილე ტომრები – ყველაფერი, რაც შეიძლება მოგზაურს გამოადგეს. დროდადრო რეგისტრირებული წევრები ფასდაკლების კოდებსად იღებენ და შეუძლიათ დამატებით თანხების დაზოგვა.

CampSaver – სალაშქრო და ტურისტული აღჭურვილობის ფართო არჩევანია. პერიოდული პრომო აქციებით შესაძლებელია მიიღოთ კონკრეტულ ნივთებზე ფასდაკლება. 

GearTrade – ახალი და მეორადი აღჭურვილობა, საბაზრო ფასებზე იაფადაც ნახავთ ბევრ რამეს. ოღონდ მეორადები კარგად დაათვალიერეთ, ზოგი მათგანი კარგადაა შენახული, თითქმის ახალია; ზოგს კი ხმარების ნიშნები ემჩნევა. თუმცა ყველა გამყიდველი დებს ფოტოებს და მიუთითებს ნივთის მდგომარეობას.

 Backcountry – პერიოდულად და ზოგიერთ მოდელზე ხშირად უფრო დაბალი ფასებია, ვიდრე სხვა საიტებზე.

Trekkinn.com ამ საიტს ახლახანს მივაგენი, როცა ჩემთვის ახალ ზურგჩანთას ვეძებდი. ყველა მოდელზე ნამდვილად დაბალი ფასებია, თუმცა ტრანსპორტირებას ფედექსით ახორციელებენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ფასი დამოკიდებულია ნივთის წონაზე და ხშირად საკმაოდ ძვირიც გამოდის.

Steepandcheap – ნახეთ ეს საიტიც და იპოვეთ სასურველ ნივთზე ფასდაკლება.

Sunnysports – აქაც აუცილებლად შეიხედეთ, დიდი არჩევანი აქვთ.

რთულია გადაჭრით თქმა, რომელი “სჯობია”, იმიტომ რომ პერიოდულად თითოეულ მათგანს აქვს ფასდაკლებები და პრომო აქციები. ან შეიძლება კონკრეტული მოდელი ერთგან უფრო იაფი ღირდეს, სხვა მოდელი – მეორე საიტზე უფრო ხელსაყრელ ფასად იდოს. ამიტომ სჯობია რომ სასურველი ნივთის ფასი ყველა მათგანზე გადაამოწმოთ და პირობები შეადაროთ ერთმანეთს (მაგალითად, აქვს თუ არა უფასო ტრანსპორტირება. მოყვება თუ არა დამატებით რაიმე წამახალისებელი საჩუქარი და ა.შ.).

წარმატებას გისურვებთ🙂

ბონუსად: ცნობილი და ხარისხიანი ბრენდები
ზურგჩანთების:
The North Face, Black Diamond, Osprey, Kelty, Granite Gear, Arc’teryx, Gregory, REI, Deuter, Marmot, Mammut
კარვების:
The North Face, Black Diamond, Big Agnes, MSR, Marmot, Sierra Designs, Kelty, Eureka, REI, L.L.Bean, Mountain Hardwear, Asolo

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s