“რენესანსი” და გაუთვალისწინებელი ვალების თავიდან აცილების სტრატეგიები


ცოტა ხნის წინ ტელეფონმა დამირეკა. უცხო ნომერი იყო.

– წკრრრრრრრრ

– გისმენთ

– გამარჯობათ, – გოგოს სასიამოვნო ხმა გაისმა, – კომაპნია “რენესანსიდან” გირეკავთ, დრო თუ გაქვთ, რომ რამდენიმე კითხვაზე მიპასუხოთ?

– კი ბატონო, ოღონდ ჯერ თქვენ მითხარით საიდან გაქვთ ჩემი ტელეფონის ნომერი.

– ერთ-ერთმა თქვენმა ახლობელმა დაგვიტოვა.

– თუ შეიძლება კონკრეტული გვარი და სახელი მითხარით.

– ვერ გეტყვით, მე მხოლოდ ოპერატორი ვარ.

– თუ შეიძლება გამირკვიეთ და მითხარით. წინააღმდეგ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორთან გიჩივლებთ ჩემი პირადი მონაცემების უკანონოდ მოპოვებისთვის.

– კარგით, მაშინ დაგემშვიდობებით, – უცებ მომიჭრა და სანამ კიდევ რამეს ვეტყოდი ტელეფონი გამითიშა.

მეტი არაა ჩემი მტერი კიდევ დამირეკონ🙂

ინტერნეტში წერენ, რომ “რენესანსიდან”, “დეშელიდან” და ასევე სხვა დასახელების რამდენიმე კომპანიიდან ქალებს შემაწუხებლად ხშირად ურეკავენ. ეუბნებიან, რომ მოიგეს სასაჩუქრე პაკეტი, შეხვედრას უნიშნავენ ოფისში. იქიდან კი ქალი უმეტეს შემთხვევაში რამდენიმეათასიანი საბანკო ვალით, ასევე “მაღალი ხარისხის თავის მოვლის საშუალებებით” ბრუნდება. სახლში მისული აცნობიერებს, რომ 3-4000 ლარის გადახდა კოსმეტიკაში არ სურს, კონტრაქტის გაწყვეტა უნდა, მაგრამ კომპანია ამაზე უარს ეუბნება. მოკლედ, როგორც ბევრი ამბობს, ფულისა და ვალების მახეა. 

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი სესხები და მომსახურებები:

– პირველ რიგში, მოითხოვეთ ინფორმაციის წყარო – საიდან მოიპოვეს თქვენი ტელეფონის ნომერი. თქვენს პირად მონაცემებს კანონი და პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი იცავს. მეორე მხარე ვალდებულია დაგისახელოთ კონკრეტული წყარო, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ უჩივლებთ, კომპანია დაჯარიმდება. როგორც ხედავთ, ჩემს შემთხვევაში კანონის ხსენებამ კომპანიის კონსულტანტი დააფრთხო :))

– ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაწყვიტოთ საუბარი და უარი უთხრათ თანამშრომლობაზე. მერე რა რომ შეიძლება “ცუდად გამოვიდეს”. მერე რა რომ ოპერატორს საკმაოდ სასიამოვნო ხმა აქვს. არ გინდათ და მორჩა. აქ გადამწყვეტი თქვენი სურვილია – მიიღებთ თუ არა მათ მომსახურებას.

– თუ მაინც “მიაღწიეთ” კომპანიის ოფისამდე და ხელშეკრულების დადება შემოგთავაზეს, კარგად გაეცანით ხელშეკრულების პირობებს. სახლში წამოიღეთ, ყურადღებით წაიკითხეთ, განსაკუთრებით წვრილი შრიფტით დაწერილი პირობები. მოერიდეთ ადგილზევე ხელმოწერას. ღიმილი და მომხმარებლისადმი კარგი მოპყრობა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ ვალებს ღიმილებით ვერ გადაიხდით. ამიტომ ხელშეკრულებას თავიდან ბოლომდე წაკითხვის გარეშე ხელი არ მოაწეროთ! თუ პირობები არ მოგეწონათ, მოითხოვეთ შეცვლა. ესეც თქვენი უფლებაა!

– ასევე, ძალიან მარტივად, შეგიძლიათ არაფრად ჩააგდოთ მათი იმედგაცრუებისგან დაღმენჭილი სახეები და უარი უთხრათ ხელშეკრულებაზეც, მომსახურებაზეც. მნიშვნელობა არ აქვს რას გეტყვიან, რა მონაცემებს მოგიყვანენ თავის მოვლის აუცილებლობის შესახებ: სესხი თქვენი გადასახდელი იქნება. ხარისხიანი კოსმეტიკა კი  ბევრ სხვა ბრენდს გააჩნია – გონივრულ ფასებში!

– იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოაწერეთ ხელი, თქვენი კანონიერი უფლებაა ნებისმიერ დროს გააუქმოთ დადებული ხელშეკრულება. რამდენიმე თვის წინ “იდენტობა” დაზარალებულ ქალს დაეხმარა, რომ ეს კაბალური ხელშეკრულება გაეუქმებინა. იურისტით ან მის გარეშე,

“სამოქალაქო კოდექსის 636 მუხლით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა ქალებს იმ შემთხვევაშიც შეუძლიათ, თუ მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურებით უკვე ისარგებლეს.

“იმ ქალებს, რომლებმაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურებით ისარგებლეს, აქვთ უფლება ხელშეკრულების გაუქმების. ისინი მხოლოდ მიღებული მომსახურების საფასურს გადაიხდიან მხოლოდ”, – ამბობს “იდენტობას” იურისტი.”

საკმაოდ მარტივია, რას იტყვით?

პ.ს. ვიზიტის დროს ითხოვენ დაუტოვოთ ნაცნობების ტელეფონის ნომრები. გირჩევთ ეს მათი თანხმობის გარეშე არ გააკეთოთ. საერთოდ არ ვარ მადლობელი იმ “ახლობლის”, რომელმაც ჩემი ნომერი კომპანიას გაუზიარა! არ მიყვარს ზედმეტი რეკლამები და გაყიდვების მენეჯერების არამკითხე ზარები! არ მაინტერესებს ყველა სერვისი და ორგანიზაცია! მომწონს, როცა არჩევანს თავად ვაკეთებ!

One thought on ““რენესანსი” და გაუთვალისწინებელი ვალების თავიდან აცილების სტრატეგიები

  1. მეც დამირეკეს ახალ ნომერზე, რომელიც მარტო ოჯახის წევრებმა იცოდნენ. რომ ჩავაცივდი, მითხარით ვინ მოგცათ-მეთქი, ჯერ მეუბნებოდნენ არ გვაქვს თქმის უფლებაო და ბოლოს, რატომ მატყუებთ, ოჯახის წევრების გარდა არავის აქვს მეთქი ეს ნომერი, რაღაც უცნობი სახელი და გვარი მითხრეს:/ არ მგონია ყველა ნომერს ახლობლები უტოვებდნენ, სატელეფონო კომპანიებიც ჩართულნი არიან ამ საქმეში და მთლად კარგად არ ექცევიან მომხმარებელთა პირად მონაცემებს. ეს ეჭვი კიდევ იმან გამიმყარა, რომ ერთხელ ერთ სმს-ების დამგზავნ კომპანიასთან ვიყავი, სადაც მითხრეს, რომ შემომთავაზებდნენ ნებისმიერი რაოდენობის საქართველოში რეგისტრირებულ ნომრებს, სქესის, საცხოვრებელი ადგილის და კიდევ ბევრი კატეგორიის მითითებით. რომ გამიკვირდა ეს ინფო საიდან გაქვთ მეთქი, თვითონ კომპანიები გვაძლევენო o.O

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s