როგორ დავიცვათ ინტელექტუალური საკუთრება Facebook-ში


gijmaj Screen Shot 2015-06-10 at 9.29.04 PM copyერთ-ერთ პოპულარულ ფეისბუქის გვერდზე საკუთარ ფოტოს წავაწყდი. Cover-ად ჰქონდათ დაყენებული. მივწერე  რომ ეს ჩემი ფოტო იყო და ავტორი მითითებინათ ან საერთოდ წაეშალათ. ამას არაფერი მოჰყვა. შემდეგ უკვე პირადად მივწერე იგივე თხოვნით. გვერდის ადმინმა პირდაპირ დამცინა, რა სისულელე მოთხოვნააო. ვნახოთ ამ “სისულელეზე” ფეისბუქს როგორი რეაქცია იქნება მეთქი გავიფიქრე და ფოტო დავარეპორტე. შედეგი: სულ რაღაც 3 საათის განმავლობაში ფეისბუქმა ფოტო წაშალა.

ნებისმიერი ფოტო, ვიდეო, აუდიო, ნახატი, ჩანაწერი (ე.წ. note), სტატუსიც კი, თქვენი გაკეთებული და ატვირთული ფაილი, სავაჭრო ნიშანი არის თქვენი ინტელექტურალური საკუთრება. იმ შემთხვევაშიც კი თუ ზედ © არ აწერია და თავისუფლად დევს ინტერნეტში, შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი გამოყენების შეზღუდვა, ავტორის მითითება ან სარგებლობისთვის/დარღვევისთვის ფულადი კომპენსაცია. ეს თქვენი კანონიერი უფლებაა. საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვაზე საავტორო უფლებათა ასოციაცია მუშაობს. მიუხედავად ამისა, ყველა ქეისის შესახებ მას ვერ დაუკავშირდებით (განსაკუთრებით თუ საქმე პოპულარულ ფოტოებს ეხება, თან დიდი რაოდენობით), და მცირე რამ თავადაც უნდა გააკეთოთ. 

ფეისბუქის შემთხვევაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცედურა არის შემდეგნაირი:

  • ფოტოსთან Option-იდან აირჩევთ Report Photo
  • შემდეგ – I think it shouldn’t be on Facebook >>> Something else >>> I think it’s an unauthorized use of my intellectual property
შემდეგ გამოდის What you can do ეკრანი, სადაც Facebook გთავაზობთ პრობლემის ორი გზით მოგვარებას:
1. თუ ფიქრობთ, რომ საკითხის დიალოგით გადაწყვეტა შესაძლებელია, მიწერეთ პირადი მესიჯი კანონდამრღვევს და სთხოვეთ წაშლა ან ავტორის მიწერა. ჩემს შემთხვევაში ამ მეთოდმა არ გაამართლა. ასევე ვიცი რომ ბევრი გვერდის ადმინი ამ თხოვნას არასერიოზულად იღებს და წერილის ავტორს ბლოკავს კიდეც.
2. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ მეორე გზა: Learn more about reporting intellectual property სადაც გადადიხართ ფეისბუქის საინფორმაციო გვერდზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესახებ. აქვე, Copyright-ის  სექციაში შეგიძლიათ გაიგოთ მეტი ამ საკითხზე და თქვენი ნამუშევრის უნებართვოდ გამოყენების შემთხვევაში შეავსოთ ეს ფორმა. უნდა მიუთითოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: თქვენი ვინაობა (გვარი, სახელი), მისამართი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი), თქვენი ადგილსამყოფელი (აშშ ან მის გარეთ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში – ქვეყანა), საავტორო უფლების მფლობელი პირის ვინაობა (ისევ თქვენი სახელი), რა სახის პროდუქციაა (ფოტო, ვიდეო, ფაილი ან ა.შ.). შემდეგ უნდა ჩაწეროთ ის პირდაპირი ლინკი, სადაც უნებართვოდ არის განთავსებული თქვენი საკუთრება. ამის შემდეგ მონიშნავთ დარეპორტების მიზეზს (მე ავირჩიე This content copies my work). ასევე აუცილებელია თქვენი ნამუშევრის პირველწყაროს ბმულის მითითება, თუ ის ინტერნეტშია განთავსებული. ჩემს შემთხვევაში ბლოგზე დადებული ფოტო დავლინკე.
ამ ყველაფრის შევსების შემდეგ იგზავნება რეპორტი. მითითებულ ელფოსტაზე მოდის წერილი, სადაც გიდასტურებენ მის მიღებას და ელოდებით პასუხს.
რა ხდება შემდეგ:
Screen Shot 2015-06-11 at 8.47.36 AM

დაცარიელებული “Cover”. ასე რეაგირებს Facebook “სისულელეებზე”

Facebook ამოწმებს ფაქტს და იღებს შესაბამის ზომებს. ჩემს შემთხვევაში ამ პროცედურას დასჭირდა სულ რაღაც 3 საათი. შედეგი: ფოტო წაიშალა შესაბამისი გვერდიდან. როგორც Facebook-ზე არის მითითებული, გვერდის ადმინისტრატორი ასევე მიიღებდა ელექტრონულ წერილს ფოტოს წაშლის შესახებ, ჩემი საკონტაქტო მონაცემებით. თუ პრეტენზია ექნება, ან ისევ მოუნდება ფოტოს განთავსება, ნებართვის ასაღებად შეეძლება პირდაპირ დამიკავშირდეს.

რჩევები ფოტოგრაფებს და არა მხოლოდ მათ:
  • არასოდეს განათავსოთ ინტერნეტში ორიგინალი ნამუშევრები. მერე შეიძლება გაგიჭირდეთ დამტკიცება რომ ის ნამდვილად თქვენია. ფოტოები აუცილებლად დადეთ შემცირებული ზომით, ასევე დააწერეთ ©ჩემიფოტო.
  • პრაქტიკა აჩვენებს, რომ შეუგნებელ ქართველ ადმინებთან, ვისაც თქვენს ხარჯზე სურს საკუთარი გვერდის ან ბიზნესის პოპულარიზაცია, დიალოგი არ ღირს! სულ მცირე დაგცინებენ და/ან დაგბლოკავენ. მიწერას აზრი არ აქვს, არც ფოტოს წაშლიან, არც თქვენს სახელს მიუთითებენ. ამიტომ მათთან ურთიერთობაში დრო არ დაკარგოთ.
  • აუცილებლად დაარეპორტეთ Facebook-თან, უცხოური დომენის შემთხვევაში – მიწერეთ დომენის რეგისტრატორს, რომელიც წაშლის ამ საიტს. დროა ქართველმა ინტერნეტ-მომხმარებლებმა გაითავისონ, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლება ერთ-ერთი მნიშნვნელოვანი უფლებაა და საკუთარ ტყავზე იწვნიონ მისი დარღვევის შედეგები!

წარმატებას გისურვებთ!🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s