ამერიკის დღეები – 2015 თბილისში


2015 წლის 6 ივნისს თბილისში, რიყეზე ამერიკის დღეების ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა, რომლებიც ორგანიზებული იყო აშშ საელჩოს მიერ. ეს იყო იმ დიდი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მასშტაბით ამერიკული კულტურის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით განხორციელებული პროგრამების პოპულარიზაციას. რიყის პარკში დამთვალიერებელს შეეძლო საკუთარი თვალით ენახა აშშ მთავრობის დაფინანსებით შესრულებული პროექტები, შეხვედროდა გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს და მიეღო სასურველ კითხვებზე პასუხი. ეს იყო ერთგვარი ანგარიში ქართული საზოგადოების მიმართ – რას აკეთებს აშშ საქართველოსთვის. სტენდებზე წარმოდგენილი პროდუქტები და ინფორმაცია მოიცავდა შემდეგ სფეროებს (და არა მხოლოდ):

– განათლება, გაცვლითი პროგრამები – აშშ უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან ერთად. ასევე, პროგრამები რომლებიც კონკრეტული სამიზნე აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი (მაგალითად, მოსწავლეებისთვის ბიზნეს-უნარების გამომუშავება)

– წიგნები – მნიშვნელოვანი პროფესიული, მხატვრული ლიტერატურის თAრგმანები

– ხელოვნება

– ბიზნესი, წარმოება და ა.შ. თითქმის ყველა სფერო, რომელიც ადამიანის შესაძლებლობების, სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას ეხება.

ბუქმობილი

ბუქმობილი

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი, რომელიც ცალკე აღნიშვნის ღირსია – ბუქმობილი. ეს არის სპეციალურად მოწყობილი ავტობუსი, საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკით. წიგნების ფონდი შეიცავს სხვადასხვა სახის ლიტერატურას – მხატვრული, სამეცნიერო-პოპულარული, ტესტები და ა.შ. ბუქმობილი თითო კვირას ატარებს დევნილთა დასახლებებში, სხვადასხვა სოფლებში და ამ ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლებას აძლევს დევნილ ბავშვებს. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად საქართველოში და განსაკუთრებით მოწყვლად/სოფელ ადგილებში თანამედროვე ლიტერატურის გავრცელების პრობლემაა, ეს ინოვაციური პროექტი ნამდვილად პროგრესული და სასარგებლო წამოწყებაა.

22.:00-ზე ღონისძიება დაიხურა ამერიკული ბენდის „დეინჯერფლოუს“ ცოცხალი კონცერტით.

ესეც მცირე ფოტოკოლაჟი რიყის პარკიდან:

This slideshow requires JavaScript.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s