რა არის GRE


თუ გჭირდებათ დახმარება სამოტივაციო წერილის შედგენაში, უნივერსიტეტის, პროგრამის, დაფინანსების მოძიებაში, სააპლიკაციო პროცესში – დამიკავშირდით: 557-516-388; ასევე მომწერეთ ბლოგის საკონტაქტო ფორმის ან ფეისბუქის საშუალებით. მომსახურება იქნება ფასიანი. შესაძლებელია ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები/ტრენინგები.

———————————-

GRE (Graduate Record Examination) არის ერთ-ერთი სტანდარტიზებული ტესტი მათთვის, ვინც სწავლის გაგრძელებას აპირებს ამერიკის, კანადის ან ზოგიერთი სხვა ქვეყნის მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში. GRE აფასებს კანდიდატის ანალიტიკურ აზროვნებას.

GRE ტესტი არის ზოგადი და საგნობრივი. საგნობრივი ტესტი ბარდება 7 მიმართულებით:

  1. ბიოქიმია, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია
  2. ბიოლოგია
  3. ქიმია
  4. ლიტერატურა ინგლისურად
  5. მათემატიკა
  6. ფიზიკა
  7. ფსიქოლოგია

საგნობრივი ტესტი ტარდება GRE-ის ცენტრებში წელიწადში სამჯერ: სექტემბერში, ოქტომბერსა და აპრილში. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 50 წუთი.

ზოგადი GRE ტესტი შედგება 3 ნაწილისგან:

ვერბალური (Verbal Reasoning) – აფასებს კანდიდატის ანალიტიკურ, მთავარისგან მეორეხარისხოვანის გამოყოფის უნარებს; ასევე სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გაგებას.

რაოდენობრივი (Quantitative Reasoning) – აფასებს პრობლემის გადაჭრის უნარს, მოიცავს არითმეტიკის, ალგებრის, გეომეტრიისა და მონაცემთა ანალიზის ძირითად კონცეფციებს.

ანალიტიკური წერა (Analytical Writing) – ამ ნაწილის მიზანია შეაფასოს კანდიდატის მიერ კომპლექსური იდეების გადმოცემისა და არგუმენტაციის უნარი.

ზოგადი GRE-ის ტესტის ხანგრძლივობაა 3 საათი და 45 წუთი, 10-წუთიანი შესვენებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s