ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფო-სესია


Tallinn University of Technology, ინფო-სესია მარიოტში, თბილისი

Tallinn University of Technology, ინფო-სესია მარიოტში, თბილისი

19 აპრილს თბილისი-მარიოტში ჩატარდა ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფო-სესია და ინგლისური ენის ტესტი. ტესტის ჩაბარების შემთხვევაში აღარ იყო საჭირო  TOEFL/IELTS-ის გაგზავნა უნივერსიტეტში. ინფო-სესიაზე მიმდინარეობდა წინასწარი რეგისტრაცია. თუმცა გაცილებით მეტი სწავლასმოწყურებული ახალგაზრდა მივიდა. ბევრს გავლილი არც კი ჰქონდა ონლაინ რეგისტრაცია. ამიტომ საჭირო გახდა ტესტის 3 ნაკადად ჩატარება.

ტესტი

30-წუთიანი ტესტი 40 საკითხისგან შედგებოდა. გამსვლელი იყო 31 ქულა. იქვე ასწორებდნენ. 29 ან 30 ქულის მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტის ინგლისურის პროფესორი ატარებდა გასაუბრებას. თავად ტესტი საკმაოდ მარტივი იყო (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის), ინგლისურის საშუალოდ ცოდნა საკმარისი იყო მის წარმატებით შესავსებად.

ინფო-სესია

ტესტის შემდეგ უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ჩაატარა საინფორმაციო სესია ესტონეთისა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ. ესტონეთის მოსახლეობა სულ რაღაც 1.3 მილიონი ყოფილა, უნივერსიტეტში 80 ქართველი სტუდენტი სწავლობს (შეიძლება რომელიმე მათგანი თქვენი ნაცნობიც იყოს), ესტონეთი საქართველოსთან შედარებით ცივი ქვეყანაა, მაგრამ შესანიშნავი გათბობის სისტემა აქვს (გიხაროდენ🙂 ); ესტონეთში ჩასვლისას შენგენის ვიზას იღებთ და შეგიძლიათ ევროპაში თავისუფლად იმოგზაუროთ… მოკლედ, კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი. 

ყველაზე მთავარი – ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლისა და დაფინანსების შესახებ:

DSCN0011უნივერსიტეტში არის საკმაოდ ბევრი ინგლისურენოვანი სპეციალობა საბაკალავრო და სამაგისტრო დონეებზე. ზოგი მათგანი უფასოა (ტექნოლოგიებს რაც ეხება), დანარჩენი – ფასიანი (მათ შორის სოციალური მეცნიერებები, არქიტექტურა). დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

სააპლიკაციო პროცედურა საკმაოდ მარტივია: საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია და დოკუმენტების ატვირთვა, კერძოდ:

  1. სკოლის ატესტატი (ბაკალავრიატში ჩაბარების შემთხვევაში) ან ბაკალავრის დიპლომი (თუ მაგისტრატურაში აბარებთ)
  2. ნიშნების ფურცელი (ონლაინ აპლიკაციისთვის აუცილებელი არაა ოფიციალური და ნოტარიალურად დამოწმებული დოკუმენტი)
  3. სამოტივაციო წერილი
  4. 1 პასპორტის ფოტო
  5. ინგლისური ენის ტესტის სერთიფიკატის ასლი (TOEFL/IELTS/PTE Academic/Cambridge English).უნივერსიტეტის ინგლისური ენის ტესტის ჩაბარება ამ ვალდებულებისგან გაგათავისუფლებდათ .
  6.  სააპლიკაციო გადასახადი (100 ევრო).
  7. CV კონკრეტული სამაგისტრო კურსებისთვის (თუ ითხოვენ ასეთს).

სარეკომენდაციო წერილებს ესტონეთი არ ითხოვს, ასე რომ სხვა ქვეყნებთან/პროგრამებთან შედარებით გაცილებით მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი სასურველ სპეციალობაზე.

საბუთების გაგზავნის დედლაინი საქართველოს მოქალაქეებისათვის არის 2015 წლის 1 მაისი, ასე რომ ჯერ კიდევ გაქვთ დრო.

რაც შეეხება ხარჯებსა და დაფინანსებას: სწავლის გადასახადის გარდა (ზოგიერთ სპეციალობაზე) საჭიროა საცხოვრებელი ხარჯები. როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა ინფო-სესიაზე, ეს არის დაახლოებით 400-500 ევრო თვეში. ამაში შედის ბინა (100-120 ევრო თვეში), საკვები, მობილური, გართობა და ა.შ. თუმცა მონდომებულმა სტუდენტმა შეიძლება მეტიც დახარჯოს🙂

არსებობს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის – 400 ევრო თვეში, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სწავლის გადასახადისთვის, ასევე პირადი ხარჯებისათვის (რაზეც გაგწვდებათ). სტიპენდია ცხადდება ივნისის დასაწყისში და საბუთების გაგზავნა შეუძლიათ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს.

ასევე, საცხოვრებელი ნებართვის მიღების შემდეგ ავტომატურად გენიჭებათ მუშაობის უფლებაც – არ გჭირდებათ ცალკე დოკუმენტების შევსება და უაზრო ლოდინი. თუ მოახერხებთ დასაქმებას, ფორმალური ბარიერი ნაკლები შეგხვდებათ.

წარმატებას გისურვებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s