საახალწლო


გასული წელი საინტერესო იყო თავისი ყველა დანაკარგით და შენაძენით. ან ჯერ შენაძენით, შემდეგ – დანაკარგით. რიგითობას მნიშვნელობა არ აქვს, არც ემოციებს, არც დაშვებულ შეცდომებს ან მოულოდნელ აღმოჩენებს…… არც რაღაცეების გადაფასებებს…… მთავარია რომ ყველაფერი (კარგიც და ცუდიც) გასულ წელში ჩარჩა და 2015 ახალ შესაძლებლობებს იძლევა. წლის დასასრული და ახლის დასაწყისი მხოლოდ მიზეზია იმისათვის, რომ საკუთარ ცხოვრებას გადახედო და მომავალი წლისთვის სამოქმედო გეგმა დაისახო. დიახ, გეგმა, და არა უბრალოდ სურვილები. საჭიროა ოცნებიდან დაიწყო და შემდეგ კონკრეტული ეტაპები ჩამოწერო – რა დრო და რესურსები გჭირდება მათ განსახორციელებლად. მომდევნო ნაბიჯი კი ქმედებაა: გეგმის მიხედვით! მხოლოდ ასე სრულდება სურვილები და ხდები რეალიზებული. მხოლოდ ასე ხვდები რა ადვილია მიზნების მიღწევა. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა! წარსულის გახსენება კი იმისთვისაა აუცილებელი, რომ სამოტივაციო იმპულსები მიიღო!!!

წარმატებულ 2015-ს გისურვებთ! მინდა, რომ თქვენი 2015-ის სურვილები მხოლოდ თოვლის პაპისადმი მიწერილ წერილებში არ დარჩეს. მინდა, რომ წინასაახალწლო “ბუღალტერიამ” ამაოდ არ ჩაიაროს, ყველაფერი აგიხდეთ და ამაში წვლილი პირველ რიგში თქვენ თვითონვე შეიტანოთ. მინდა ყველას გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების…

ასევე მინდა განსაკუთრებული საჩუქარი მივუძღვნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელმაც 2014 წლის შემოდგმით 4 ბლოგერი საინფორმაციო ტურზე დაგვპატიჟა. მაშინ გვითხრეს, რომ კონკურსის გამარჯვებულისთვის ბუდაპეშტის ტური იყო გათვალისწინებული. მაგრამ შედეგები ხან “იმ კვირისთვის” გადაიდო,” ხან “ძალიან მალე”, ხან “2-3 დღეში” და ასე უსასრულოდ. მერე მათი ფბ-ის ფეიჯიდან ჩვენი დაშეარებული პოსტებიც გაქრა და საბოლოოდ დაგვიკიდეს. “არსაიდან ხმა, არსით ძახილი”… :) თქვე კაი ხალხო, თუ კონკურსის ორგანიზების თავი არ გქონდათ ვინ გეხვეწებოდათ! თუ დაიწყეთ ბოლომდე მაინც მიგეყვანათ. თუ რაღაც არ გამოვიდა, ადამიანურად გეთქვათ. პრიზის მიღებაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია და დამოკიდებულებებია. 2 წლის ბავშვები ხომ არ ხართ დამალობანა რომ გვეთამაშეთ! :)) ჭიტაააა! დაგასტუკეთ! და გადავწყვიტე საახალწლოდ (სიმბოლურად) პამპერსი გაჩუქოთ – იმის შესახსენებლად რომ ძალიან, ძალიან ჩაისვარეთ!🙂 ჩემი საკონტაქტო მონაცემები კი გაქვთ და დამირეკეთ/მომწერეთ მისაღებად.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალ წელს. წარმატებული შე-მოქმედებისა და მო-ქმედების წელი ყოფილიყოს!🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s