ბაგინეთი – 2014


ბაგინეთი ის ადგილია, სადაც მომაბეზრებელი ქალაქისგან ცოტა ხნით დასვენება შეიძლება. ბაგინეთიდან მცხეთა-ჯვარისკენ დიდებული ხედი იშლება. ჩამოედინება მდინარე მტკვარი, ჩანს წითელსახურავიანი სახლები. შემოდგომის ფერებს ბუნებრივად ეხამება ქალაქის ხედი.

მცხეთა. ხედი ბაგინეთიდან

მცხეთა. ხედი ბაგინეთიდან

აქ არ არის ხმაურიანი ქუჩები, არც  მანქანები და არც  ინტერნეტი (🙂 ). ინტერნეტი საიდან იქნება, ბაგინეთის მთელი არსებობის მანძილზე ასეთ რამეს ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ მისი მკვიდრები. ლეონტი მროველი ირწმუნებოდა, რომ ბაგინეთის დასახლებას ქართველთა მამამთავარმა ქართლოსმა ჩაუყარა საფუძველი. ეს იყო ანტიკური ხანის დიდი, აყვავებული ქალაქი, მნიშვნელოვანი სავაჭრო-პოლიტიკური ცენტრი, რომლის გამაგრებული კედლები რამდენიმე კილომეტრს მოიცავდა. მას ჰქონდა გამართული ინფრასტრუქტურა, ფუნქციონირებდა რელიგიური დაწესებულებებიც. დაწვრილებითი ინფორმაცია ამ კულტურული ძეგლის შესახებ ძეგლები.გე-ს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.  იგი მდებარეობს თბილისი-მცხეთის გზაზე, პირდაპირ გადაჰყურებს სვეტიცხოველს. ზედ გზისპირზე “ბაგინეთის” ნიშნულია, ბილიკს მიჰყავხარ კიბეებამდე, კიბე კი ანტიკური ხანის ციხე-ქალაქში მიგიძღვება. შესასვლელში შემორჩენილია დიდგვაროვანი ქალის აკლდამა, ცოტა ზემოთ – რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულების შენობა.

ბაგინეთი პირველად 2007 წელს ვნახე. მაშინ მისასვლელ ბილიკს ბალახებში ვეძებდით. თავად ძეგლიც სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა – მიტოვებული, ატყევებული, ეკალ-ბარდებში ჩამალული ნანგრევები. ახლა, როდესაც გზას ნაქალაქარისკენ შევუყევი, უარესს ველოდი – 7 წელიწადში რამდენი რამე შეიძლებოდა განადგურებულიყო… მაგრამ ნანახმა სასიამოვნოდ განმაცვიფრა: ისე გაესუფთავებინათ ვეღარ ვიცანი! თითოეული შენობის წინ დაუმაგრებიათ საინფორმაციო დაფები, რომლებიც მის დასახელებას, ისტორიულ-არქიტექტურულ მონაცემებს შეიცავს.

2007 წელს ეს 2-საკნიანი ნაგებობა ბალახსა და ბუჩქებში იყო ჩამალული, კედლებზე ბალახი მოდებოდა.

2-საკნიანი ნაგებობა. 2007

2-საკნიანი ნაგებობა. 2007

იგივე 2-საკნიანი შენობა, 2014 წელს. განსხვავება ნათელია – ბუჩქები ამოძირკვულია, გზა – გაკვალული, გარემო – გასუფთავებული.

2-საკნიანი ნაგებობა 2014 წელს

2-საკნიანი ნაგებობა 2014 წელს

იგივე ადგილი, ხედი ცოტა შორიდან, საიდანაც მთელი შენობა, მისი საინფორმაციო დაფა და მისასვლელი ჩანს. ამას ვინ წარმოიდგენდა 7 წლის წინ🙂

2-საკნიანი შენობა ბაგინეთში

ბაგინეთი-2014

 ესეც 2007 წლის ფოტოა, სადაც წარმართული ტაძრისა და მარნის ნანგრევები ჩანს. ტაძარს ქრისტიანობის შემოსვლამდე უარსებია.

მარანი ბაგინეთში. 2007

მარანი ბაგინეთში. 2007

ესეც 2014 წლის შემოდგომაზე. მიუხედავად იმისა რომ სხვა კუთხიდანაა გადაღებული, განსხვავება მაინც აშკარაა: მოსწორებული და გალამაზებული ტაძრის შიდა სივრცე, რაც გამოკვეთავს მის ფორმას. შუაგულში ღვთაების ქანდაკება მდგარა. ვინ იყო, რა იყო, როგორ ეწეოდნენ ღვთისმსახურებას – ახლა ძნელი სათქმელია, რადგან ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ წინაქრისტიანული რელიგიის ყველანაირი ნიმუში განადგურდა.

წარმართული ტაძრის ნანგრევები. ბაგინეთი. 2014

წარმართული ტაძრის ნანგრევები. ბაგინეთი. 2014

გადახურულია მარანი, რაც მას იცავს წვიმისა და დაზიანებისგან.

მარანი ბაგინეთში. 2014

მარანი ბაგინეთში. 2014

ასევე შემორჩენილია სამეფო აბანოები, ახალი წელთაღრიცხვის I-II საუკუნეების სხვადასხვა დანიშნულების შენობები, თიხის მილებით მოწყობილი რთული წყალგაყვანილობის სისტემა. ეს ყველაფერი მოწმობს ანტიკური ხანის მდიდარი და გავლენიანი ქალაქის არსებობას.

ალაგ-ალაგ მოწყობილია სკამები ვიზიტორების მოსასვენებლად. ასევე საინფორმაციო დაფები, რომლებიც მთლიანი ძეგლის ან მისი ნაწილების მოკლე აღწერასა და დანიშნულებას შეიცავს. ფოტოზე ასევე ჩანს ნაგვის ურნა. ასეთები ძეგლის ტერიტორიაზე რამდენიმეა.  (ასეთები კი ბაგინეთში რამდენიმეა). ადმინისტრაცია ზრუნავს ბაგინეთის სისუფთავეზე, ტურისტებს ისღა დარჩენიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ამაში. სულ ადვილია ნარჩენების ურნამდე მიტანა და შიგ ჩაგდება.

სკამები და საინფორმაციო დაფა ბაგინეთში. 2014

სკამები და საინფორმაციო დაფა ბაგინეთში. 2014

ბაგინეთში ჯერ კიდევ მიმდინარეობს გათხრები და არქეოლოგები ალბათ კიდევ ბევრ საინტერესო აღმოჩენას გააკეთებენ .

არქეოლოგიური სამუშაოები

არქეოლოგიური სამუშაოები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s