ნაგავი იქ, სადაც არ უნდა იყოს!


საკუთარი ფოტოარქივის თვალიერებისას რამდენიმე “საოცარი” კადრი ვიპოვე – სადამდე მიდის ადამიანის ფანტაზია გარემოს დაბინძურებაში. ქალაქის ქუჩებში რომ ბოთლები ყრია ეგ კიდევ არაფერი, 2012 ლის 24 მაისს რუსთაველის მეტრის წინ ჩამოკონწიალებული პოლიეთილენის ბოთლი მაქვს გადაღებული. ვერაფრით მივხვდი როგორ მოხერხეს ამ სიმაღლეზე მისი ჩამოკიდება.

ხეზე ჩამოკიდებული პოლიეთილენის ბოთლი

ხეზე ჩამოკიდებული პოლიეთილენის ბოთლი

“ლამაზად” შეფუთული ნაგავი არმაზის ციხის გზაზე, ბილიკთან ახლოს. ფოტო გადაღებულია 2012 წლის 19 აგვისტოს. ნაგვის “მოშორების” მეტისმეტად “კრეატიული” გზა რას იტყვით? გასაგებია რომ ჯერჯერობით ნაგვის გადამუშავების ნორმალური სისტემა არ გაგვაჩნია მაგრამ ეს ოხერი ბუნებას მაინც ნუ ანაგვიანებთ!!!! ხეზე დადებთ თუ ხის ქვეშ – მნიშვნელობა არ აქვს – შედეგი მაინც ერთია – ნარჩენებით მოწამლული გარემო! აიღეთ და წამოიღეთ ქალაქამდე, ჩააგდეთ ბუნკერში, როგორც მე და ჩემი მეგობრები ვაკეთებთ!

ხემ მოისხა ნაგავი

ხემ მოისხა ნაგავი

2012 წლის 1 ივნისი მზიურში, მასობრივი უკულტურობისა და ღორობის ზეიმი! დამთავრდა მზის ფესტივალი, დაიშალა ხალხი და დარჩა აურება ნაგავი! არადა რა მარტივია იქვე ახლოს მდგარ ნაგვის ურნასთან მიტანა და ჩაგდება!

ნაგავი მზიურში

ნაგავი მზიურში

ყველაზე ცინცხალი ფოტო, 2014 წლის 13 ივლისს გადაღებული – ჟინვალის წყალსაცავი სავსეა პოლიეთილენის ბოთლებით და ათასგვარი ნაგვით. ეს არის წყალი, რომლითაც თბილისი და რუსთავი მარაგდება, მილიონზე მეტი ადამიანი. ამ წყალს ვიყენებთ სასმელად, საკვებში. მართალია, როგორც წინა პოსტში ვწერდი, წყალსაცავიდან ონკანამდე წყალი სუფთავდება და იფილტრება, წყალსაცავის პერსონალიც პერიოდულად წმენდავს მას ნაგვისგან, მაგრამ ……. რატომ უნდა გადააბარო სხვას საკუთარი პასუხისმგებლობა?! მსგავსი მასობრივი გულგრილობა მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, აღმაშფოთებელია!

ნაგავი ჟინვალის წყალსაცავზე

ნაგავი ჟინვალის წყალსაცავზე

როგორ შევამციროთ “პლასტიკური” დაბინძურება:

– უარი თქვით ერთჯერადი პოლიეთილენის ბოთლის გამოყენებაზე. შეამცირეთ ბოთლებში ჩამოსხმული წყლის მოხმარება, რომელიც მაღაზიაში იყიდება. წყალი მუდმივათ ატარეთ შესაბამისი ჭურჭლით, რომ დაიცლება შეავსებთ და ა.შ.

ასეთი ბოთლი უკვე 4 (!) წელია დამაქვს და მინდა გითხრათ რომ ძალიან პრაქტიკულია. (ბევრ მაღაზიაში და ბაზრობაზეც შეგიძლიათ ნახოთ):

ეტევა ზურგჩანთის ჯიბეში, შეგიძლიათ შევსოთ სურვილისამებრ, საკმაოდ გამძლეა, არ ტყდება და ნებისმიერ რელიეფზე დავარდნას უძლებს. ერთგულად მემსახურება ქალაქშიც, მოგზაურობისასაც და ლაშქრობებშიც. ამით არა მხოლოდ გარემოს დაიცავთ დაბინძურებისგან, არამედ გარკვეულ თანხასაც დაზოგავთ. იანგარიშეთ რამდენს ხარჯავთ მხოლოდ წყლის ყიდვაში ყოველდღიურად, ყოველთვიურად და რას გააკეთებდით ამ თანხით? ისიც მიათვალეთ რამდენი “დაუჯდება” ბუნებას მისი “მონელება” ან სახელმწიფოს/შესაბამისკომპანიას – მისი გადამუშავება. ეს გაცილებით მეტია ვიდრე ერთი მრავალჯერადი ჭურჭლის საფასური.

– შეამცირეთ პოლიეთილენის პარკების გამოყენება. სთხოვეთ მაღაზიის გამყიდველებს რომ არ შეფუთონ თითოეული პროდუქტი ცალკე ცელოფანში, აუცილებლობის შემთხვევაში ერთში ჩაალაგონ. გამოიყენეთ მრავალჯერადი ქაღალდის ან ქსოვილის ჩანთები. ისინი ცელოფანზე გაცილებით მოხერხებული და გამძლეცაა!

– ლაშქრობებში, ექსკურსიებზე, პიკნიკებზე ერთჯერადი ჭურჭლის ყიდვის ნაცვლად წაიღეთ თან საკუთარი, სახლიდან (ხის, ლითონის, მსუბუქი და მრავალჯერადი გამოსაყენებელი). ამგვარად ყველა საკუთარ თავზე იქნება პასუხისმგებელი და, რაც უფრო მნიშვნელოვანია – გარემოზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s