წყალი ჩვენი არსობისა


ეს იმ პერიოდის ზღაპარია, როდესაც წყალი დეფიციტური იყო და მას გველეშაპები და დევები ჰყავდნენ დაპატრონებული. ისინი დიდი მსხვერპლის სანაცვლოდ (ხშირად ახალგაზრდა ლამაზი გოგო-ბიჭები) აძლევდნენ სოფლებს წყალს (ეს იყო წყლის გრაფიკი თორემ ახლა რომ ხანდახან წყდება რა მოსატანია🙂 ). მოსახლეობა დიდხანს იტანჯებოდა უწყლობით, შემდეგ გამოჩნდებოდა ვინმე ცისკარა, მოკლავდა უწმინდურ ძალას და ხალხი იღებდა სანატრელ სასმელს.

დმანისის გვირაბი. ფოტო: კარავი.გე

წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობა კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ჩვენს წინაპრებს, რომლებიც ციხე-სიმაგრეებსა და ეკლესია-მონასტრებს მის მახლობლად აშენებდნენ. კოშკები საიდუმლო გვირაბებით უკავშირდებოდა მოშორებულ მდინარეებს. ხანგრძლივი ალყის დროს, როდესაც მტერი მოსახლეობას სასმელი წყლის მარაგის შევსების საშუალებას არ აძლევდა, ეს გვირაბები მისი მოპოვების თითქმის ერთადერთი წყარო იყო. ღამე გამბედავი ვაჟკაცები მდინარესთან ჩუმად მიიპარებოდნენ რომ გარშემორტყმული მოსახლეობისთვის წყალი მიეწოდებინათ. დმანისსა და უფლისციხეში შემორჩენილია ასეთი გვირაბის ნანგრევები, არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ ვარძიის სამხედრო ციხე-ქალაქში კარგად განვითარებული წყლის მიწოდების სისტემის არსებობას. უფრო ძველი, ანტიკური ხანის თიხის მილები შემორჩენილია არმაზსა და ბაგინეთში. ციხე-სიმაგრეებში ასევე არსებობდა რეზერვუარები, სადაც წყალი “შავი დღისთვის” გროვდებოდა.

ძეგლები.გე-ზე გამოქვეყნებული სტატია “ნარიყალა ციხესიმაგრის სასმელი წყლით მომარაგების საიდუმლოება” ნარიყალასთან არსებული წყალგაყვანილობის სისტემის შესახებ გვიამბობს, რომელიც 1955 წელს აღმოაჩინეს. ოქროყანის მიდამოებიდან 5 კილომეტრის სიგრძეზე თიხის მილებით მოედინებოდა წყაროს წყალი თბილისამდე. როგორც ჩანს, წყლის მიწოდების სისტემა საკმაოდ ადრეულ პერიოდში გაუყვანიათ, გვიან შუა საუკუნეებში კი შეუკეთებიათ. იგი კარგად იყო შენიღბული, მტერს რომ არ შეემჩნია და ნარიყალაში გამაგრებული ჯარისთვის თუ მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება არ შეეწყვიტა.

თბილისელი მეთულუხჩე

თბილისელი მეთულუხჩე

XIX საუკუნის მიწურულს თბილისში წყალს მეთულუხჩეები არიგებდნენ. ტყავის რუმბებით დაჰქონდათ ქუჩა-ქუჩა, ცხენით ან ზურგზე მოკიდებული. 1 ვედრო წყალი 1-3 კაპიკი ღირდა, ფასი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა მანძილიდან მოჰქონდათ. “წყლის გადასახადს” მეთულუხჩეები კვირის ბოლოს ანგარიშობდნენ, გაყიდული რაოდენობის მიხედვით. მაშინ იღებდნენ ანაზღაურებასაც. 1883 წელს ავჭალის წყალსადენის მშენებლობა დაიწყეს. თანამედროვე წყალსადენის სისტემას კი 1920-იანი წლების მიწურულს ჩაეყარა საფუძველი. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, საგურამოს წყალსადენში თითქმის ასწლოვანი მოქმედი მილია შემონახული. იგი დამზადებულია 1920 წელს, თუმცა ფუნქციონირება რამდენიმე წლით გვიან დაიწყო. ეს ძველი, ხარისხიანი და საიმედო ნაკეთობა ერთგულად ემსახურება სისტემასა და წყლის მომხმარებლებს.

Georgian Water and Power წყლით ამარაგებს თბილისსა და რუსთავს. კომპანია  დედაქალაქში 400 000-მდე აბონენტს ემსახურება. აქედან 2000-მდე საბიუჯეტო ორგანიზაციაა, 15 000–მდე კომერციული ობიექტი, დანარჩენი კი მოსახლეობა. მისი წყალგაყვანილობის სისტემა 3400-კილომეტრიან წყალსადენის ქსელს მოიცავს. ეს თბილისიდან პარიზამდე მანძილის ტოლია.  მილების დიდი ნაწილი მოძვეებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს მათი შეცვლა ახლით. კომპანია პასუხისმგებელია წყლის უვნებლობაზე, გაწმენდასა და მომხმარებლისათვის მიწოდებაზე.

დამზადებულია 1920 წელს

დამზადებულია 1920 წელს

რას ნიშნავს წყლის ხარისხი? იმას, რომ იგი არ უნდა შეიცავდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს, მისი ქიმიური შემადგენლობა და სისუფთავე აკმაყოფილებდეს საერთაშორისო და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებს.

წყალგაყვანილობის სისტემა კომპლექსურია და გარდა ონკანებისა (🙂 ), მოიცავს უზარმაზარ რეზერუარებს, გასაფილტრ სადგურებს, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ სპეციალურ ლაბორატორიებს სადაც ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან ყოველდღიურად მიეწოდებათ წყლის ნიმუშები, რათა მოხდეს მისი კვლევა, მიკრობული და ქიმიური საფრთხეების დროული იდენტიფიკაცია და წყლის გაწმენდა.

Georgian Water and Power-ის აბონენტებს წყალი თბილისის ზღვიდან, ჟინვალის წყალსაცავიდან და არაგვის ხეობიდან მიეწოდებათ. თუმცა ინდივიდუალურ მოხმარებამდე ხდება მისი გაფილტვრა და გასუფთავება.

ღრმაღელეს წყალსადენი Georgian Water and Power-ის ერთ-ერთი ობიექტია, სადაც სპეციალისტები უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ წყლის ხარისხის კონტროლს. აქ სხვადასხვა სირთულის უამრავი დანადგარია, რომლებსაც მომხმარებელი ვერასოდეს ხედავს. სამაგიეროდ ხელშესახებია მუშაობის შედეგი – სუფთა წყალი ონკანებში.

This slideshow requires JavaScript.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s