პედოფილიას ვამართლებთ?!


ბოლო რამდენიმე დღეა ინტერნეტი აჭრელდა ქუთაისელი გოგოს ამბით, რომელიც სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა შეატყობინა პატრულს, დაიწყეს ძებნა. შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ გოგონა მშობლებს დაუკავშირდა და უთხრა რომ გათხოვდა. რომ კარგად არის და არ ეძებონ… მერე ისიც გაჟღერდა, რომ გოგონა შეიძლებოდა ძალით ყოფილიყო წაყვანილი….

რა მოჰყვა ამას? მოსალოდნელზე მშვიდი რეაქცია საზოგადოების მხირდან, ცოტა შეშფოთება, ცოტა ღადავი, ცოტა ჭორაობა, “ორ კვირაში გამოთხოვდება” პროგნოზი და საბოლოო ჯამში მაინც არაფერი. რაღაცნაირად ფლეგმატურად შეხვდა ყველა ამ ფაქტს. მერე რა რომ 12 წლის გოგოს გათხოვების იდეა ყველანაირ კონტექსტში არანორმალურია. მერე რა რომ ეს ის ასაკია როცა ადამიანი ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ჩამოყალიბების პროცესშია და განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია მშობლისა და სახელმწიფოს ჩარევა. თუ მართლა გათხოვილია (ანუ ასე არქმევს თავის ახალ მდგომარეობას), მშობელს აქვს მორალური და კანონიერი უფლება დააბრუნოს ბავშვი სახლში. მას ასევე შეუძლია და უნდა დააკისროს კიდეც სამართლებრივი პასუხისმგებლობა ადამიანს, ვინც გოგოს ამ საქციელისკენ უბიძგა.

საყოველთაო გულგრილობა და უმოქმედობა იმას ნიშნავს რომ საზოგადოება პედოფილიას ამართლებს. მერე რა, ეს ხომ მათი შვილი არ არის. ენას მოიქავებენ და ყველაფერი მორჩება. მერე რა რომ მოზარდს შეიძლება ნაადრევი ქორწინების შედეგად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას, ან ძალადობის მსხვერპლი გახდეს. ან ვერასოდეს მოახერხოს განათლების მიღება, დამოუკიდებელი ფინანსების გაჩენა და სამუდამოდ ოჯახის და სიტუაციის მონად დარჩეს…..

პ.ს. ახლახანს თვალი მოვკარი ახალ ამბებში, პატრულს სახლში დაუბრუნებია, მშობელი კომენტარს არ აკეთებსო. ან რა უნდა თქვას, რას ელის საზოგადოება? მორიგ სეირს? თუ მორიგი არასრულწლოვანის “გათხოვებას” სალაპარაკოს გასაჩენად? მათი შვილები და ოჯახები რომ დადგებიან იგივე პრობლემის წინაშე, რას იზამენ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s